საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ორივე ირაკლი მიხედავს საქმეს, თქვენ კი,ფანჩატურში შეიკრიბეთ-შალიკოსთან! – საერთო მედია
მაისი 19, 2024

ორივე ირაკლი მიხედავს საქმეს, თქვენ კი,ფანჩატურში შეიკრიბეთ-შალიკოსთან!

“სამჯერ ვიყავი იმ სპეცჯგუფის წევრი,რომელმაც ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო მისიაში მონაწილე ჩვენს სამხედროებს არჩევნები ჩაუტარა.
წავაგეთ იქ 2016-2018 წწ. არჩევნები.
2020 წელს,ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს კი გამანადგურებელი დარტყმა მივაყენეთ ნაცებს!
მაზარ-ი-შარიფში,ბაგრამის ბაზაზე და ქაბულში სასწაული ხდებოდა.პირადად ვიყავი ქაბულში და ბაგრამის ბაზაზე,ღარიბაშვილის სახელს ფიცულობდნენ სამხედროები.
ჯარში მისი რეფორმები და სწორი პოლიტიკის შედეგი იყო ეს.პატრონი დაინახა სამხედრომ,
ყველაზე მგრძნობიარე მოხელემ.
ადრე დავწერე,ქაბულის ბაზაზე შევესწარი,ჩვენს
სამხედროს რომ გერმანელი ოფიცერი ევაჭრებოდა,
ფეხსაცმელი მომყიდეო.პასუხს არ დავწერ-ცენზურას დავიცავ.
ვიღაც იტყვის,რატომ გაუშვესო.
სხვა ვიღაც-რა,კობახიძემ პარტიაში ვერ გაქაჩაო?
არავინ გაუშვიათ.არჩევნების წინ,პარტია ჩააბარეს.
რა,არ იყო ღარიბაშვილი 2013-2015 წწ. პარტიის თავმჯდომარე? რა გიკვირთ.
კობახიძემ კი,თუ პარტიაში ვერ “გაქაჩა,” მე ვიყავი რომ ვებრძოდი? ვერ დაანებეთ თავი,მადლობა გეთქვათ…
მასაც უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრეს,მთელი
აღმასრულებელი ხელისუფლება.
ორივე ირაკლი მიხედავს საქმეს,
თქვენ კი,ფანჩატურში შეიკრიბეთ-შალიკოსთან!”

წერს მოქალაქე ლაშა გეგეჭკორი.