საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

“თინა ტაივანსკი” – საერთო მედია
სექტემბერი 18, 2024
გასულ კვირას სოციალურ ქსელში ვიღაცამ დაწერა, “კრებსითი ხოშტარიები” რუსეთის აგენტები არიან და რუსეთი აფინანსებს, ასო-ებს _ აშშ, თინა ხიდაშელს _ ტაივანი, ერთი მანჯურიის აგენტი გვჭირდება სრული ბედნიერებისთვისო. სანამ ბატონი შალვა პაპუაშვილის განცხადება არ მოვისმინე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეას” ტაივანის ორგანიზაცია აფინანსებსო, მანამდე ხუმრობა მეგონა, შემდეგ კი არც გამკვირვებია, ტაივანი აშშ-ის ინტერესების გამტარებელია და “კრებსითი ხიდაშელების” დაფინანსება რა გასაკვირია.
რა მარტივი ყოფილა _ მთავარია, ერთხელ ჩაება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ამუშავებულ ქსელში და თუ მოისურვებენ, არქტიკული პინგვინების აგენტიც გახდება სამშობლოს მოძულე არაკაცი თუ არაქალი.
ბატონმა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს გვთხოვა, დავინტერესდეთ, უჭერს თუ არა მხარს ქალბატონი ხიდაშელი ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
პირადად მე, იმაზე, რომ ქალბატონ თინასგან აღნიშნულ კითხვაზე პასუხი მივიღო, არ მოვცდები _ ქალი, ქართველი, ე. წ. პოლიტიკოსი რომ აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ განიხილავს და ამას ხმამაღლა აცხადებს, იმას ჩინეთი და მისი ტერიტორიული მთლიანობა რაში დაედარდება? ჩინეთი კი არა, უცხო ქვეყნების ინტერესების გამო საკუთარ სამშობლოს წლებია, ხურდა ფულად ჰყიდის… კი, ნამდვილად ხურდებზე ჰყიდის, სხვაგვარად, აქამდე რატომ ვერ ამოიყორა?
აი, ასეთი ორგანიზაციები და ცალკეული პირები აყვირდებოდნენ “ფარაზე”, აბა, რას იზამდნენ, “რუსულ კანონადაც” მონათლავდნენ, არამქვეყნიურადაც, მათი დამქირავებლებიც მხარს აუბამდნენ, სხვაგვარად როგორ მოიქცეოდნენ?
ქუთაისური ანეკდოტი გამახსენდა: აგენტი ჩავიდა ქუთაისში ადგილობრივი აგენტის სანახავად და ზარი დარეკა კარზე. კარი ჭიჭიკიამ გააღო. აგენტი ეუბნება: ამ დილას ჩემს ბაღში ვარდი გაყვავილდა. ჭიჭიკიამ ხელი აუქნია: ბიძია, აგენტს თუ ეძებ, ჩემს მაღლა სართულზე მარჯვენა კარში ცხოვრობსო. ასეა ჩვენი საქმეც და სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ყველაფერი ვიცით ყველას შესახებ, სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის “ფარას” შემოტანა სასწრაფო და გადაუდებელი საქმეა!
თინა ხიდაშელს ისევე ჰკიდია ცალ ფეხზე ტაივანი, როგორც საქართველო და მთელი მსოფლიო ერთად აღებული, ოღონდ თვითონ იყოს მატერიალურად უზრუნველყოფილი, მაგრამ ჩვენც ცალკეულ ხიდაშელებს გადავაყოლოთ მთელი საქართველოს ინტერესები? როდემდე უნდა იბოგინონ ერთმანეთზე გადანასკვულმა ასო-ებმა და პარტიებმა?
ქვეყანა საქართველოს, ქვეყნისთვის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩინეთთან მრავალმხრივი პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებისკენ აქვს გეზი აღებული და უცხო ქვეყნების მიერ დაქირავებული მსუნაგი ვიღაც-ვიღაცების გამო პრიორიტეტებს რომ არ დათმობს, გადასარევად იციან “ხიდაშელებმა”, მაგრამ თავი ხომ უნდა გამოიდონ გამომკვებავი ხელის წინაშე გოშიებმა…
ტაივანი და ჩინეთი, ანუ აშშ და ჩინეთი, როგორმე მიხედავენ თავიანთ საქმეს “ხიდაშელების” ჩარევის გარეშეც, მაგრამ აკი ვთქვი, აგენტურული ქსელის გორგალში ერთხელ რომ მოხვდები, თურმე მუდმივად შეძლებ ერთი წვერი ძაფის თავის საშენოდ გამოწელვას…
ტაივანურ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ხიდაშელის “სამოქალქო იდეას” აფინანსებენ, თურმე ტაივანის დემოკრატიული ფონდია, რომელიც ტაივანის გლობალურ მოძრაობაში გაფართოებული მონაწილეობისთვის იბრძვის, ასევე Dოუბლეტჰინკ Lაბ, რომლის მიზანი “მავნე ჩინური გავლენების ოპერაციებისა და დეზინფორმაციის კამპანიის კვლევაა”.
