თაკო ჩარკვიანი დასაბმელი გახდა!
დამამშვიდებლის გარეშე გამოგიშვეს დღეს სახლიდან?, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა, დეპუტატ თაკო ჩარკვიანის რეპლიკას: „ტაში ამხანაგებო, ტაში“.
თაკო ჩარკვიანი აღნიშნული რეპლიკით პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, რიმა ბერაძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც თეა წულუკიანს ჩუბინაშვილის ქუჩაზე არსებული ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე მადლობა მინდა გითხრათ იმისათვის, რომ თქვენ იმთავითვე გამოეხმაურეთ მოსახლეობის თხოვნას და რამდენიმე დღეში ეს მუზეუმი მწყობრში ჩადგება. მოსახლეობის სახელით მინდა [მადლობა] გადაგიხადოთ, მინდა წარმატებები გისურვოთ იმ საქმეში, რომელსაც ჩვენს ხალხზე და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა ჰქვია“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.