საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ერვანდა და ივროპა – საერთო მედია
ივლისი 21, 2024

 

– ზურაჯან, ნახე, რა ტიხა მოველ? – ისე ჩუმად დამადგა თავზე ერვანდა, სერიოზულად შემეშინდა, მოჩვენება მეგონა.
– ბიჯო, რა ფოკუსებს მიტარებ, ეგ მეჭირვება? – შევაცოდე თავი.
– ნუ, ეგრე უნა! – საჩვენებელი თითი ამიბზიკა უშნო მორიელივით.
– მოვიდა გველების აპოთეოზი, – გამხმარ ფოთლებს ხვეტდა ნანული თავის ეზოში, მაგრამ ისე ხმამაღლა თქვა, მეგონა, ყურში ჩამყვირა.
– აგე, ნახე, ეგ ისევ გოიმად დარჩა, – თვალი ჩამიკრა ერვანდამ.
– ნანულია, რა! – გამეღიმა.
– ტო, უჟე ივროპელები გვქვიან, მაგან კიდე უნდა მაგრე ივრედნოს? – თვალები ააფახულა ერვანდამ.
– მიდი, რა!
– ვა, სადღა მივიდე, უჟე იქა ვარ! სლუში, კლიანუს, თუ მეჯერებოდეს! ტო, მართლა მოგვცეს ისა?
– მოგვცეს, რა გააჭირე საქმე!
– კიდე მე გავაჭირე? საქმის გაჭირება ეხლა ნახე! ეგენი ხო იცი, მაგარი დაცურებულები არიან, ნახე, ეხლა კიდე რა მოგვცენ! სლუში, ნი მაგუ, რა!
– ბიჭო, რა გამიჭირე საქმე, რა გინდა?
– ზურააა, ჩუმად რატომ ხართ, არაფერი მესმის! – გამოგვკივლა ნანულიმ.
– გოგოჯან, ეგეთ ფინთ ხმაზე რათა კნავი, სირცხვილია, მე ივროპეისკი, – გაეპასუხა ერვანდა.
– მანდ არ მომიყვანო, თორემ კნავილს გაჩვენებ! – დაექადნა ნანული. მე და ერვანდამ კმაყოფილებმა გადავხედეთ ერთმანეთს. ისეთი ხაშის სუნი გამოდიოდა მისი სახლიდან, რომელ საათზე ადგა, იმასღა ვარკვევდით.
– სლუში, ზურა, ნიორი არა გაქ?
– მაქვს.
– ვა, ზნაჩიტ, ჯერ არ მოხარშულა, თორე უჟე შემოიტანდა,… ტო, ეხლა რა უნა ვქნათ?
– თურქეთს მივბაძოთ! – ცხადი იყო, რაც აწუხებდა ერვანდას.
– ტო, გავარიატ, ისტარიჩესკი ამბავია. ხო, ნუ, არი! ტო, მეშინიან! აბა, მისმინე: ბლინ, რომელი ივროპელები ჩვენა ვართ?!
– ნუ, ერევანი ცოტა იქითაა, ხუთი საათით აგვიანებთ! – უკბილოდ გავეხუმრე.
– ეგრე იყოს! ვა, ზამთარში უფრო გვიანია, პერევალი ტეხამს! ტო, ისე მოყინავს, ცეპები თუ არა გაქ, ტრუპი ხარ! – გამისერიოზულა ერვანდამ.
– მოვედი! – დაგვადგა დოინჯით ნანული.
– ვა, ახჩიკჯან, მოდი, პაჩი გიქნა, – ისე დაუტკბა ერვანდა, გამიზნული ჩხუბი წარმოვიდგინე.
– გადი იქით, – ხელი ჰკრა ნანულიმ.
– რათ ივრედნები, შე გოიმო, ივროპაში ხარ! არაა, სექტანტი არ კეთდება ივროპად, ვარიანტ ჩკა! – დაასვა ბეჭედი საკუთარ ნათქვამს ერვანდამ და მრავლისმთქმელად გადმომხედა.
– ზურა, უთხარი რამე ამას, თორემ მოვკლავ! – ნანულიც მე მომადგა.
ორივენი ჩემი უსაყვარლესი ადამიანები არიან, ჩემი ბავშვობა, ჩემი ორი იმედი, მაგრამ მეცინება და რა ვქნა?
– გაჩერდით ახლა. არ იჩხუბოთ, თორემ გული გამისკდება, – ამოვღერღე უნიათოდ.
ვითომც აქ არაფერიო, ფეხი ფეხზე არხეინად გადაიდო ერვანდამ და მიამიტი თვალებით მიაშტერდა ნანულის.
– ვაიმე, რა დებილია?! – სიცილი აუტყდა ნანულის. – ზურა, ეხლა ეს სტატუსი რომ მოგვცეს, რა უნდა ვქნათ? – მომიტრიალდა მე.
