დადგა დრო, საქართველომ დაიწყოს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, დალაგება და რატომაც არა, თუ რუსეთი ჩვენი ახალი სტრატეგიული პარტნიორი გახდება!!!
“მსოფლიო ზღვარზეა და ეს ზღვარი გლობალური ომის არქიტექტორების დამსახურებაა!
‼️
ბევრი, ძალიან ბევრი არასასურველი მოვლენის რეალური მიზეზი გააშიშვლა
რუსეთ – უკრაინის დაპირისპირებამ.
განსაკუთრებით კი გაშიშვლდა სხვადასხვა ქვეყნის უკიდურესი სიღარიბის და პოლიტიკური არამდგრადობის რეალური მიზეზები.
‼️
ვინც მსოფლიო პოლიტიკურ რყევებში ერკვევა და ადრე ამის სხვადასხვა მიზეზებს გვტენიდა,
დღეს უკვე გასაგები გახდა, რომ უკვე რამდენიმე ათწლეული დასავლეთის პროგრესულ ძალებად წოდებული და კარგად შეფუთული-გაპიარებული კოლონიური მართვით განთქმული ძალების,
შეფუთული დემოკრატიის და თავისუფლების გამავრცელებლების სახელით,
რეალურად კი მათი აქტივობა ნებისმიერ ქვეყანაში – იმ ქვეყნის ნგრევით, ომებით, მილიონობით ადამიანის გაუბედურებით სრულდება!!
ომები, რომელიც წარმოებულია თავისუფლების და დემოკრატიის სახელით – საბოლოოდ იმ ქვეყნის ნგრევით სრულდება და მსოფლიო იღებს მორიგ, მესამე კატეგორიაში ჩარჩენილ ან გადაგდებულ ქვეყანას.
ასეთი ბედი ეწევა უკრაინას, თუ საერთოდ დარჩება რუქაზე!
და ვინ იხეირებს ამ.ომით?!
ის, ვინც მილიარდობით იარაღი გაყიდა და ის, ვინც უკრაინას მილიარდობით კრედიტი მისცა, კაბალური და დამანგრეველი პორობებით!
ჰიპოტეტურადაც რომ დავუშვათ, რომ რუსეთი მის პოზიციას დათმობს, უკრაინა და მისი ხალხი ისეთი ჰეგემონის ხელში აღმოჩნდება, როგორც ეს მოხდა ერაყში, ავღანეთში, და როგორც ეს ხდება სამხრეთ ამერიკის და აფრიკის ქვეყნებში.
თუმც სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ნაწილი და აფრიკის ქვეყნებიც ახლა სწორედ რუსეთის დახმარებით ცდილობს თავი დააღწიოს თანამედროვეობის მონობის ახალ სახეს
– თავისუფლების და დემოკრატიის სახელით დადებული ბორკილებს!!!
‼️
გუშინდელი გადაცემაში ვლადიმერ სოლოვიოვმა თქვა, და ვეთანხმები – ვეცდები აზრი გადმოგცეთ;
ყველაფერი იქამდე მიდის რომ, ნაცვლად ესკალაციის შემცირებისა,
ხდება მისი წახალისება და გლობალური ომის არქიტექტორები მსოფლიოში არაერთი კონფლიქტის გაღვივებით ცდილობენ
მესამე მსოფლიო – ატომური ომი – წამოიწყონ!
და რომ ატომური ომის შემთხვევაში
მისი გავრცელების შესაძლებლობა ნულია, ვინაიდან ატომურ გამონაფრქვევს ვერც ერთი დერეფანი და ვერც ერთი საზღვარი ვერ შეაჩერებს!
თუ დღეს მსოფლიო ლიდერებად წოდებულები გონზე არ მოეგებიან,
თავისუფლება და დემოკრატია კი არა, ჯანმრთელი ადამიანი და ჯანმრთელი გარემო გახდება სანატრელი!!!
‼️
მესმის, ჩვენ რომ ვთქვათ, რომ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს, რაშიც უკვე გულწრფელად ეჭვი მეპარება,
მაგრამ მაინც ჩვენ ეს შეგვიძლია ვთქვათ.
აი გამაგებინეთ, ავსტრალიისთვის როგორ შეიძლება რუსეთი საფრთხეს წარმოადგენდეს????
და თუ გლობალური დასავლეთი ჩემი ქვეყნის მეგობარია, ჰეგემონს, აშშ-ს
რატომ უნდა, რომ ჩემი სამშობლო რუსეთთან დაპირისპირებაში შევიდეს და რუკიდან გავქრეთ?!
ოღონდაც არ მითხრათ, რომ ასე არ არის, და ეს სურვილი ახლაც არ წვავთ!!!
‼️
დიახ, ჩვენ იმ მდგომარეობაში ვართ,
როცა ფასი დაგვედო,
გვყავს ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორები;
ჩინეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და
და დადგა დრო, საქართველომ დაიწყოს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, დალაგება და რატომაც არა, თუ რუსეთი ჩვენი ახალი სტრატეგიული პარტნიორი გახდება!!!
უნდა გადაიხედოს ძველი და ნულიდან, ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს ურთიერთობები!
ეს გადახედვა და გაანალიზება განაპირობებს 90-იანი წლებიდან რუსეთში, ისევე როგორც ჩვენთან, ფესვგადგმული ნეოლიბერალური ბრჭყალების მოკვნეტას !!!!!
სწორედ დემოკრატიის სახელით შენიღბულები იდეალურად მოახერხეს ჩვენი და რუსეთის დაპირისპირება!
‼️
მსოფლიო ლამის მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა და მე იმედი მაქვს, რომ აღმოჩნდებიან ჭკვიანი ადამიანები რომლებიც არსებულ იდიოტურ ვაქხანალიას დაშლან და კალაპოტში მოაქცევენ!!!”
წერს ჟურნალისტი ნუკა არველაძე.