საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ხაზარაძე: მე და მელია პარტნიორები ვიქნებით! – საერთო მედია
მარტი 2, 2024

ხაზარაძე: მე და მელია პარტნიორები ვიქნებით!

„ლელოს“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან სტრატეგიულ პარტნიორობას აანონსებს. ხაზარაძის თქმით, მელიასთან კომუნიკაცია აქვს, თუმცა, „რეაქციაში“ არ აკონკრეტებს, რა ფორმით ექნებათ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს წინასაარჩევნოდ კომუნიკაცია.

არანაირი მსგავსი მოლაპარაკება, გარდა მოკითხვისა და ინფორმაციების გაცვლისა მე და ნიკას შორის, არ არსებობს. ერთმანეთს ვეკონტაქტებით, ერთ რამეს გიდასტურებთ, რომ მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები, ეს როგორ იქნება, ამას პირველ რიგში ამომრჩეველს ვკითხავთ, ამოცანა რა გვაქვს – ამოცანა გვაქვს, რომ ეს ხელისუფლება გავისტუმროთ და მოვიყვანოთ კოალიციური მთავრობა.
გაერთიანებაზე რატომ გულისხმობთ, რომ იყოს ერთი პარტია – გაერთიანება შეიძლება ცალ-ცალკე პარტია იყოს და თავიდანვე შევთანხმდეთ, რატომ მოვდივართ. მელია თუ დააფუძნებს თავის პარტიას, ჩვენ ჩვენი პარტია გვაქვს,“ – ამბობს ხაზარაძე.