– იფხანეთ, ცავატანემ, ი სემსოროკ დააყოლეთ! – დაარიგა ერვანდამ.
– რა ვიფხანოთ, ბიჯო, ვერა ხარ, რა! ელემენტარული სერიოზულობა არ შეგიძლია? – დაუტატანა ერვანდას ნანულიმ და აი, მანდ შეცდა.
– იიი! ტოო! ნანულაჯან, ოროსანი იყავი? – იყავი! გაიზარდე, დაბერდი, კიდე ოროსანი რათა ხარ, ცხოვრებამ სკანცამი ამოგარტყა ჩეკი?
– გველო! – ეცა ნანული თმის ამოსაწიწკნად, მაგრამ ასე ადვილი არ არის ერვანდას თავიდან ერთი ღერი თმის ჩამოვარდნაც კი.
– აპიაც “გველი”! გოგო, მთელი პარიჟი იფხანს, ჩემგან რა გინა? დაჟე ისე იფხანებენ, ანგლიასაც მიადეს, ი ეშჩო ყველასა! სლუში, ჩვენც უნა მოგვადონ? პატარა რო ვიყავი, ჩემი მეზობელი როა, “ბედნი ჯემო”, იმან მოგვადო უბანსა. ნუ, მე არ ვიცოდე, ეგ რა სუშესტვა იყო, მაგრამ ფეხები ება, მახსომს – ვა, რა მაგრა იკმინებოდა, – წავიდა წარსულში ერვანდა.
– ზურა, მითარგმნე, რას ამბობს? – ვერაფერი გაიგო ნანულიმ.
– გოგო, ბაღლინჯოზე ლაპარაკობს, მთელი წიოკი რომ არის ატეხილი, – გამეცინა მე.
– რააა? ევროპაში? საფრანგეთში? და ინგლისში? ვაიმეე! – ისეთი რეაქცია გამოხატა ნანულიმ, შემეშინდა.
– ბავშვობაში ტილი ამაღოღდა და თავი გადამპარსეს… რამდენი ვიტირე… არ მინდა ტილი!.. – ისე სერიოზულად მიიღო ნანულიმ ინფორმაცია, შემეცოდა.
– გოგოჯან, გეტყვი რამეს, გველოს იძახი!.. სლუში, რათ ვერა ყალიბდებით მაგ სექტაში? საწყალი პოლიციელები დასწვით, ივროპაში გვინაო, მითამ ისინი არ გიშვებდნენ, ზემელზე ზაპრეტკა მოგაბეს; ეხლა იძახი, ევროპული ტილი არ მინა! მა რა გინა? ივროპული ტილი იგეთია, სუ ივროპულად მოიფხან! ვაა, არ წაიღო ტვინიი… ის ხაში ვერ იხარშება? – მთავარი კითხვა დასვა ერვანდამ.
– ვაიმე, ცუდად ვარ! – სერიოზულად დაფეთდა ნანული.
– ზურაჯან, ეს ცოდოა, წამალი უქნათ, – ისეთი წკრიალა ხმით მითხრა ერვანდამ, თითქოს მაშინღა გამოფრინდა მეცხრე ციდან.
– ზურა, ადამიანურად გამაგებინე, ახლა რა მოხდება, ომი დაიწყება? – ისეთ პანიკაში ჩავარდა ნანული, აღარ ვიცოდი, რა მეთქვა.
– გოგოჯან, ლავროვ ძია გავარიტ, მე ივროპა ხელ არ მიშლის, ნანულა მაინცა მიყვარს, ტაკ ჩტო, ნი ნერვნიჩაი! თუ რამე, აგე, მე და ზურა წავალთ და დაგიცვამთ!
– სად დამიცვამ, შე დეგენერატო!.. არ შემიძლია, მეშინია…… – რაღაც აფორიაქებდა ნანულის.
– ჩემი აშიკა ანბობს: ეხლა გეტირებათ ყოფა! ნუ, მამენტ, იქნებ, არც გეტირებათ – აქ ანბებია, მანდ არ გეობნებიან. ბაზარია აწეული, გავარიატ, რო ეს ას ათი კაცის მაფიაა! ტაკოი მახინჯ არგანიზმ უნა დაინგრეს, ვოტ!