ჩინეთი თანამედროვე მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ ეკონომიკის განვითარების მხრივ, რაც დიდ გავლენას ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე. ჩინეთს ორმხრივი ურთიერთობა აქვს 140 ქვეყანასთან და საქართველომაც რომ საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ წარმართოს ჩინეთთან ურთიერთობები, რატომ არ უნდა გინდოდეს, თუ საკუთარი სამშობლოს მტერობა არ გინდა _ ვიღაც ოხერი, ქართველი ხარ თუ ტაივანელი?
სტალინურ გულაგში გაჩენილი “კანონიერი ქურდების” წრის უკანასკნელი წარმომადგენელს, წარმოშობით უიღურ ალიმჟან ტოხტახუნოვს, აზიური თვალების ჭრილისა და დაბალი ტანის გამო შეარქვეს “ტაივანჩიკი”. კაცს, რომელსაც სასარგებლო არაფერი გაუკეთებია ტაივანისთვის, “ტაივანჩიკი” დაარქვეს მხოლოდ გარეგნობის გამო. მე რა დავარქვა ახლა ამ ტაივანის აგენტ ქალს, “თინა ჩHინა” თუ “თინა ტაივანსკი”?!
საქართველოს ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს “შუა დერეფნის” განვითარებას, რომელშიც უდიდესი როლი ჩინეთს აკისრია.
“შუა დერეფანი” სხვა არაფერია, რაც “აბრეშუმის გზის” იდეა, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ ჯერ კიდევ სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს გააჟღერა ვლადივოსტოკში, რომელიც 90-იან წლებში უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიული ქვეყნის ფუნქციისა და კეთილდღეობის მომტანი პროექტი გახდა.
ნელ-ნელა სხვადასხვა განვითარებული ქვეყნების მთავრობები თუ ბიზნეს-წრეებიც დაინტერესდნენ, ხოლო აშშ-ის კონგრესში შეიქმნა “აბრეშუმის გზის” მხარდამჭერ სენატორთა ჯგუფი სემ ბრაუნბეკის ხელმძღვანელობით.
1999 წელს, ედუარდ შევარდნაძის აშშ-ში ვიზიტის დროს, კაპიტოლიუმში გამართულ შეხვედრაზე “აბრშუმის გზის” 11 სახელმწიფოს ხელმძღვანელებთან ერთად, მონაწილეობდნენ აშშ-ის კონგრესისა და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები _ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში სემუელ ბერგერი, ზბიგნევ ბზეჟინსკი, ჯეიმს ბეიკერი და სხვები. შეხვედრის ყველა მონაწილემ მხარი დაუჭირა “აბრეშუმის გზის” 1999 წლის სტრატეგიის აქტს.
საქართველომ და ჩინეთმა 1992 წელს დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ, როგორც ჩანს, “რაღაც და ვიღაცები” სერიოზულად უშლიდნენ ხელს შემდგომი კავშირებისკენ წინსვლას, მხოლოდ 2018 წელს ამოქმედდა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
2023 წლის ივლისის ბოლოს, საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობის ახალ დონეზე _ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს, სექტემბერში კი ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუქმდა _ ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, 30 დღით შემოვიდნენ და დარჩნენ საქართველოში, როგორც ტურისტები.
“ქართულ ოცნებას” ხომ ოპოზიცია არ ჰყავს, ოპოზიციის ნიშა ქვეყნის შიდა მტრებს უკავიათ, შესაბამისად, ერთხმად აყვირდნენ, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა რისკია დასავლეთთან ურთიერთობისთვის. რა უტვინოდ უბედურები არიან _ ევროკავშირის ელიტა ლამის ევედრებოდა სი ძინპინს, მიგვიღეო და აღარ იციან, როგორ მიექვინთრიშონ, ხოლო ჩვენთვის თურმე რისკია!
საქართველოს აქვს ის, რისი შეთავაზებაც შეუძლია დასავლეთისთვის _ საქართველოს “შუა დერეფნის” ნაწილი, რომელიც განსაკუთრებულად აქტუალური უკრაინაში ომისა და აზიიდან ევროპაში გადაზიდვების უწყვეტი ჯაჭვის ახალი გზების ძიების ფონზე გახდა.
როდესაც ამბობენ, რომ საქართველო ალტერნატიული მარშრუტია ჩინეთიდან დასავლეთისკენ, როგორც ერთ რიგით საქართველოს მოქალაქეს, ბრაზი მერევა. ისედაც საკმარისად არის გაყალბებული საქართველოს ისტორიის ცალკეული ეპოქები და ახლა ეს, ოდითგანვე არსებული “აბრეშუმის გზის” მარშრუტის ჩამორთმევაც მშვენივრად გამოსდით უწიგნურთა კიდევ უფრო დასაბლაგვებლად.
“აბრეშუმის გზა” _ ეს იყო ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა ზღვასთან და შავი ზღვის სანაპიროებთან აკავშირებდა.
