საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

“ქონებას ახევდა ბანკირი მამუკა- მამუკა პატიოსანი მევახშე იყო…” – საერთო მედია
მარტი 4, 2024

“ქონებას ახევდა ბანკირი მამუკა- მამუკა პატიოსანი მევახშე იყო…”

მოგეხსენებათ,რომ 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე „თიბისი ბანკის“ დავალიანების გადახდევინების მიზნით 1085 უძრავი ქონების რეალიზაცია განხორციელდა.
აქედან 857 საცხოვრებელი ფართი, 194 მიწის ნაკვეთი და 34 სხვადასხვა ტიპის დანიშნულების უძრავი ქონება იყო.
ისიც მოგეხსენებათ,მამუკა ხაზარაძემ პატივის,
ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო კახა კალაძეს სასამართლოში რომ უჩივლა.
რა სთქვა კალაძემ ახალი,ხაზარაძე რომ ხალხს აუბედურებდა და ბიზნესს ართმევდა-ეს?
ხალხის გაუბედურება არ არის საცხოვრებლის და მიწის ნაკვეთის ვალის სანაცვლოდ გაყიდვა?
ბიზნესია სწორედ,34 სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონება,რომელიც პატიოსანმა მევახშე ხაზარაძემ ვალის სანაცვლოდ წაიღო!
ეტყობა,მისთვის,პატივი საცხოვრებელი ბინა,
ღირსება მიწის ნაკვეთი,
საქმიანი რეპუტაცია კი-სხვადასხვა დანიშნულების უძრავი ქონებაა.

“ქონებას ახევდა ბანკირი მამუკა
მამუკა პატიოსანი მევახშე იყო…”

ბალადა პატიოსან მევახშეზე.
ილფი და პეტროვის “12 სკამის” გავრილიადას მოტივებზე.
©️ლ.გ.

წერს მოქალაქე ლაშა გეგეჭკორი.