– ერვანდ, ვერ გავიგე…
– რა ვერ გაიგე, ზურაჯან?! უმნი კაცი ხარ – ცოტა მაიცა, რა, რისი სტატუსი მოგვცენ, სუ აღარავის ემახსორებათ!… ვაფშეტა, სტატუსი გაიკეთონ უკანა! ტო, ხო იცი, მაგრა არ მევასებიან ვიღაცები, იმენნა თურქები, მარამ, აბა, კითხე, ის სტატუსი რო აქთ, რა ჩემ ბაბასილად უნათ? ეგრე გვექნება ჩვენაცა! ტო, იმ ტილიამ ივროპას არაფელი აღარა აქ, შეუჭამა ამირიკამ და შიათ, რა! ვაა! შენა რა, არ იცი, იზრაელს რათ უყვარვართ? ტო, იზრაელი რა არი? – მზიანი ჩეჩმა! ჰო, კანეჩნა, დოლარები თუ დამაყარე, მეც კაი ბაგრატიონი გავხდები, მარამ ვიქნები? არავისაც არ უყვარვარ, დაჟე ა ემ ნანულასა, იმიტო, რო სუ სიმართლეს ვამბობ! ეგრე არ ალი? – მიუტრიალდა ჩაფიქრებულ ნანულის.
– მგონი, მართალს ამბობს ეს დეგენერატი, – ისე ჩუმად თქვა ნანულიმ, ძლივს გავიგე.
– აჰა! გავარიტ დეგენერატ, ნო, ვერიტ! გოგოჯან, რაცა არა გაწყობს, ტყვილია? ტაკ ჩტო, გავიხაროთ მინამ ცოცხლები ვართ, რო აღარ ვიქნებით, გვეწყინოს! ნუ, ეგ ცოტა ვერ გამოდის, მაგრამ მაინც ეგრეა, – გაეცინა ერვანდას.
– რაღაცებს მართალს ამბობ, ნაღდს, – ჩამაფიქრა ერვანდას მონოლოგმა.
– ტო, ბოიშვილი ვიყო, ნაფიქრი მაქ! ამ რუსეთსა, სუ არ კიდია, სად წავალთ თუ იმას ფეხებში არ მოვედებით? სლუში, ეგეთი უმნი სასტავი, ეხლა რო ვლასტში გვაბია, გონი არ ქვქონია! ტოო, იმას როგო ვიფიქრებდი, რო ვინმე ამერიკ-ივროპას ეტყოდა, დავაი, ნე სტრაკუიტე, ჩემ საქართველოს მაგრე არ აწყობსო. ვაა, აბალდეტ მოჟნა!
– მორჩა, გადაწყვეტილება მივიღე! – მოულოდნელად იქუხა ნანულიმ და მაგიდაზეც ხელი დაგვირტყა.
– რა ხდება, ნანული? – ეგრევე ვკითხე. ვინმემ ხელი დამირტყას ჩემს მაგიდაზე, ჩემს სახლში, ცოტა არ იყოს, ვერ ავიტან.
– ხაშს დააგვიანდება, მივდივარ ოფისში და ვტოვებ პარტიას! – წამომხტარი ნანული როგორი ასატანია, თან ხაში უდგას გაზზე.
– რა იყო, ბადრი შუბლაძეს მისდევ? თქვენ წყვილი იყავით, ია ჩუვსტვოვალ! – მეც ერვანდასავით გამომივიდა.
– არა! ბადრი ძალიანაც თბილი ბიჭია, მაგრამ მე აღარ მაქვს ატანა! მიშიკო დაიკიდეს; პარტია დაიფშვნა; მე ვინ ვარ, ვეღარ ვიგებ… – ეს ნორმალურია? აღარ მინდა იმ იდიოტებთან! – მცირედიღა ეკლდა ნანულის ისტერიკამდე.
– გოგოჯან, ვინამ გაგაბრაზა? მიშა იქა გყავ, საცა იყო; გრიშა აქა გყავ, რა გაფეთებს? რათა ხართ ეგ სექტანტები ნედარაზუმენიე ხალხი? ის არ მოგწონთ, ეს – არ მოგწონთ, ძეგვის წაბლზე როგო ხართ?! ტო, რანაირი ტვინის ჭმა იციან, ჩაიხვევენ, როგორც რომ “ვესნა”.
– რა “ვესნა”, აფრენ? ბიჭო, რა ქადაგად დაეცი, მეშინია და არ ვთქვა? მშვიდობა იქნება? მეშინია… – დაფეთებული იყო ნანული.
– კი, ნანულაჯან, მშვიდობა იქნება… მინამ ეს ხელისუფლება გვექნება, მშვიდობა იქნება და მერე – არ ვიცი! ნო, “ვესნა” შარვლის ტოტსა ითრემდა.
– დებილი ხარ! აი, გასაღები, უცბად მოვალ, ხაშს მიხედეთ! – მოგვიგდო სახლის გასაღები ნანულიმ და გავარდა.
– ტო, მიყვარს ეს ჩვენი ნანულა, – უსათნოესი გამომეტყველებით მითხრა ერვანდამ.
– მეც, ერვანდ!

ზურა ოშხერელი