საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ეს ჩოილარები ნანის მიადგნენ, კარი აუტალახეს, იმას კიდე რა უნდა ექნა? მაინც ესიამოვნა, თანამოაზრეები ეწვივნენ! – საერთო მედია
მარტი 2, 2024

ეს ჩოილარები ნანის მიადგნენ, კარი აუტალახეს, იმას კიდე რა უნდა ექნა? მაინც ესიამოვნა, თანამოაზრეები ეწვივნენ!

“ყმუილი!
😆
ერთი მეგობარი მყავდა, ქეიფი უყვარდა. სანამ დათვრებოდა, სუფრასთან თვინიერად იჯდა, დათვრებოდა და ეგრევე სიმღერა უნდებოდა. ოღონდ ძალიან ჭკვიანი იყო – იცოდა რა თავისი უნიჭობა, გავიდოდა სადმე მოფარებულში, ჩამოჯდებოდა და ყმუოდა მარტოხელა მგელივით. მოიოხებდა გულსა, ამოიღებდა ჯიგრიდან დარდსა, გადმოაგდებდა ყელში გაჩხერილ პატრიოტულ ბურთსა და დაბრუნდებოდა ხოლმე გაბადრული სუფრასთან.
აი, ის იყო კაცი… იყო რა, ახლაც კარგად არი, ცოცხალია და ალბათ კვლავაც ქეიფობს, მაგრამ ისე მოხდა, ჩემთან აღარ მეგობრობს.
😆
ესენი, სურათზე რომ ხედავთ, კაცები არ არიან!
იმდენი ნამუსიც არ აქვთ, გავიდნენ სადმე მოფარებულში და თავიანთთვის იყმუვლონ. დამდგარან ამოდონა ჩოილარები ესტრადის ვარსკვლავებთან და თან ვიდეოც გადაუღიათ, ქვეყნის მოსახლეობამაც დაგვინახოსო.
ისე, ესტრადის ვარსკვლავები რომ ჩამომსხდარან ფუქსავატებთან და თავს უყადრიან, ეგ კიდე ცალკე თემაა, მანდ უფრო რთულად არი მაგათი საქმე, მაგრამ ამჯერად ხმას არ ვიღებ, როგორც ჩანს, ჰასაკი ვერ უნდა იყოს მთლად სახარბიელო რამე.
🤓
მე ძალიან ბევრ კარგ მუსიკოსსა თუ მომღერალს ვიცნობდი და ვიცნობ – ანზორ ერქომაიშვილით დაწყებული, დავით ქავთარაძით დამთავრებული… როცა ომარ კელაპტრიშვილი ზენიტში იყო, 25 წლის ბიჭი ვიყავი და ყველანაირად მანებივრებდა, ჩემთან სახლში მოდიოდა და სალამურს უკრავდა. ჯემალ ჭკუასელიც უფროსი მეგობარი გახლდათ. ყველას ვერ ჩამოვთვლი, მათთან ერთად სუფრასთანაც ვმჯდარვარ, ახალი წელიც გამიტარებია, ძველი წელიც და სხვა საზეიმო დღეებიც, მაგრამ ისე არ გავბრიყვებულვარ, სადმე მემღერა კი არა, უბრალოდ ღიღინი დამეწყო.
რას ამბობთ?
ეგეთ რამეს გულშიც ვერ გავივლებდი, ეგ ხომ ჩემი მხრიდან დიდი მკრეხელობა იქნებოდა?
მე მხოლოდ ერთი გავაკეთე, ჩემი შვილები ,,მართვეში” გაიზარდნენ და ის, რაც მე არ ვიცი, მათ ვასწავლე.
😆
ესენი, კაცო, ეს ჩუტრუკები?
ამათ ოჟები საერთოდ არ აქვთ.
ჰოეეეეე… მიდი, მოვდივააააარ, ნანი ბრეგვაძესთან ისე იყმუვლებენ, ისე გადავლენ დაუკრეფავში, ოდნავადაც არ შეწითლდებიან.
თუმცა… როცა ხარ კარიკატურა, როცა პოეზიასა თუ პროზაშიც ხარ პრუწუნ-პრუწუნი, შუბლის ძარღვი აღარ არი საჭირო, მიდი და უბერე, ნანი ბრეგვაძესთან კი არა, თუ მოგინდება, ლუჩანო პავაროტისთანაც იყმუვლებ… არც ჭკუა დაგიშლის, არც გონება, არც სინდისი, არც ნამუსი!
😆
მე ამ სურათზე მხოლოდ ერთს ვხედავ: ეს ჩოილარები ნანის მიადგნენ, კარი აუტალახეს, იმას კიდე რა უნდა ექნა? მაინც ესიამოვნა, თანამოაზრეები ეწვივნენ, დაჯდა და დაუკრა, ზრდილობა გამოიჩინა. შეიძლება ისე გაუხარდა, ცასაც ეწია, მაგრამ არ მგონია, ჩუტრუკების ყროყინი ჭკუაში დასჯდომოდა. თუ დაუჯდა კიდე, არც ეგ არი პრობლემა, ისხდნენ და ,,იმღერონ”, მეტი საქმე მაინც აღარ აქვთ!”

წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.