ამ გზით ვაჭრობას დასაბამი ძვ. წ. II საუკუნეში მიეცა. აბრეშუმის გზა იწყებოდა სიანში. ქალაქ დუნხუანიდან იგი ორ განშტოებად მიემართებოდა დასავლეთისკენ. ორივე გზა, პირველი _ ლობნორის ტბის ჩრდილოეთით ქალაქ ტურფანის, მეორე _ იმავე ტბის სამხრეთით ქალაქ ხოტანისა და ქალაქ იარქენდის გავლით, ქალაქ კაშგარში იყრიდა თავს. აქედან ჩრდილოეთის გზა კასპიის ზღვის უკავშირდებოდა ამიერკავკასიას, გადაკვეთდა საქართველოს და ფასისიდან შავი ზღვით ბიზანტიასა და რომს აღწევდა. ასე რომ, საქართველო იბრუნებს ჩამორთმეულ გზას და ორ საჟენსაც ვერ მოაკლებს ამ გზას კრებსითი თინა ხიდაშელების “ტაივანსკობა”.
ახლა როგორ არის ეს საკითხი, არ ვიცი, მაგრამ ასე იყო არცთუ დიდი ხნის წინათ _ ტაივანის მოქალაქეობის მქონე პირებს, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, არც ვიზით და არც სხვა რაიმე დოკუმენტით საქართველოში არ უშვებდნენ. ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი ტაივანელებს საქართველოში ტრანზიტული ფრენებისგან თავის შეკავებას ურჩევდა, საქართველო ტაივანთან არამეგობრულად არის განწყობილიო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განმატავდნენ, რომ სავიზო პროცედურები იმის გამო არ იწარმოებოდა, რომ ტაივანი საერთაშორისო სამართლის სუბიექტი არ იყო. იმ დროისთვის ტაივანს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებდა, მაგრამ მსოფლიოში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ტაივანელები, თვით ჩინეთშიც, მხოლოდ საქართველოში იყო აღნიშნული აკრძალვა _ მაშინ არ აჩხავლებულა “თინა ტაივანსკი” და ახლა რა ბზიკმა უკბინა-მეთქი, ვიტყოდი, მაგრამ არ ვიტყვი, რადგან პასუხი ვიცი _ მაშინ ჯერ კიდევ არ ეკავა ხელში ტაივანური ძაფის წვერი და რა რჯიდა, სულ ცალ ფეხზე არ ეკიდა ტაივანიცა და მისი მოქალაქეებიც?
სიმართლე რომ ვთქვა, მე ის უფრო მაინტერესებს, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის იმედი რომ გვაქვს, ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ეს რანაირად ახდება. ჩვენ “შუა დერეფანმა” აგვაკაკან-ამოგვასუნთქოს და ევროპაში დავდოთ კვერცხი? ადამიანმა ხომ უნდა გაიაზროს, რა მიზნები შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს და რა შედეგი შეიძლება დაუდგეს საქართველოს?
მე ვიტყვი და აბა, მომისმინეთ: დიდი მკითხაობა არ უნდა იმას, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად ნიღბავს პოლიტიკურ ინტეგრაციას ეკონომიკურად. გასული საუკუნის შუა ხანებში ჟან მონეს მიერ შეთავაზებული იდეების მიხდვით, ევროკავშირი ცდილობს, სუვერენული ევროპული სახელმწიფოების საფუძველზე შექმნას სტრუქტურა, რომელიც შეიძლება, მართოს ზენაციონალურმა მთავრობამ. თავად მონემ აღიარა, რომ ეს სისტემა აიძულებს კავშირის ქვეყნებს, მიიღონ თავიანთი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები _ მაგრამ ევროკავშირის ხელმძღვანელობას სულაც არ ანაღვლებთ ამ სახელმწიფოების სუვერენიტეტი; ყველა ქვეყანას, რომელიც უერთდება ამ კავშირს, ეროვნული იდენტობის ფაქტობრივი დაკარგვა ემუქრება. არსებითად, ისინი ნებაყოფლობით გადასცემენ პარლამენტებისა და მთავრობების უფლებამოსილებებს ევროპულ სტრუქტურებსა და ოფიციალურ პირებს.
დიდმა ბრიტანეთმა დაახლოებით 60 მლრდ. ევრო გადაიხადა ევროკავშირიდან გასვლის სანაცვლოდ. ბრექსიტის ძირითადი მიზეზები იყო ევროპული ბიუროკრატია, მაღალი შენატანები ევროკავშირის ბიუჯეტში და უკმაყოფილება იმით, რომ საჭირო იყო ევროკავშირის ხელმძღვანელებთან საბედისწერო პოლიტიკური გადაწყვეტილებების დელეგირება. ეს ყველაფერი ხომ ჩვენც გველის, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით?
ამ მოცემულობაში იმ ევროკავშირის სურვილებსა და მითითებებზე უნდა იაროს საქართველომ, რომელსაც საკუთარი ეკონომიკის სტაბილიზაცია არ შეუძლია, თუ თავისთვის უნდა გაივაკოს მისთვის მომგებიან ველზე ყოველგვარი “ტაივანსკების”, ლяკებისა” და “ძია სემების” გვერდის ავლით?!
ზურა ოშხერელი