საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

“აქუვიზია” იხურება-მოსთქვამს მისი ცოლი! – საერთო მედია
აპრილი 19, 2024

“აქუვიზია” იხურება-მოსთქვამს მისი ცოლი!

“აქუს” ტელე-კანტორა საფრთხეშია, მისი “კუხნიდან” ჯანგოს გოდების ხმა ისმის,  ასე იცის უმადურობამ.

ტელეკომპანია “კავკასიას” დამფუძნებელი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” 2014 წლიდან მიზანმიმართულად დაიწყო სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის განადგურება იმისთვის, რომ დამოუკიდებელ მედიას არსებობის პრობლემა შეჰქმნოდა.

მისივე თქმით, თუ პოლიტიკური ცვლილებები არ იქნება, ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის მომავალს ვერ ხედავს.

“ქართული ოცნება” წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა სარეკლამო ბაზრის განადგურებისკენ. იმისთვის, რომ კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედიას არ ეარსება. 2022 წელს იყო ერთგვარი კულმინაცია, როცა ბაზრიდან მორიგი სეგმენტი გავიდა და ეს არ იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი ნაბიჯი, ეს იყო მწყობრი პოლიტიკის შედეგი. ამან დამოუკიდებელი მედიისთვის უმძიმესი შედეგი გამოიღო, კონკრეტულად ჩემი მედია უკიდურესად კრიტიკულ ფინანსურ მდგომარეობაშია და ასეა სხვა ბევრიც. კონკრეტულად ჩემს ტელევიზიაზე ვიტყვი, რომ მაქვს მაუწყებლობის შეწყვეტის საფრთხე, რადგან შემოსავლები აღარ მაქვს. სხვების ბუღალტერია ზუსტად არ ვიცი, თუმცა პრობლემა ყველას აქვს. უბრალოდ ვიღაცას აქვს დამხმარე ბალიში, ვიღაცას – არა. მე ეს არ მაქვს და პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი ტელევიზია ახლა უმძიმეს ფინანსურ ფინანსურ მდგომარეობაში”, – ამბობს ჯანგირაშვილი.

2 ოქტომბერს, “საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ” სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, გასულ წელს, მედიის ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობას დამატებითი საფრთხეები შეექმნა, რაზეც კომპლექსურად იმოქმედა გაუარესებულმა კანონმდებლობამ, ბიზნესგარემოში  გაზრდილმა თვითცენზურამ და მედიაზე გაზრდილმა წნეხმა. მაუწყებლების ისედაც მწირი სარეკლამო  შემოსავლები 2022 წელს 10 მლნ ლარით შემცირდა და 73.6 მლნ ლარი შეადგინა.