საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ზამთარში ოჯახების გარეთ გამოსახლება კატასტროფაა, ჩემს დროს მსგავსი რაღაც არ ხდებოდა – საერთო მედია
მარტი 2, 2024

ზამთარში ოჯახების გარეთ გამოსახლება კატასტროფაა, ჩემს დროს მსგავსი რაღაც არ ხდებოდა

ხანდაზმული თაღლითი, პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ზამთარში ოჯახების გარეთ გამოსახლება არის კატასტროფა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ყველა ქვეყანაში მსგავსი რამ ზამთარში აკრძალულია.

„ყველა ქვეყანაში მსგავსი რამ ზამთარში არის აკრძალული, ეს არის კატასტროფა“, – განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე, თქვენ დროს როგორ ხდებოდა, ხაზარაძემ აღნიშნა: „ჩემს დროს მსგავსი რაღაც არ ხდებოდა და არც ახლა არ ხდება“.

შეგახსენებთ,

„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა იმ უძრავი ქონების ჩამონათვალი, რომელიც „თიბისი ბანკმა“ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მმართველობის პერიოდში გაყიდა ან შეიძინა.

როგორც ირკვევა, 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე „თიბისი ბანკის“ დავალიანების გადახდევინების მიზნით 1085 უძრავი ქონების რეალიზაცია განხორციელდა. აქედან 857 საცხოვრებელი ფართი, 194 მიწის ნაკვეთი და 34 სხვადასხვა ტიპის დანიშნულების უძრავი ქონება იყო.

გაყიდვის გარდა, ბანკმა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აუქციონზე გატანილი 689 უძრავი ქონება შეიძინა. აქედან 598 საცხოვრებელი ფართი, 61 მიწის ნაკვეთი და 30 სხვადასხვა ტიპის დანიშნულების უძრავი ქონება იყო.