საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

“ენმ-ში” აურზაური და დაპირისპირება გრძელდება! – საერთო მედია
სექტემბერი 18, 2024

“ენმ-ში” აურზაური და დაპირისპირება გრძელდება!

“ნაციონალური მოძრაობაში” შიდა დაპირისპირება გრძელდება. ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ყოფილ თანაგუნდელებს, ამჯერად პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებენ.

როგორც საკრებულოს დეპუტატები აცხადებენ, მელიას თანაგუნდელებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” ამ დრომდე არ დაუტოვებიათ და მეტიც, პარტიის მოქმედ დეპუტატებს ფრაქციიდან რიცხავენ.

ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა შუშანიას განცხადებით, მელიას გუნდის წევრები ვერ ახერხებენ ფრაქციისთვის სახელის შეცვლას, რისთვისაც ფრაქციის წევრების გარიცხვა სჭირდებათ. შუშანიას თქმით, ყოფილი თანაგუნდელები კანონს არღვევენ და ამ დრომდე ხელფასებს იმ ფრაქციიდან იღებენ, რომელი პარტიის წევრებიც აღარ არიან. ხაბეიშვილის მხარდამჭერები ბრალდებებს უყენებენ მელიას გუნდის იმ წევრებს, რომლებმაც პარტია დატოვეს და ამბობენ, რომ მათ მანდატებიც უნდა დატოვონ. აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” უკვე ყოფილი წევრები, მიზანმიმართულად არ ტოვებენ ფრაქციას, რადგან ხაბეიშვილის მხარდამჭერების გარიცხვას და ფრაქციისთვის სახელის შეცვლას აპირებენ.

“აპირებენ იმ ადამიანების გარიცხვას, ვინც წლებია პარტიაშია. ეს ჩვენი აზრით პოლიტიკური თაღლითობაა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. ეს წესდების და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევაა,” – აცხადებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წევრი გიგა შუშანია.
ოპოზიციური პარტია დღეს ჩოხატაურის ორგანიზაციის სამმა წევრმა დატოვა. სამივე საკრებულოს დეპუტატია.

მიზეზად, არაფორმალური მმართველობა და მენეჯმენტის გადაწყვეტილებები სახელდება.

“შეუძლებელია დარჩე იმ პარტიაში, სადაც განსხვავებული და კრიტიკული აზრი არ არსებობს. უფრო მეტიც, დარჩე იმ პარტიაში, რომელიც მართულია არაფორმალური მმართველობით კვიპროსის კლუბიდან,” – აცხადებს ჩოხატაურის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი ბაჩო ახალაძე.

ნიკა მელიას ფლანგში კი ამბობენ, რომ ფრაქციიდან არავის გაშვებას არ გეგმავენ, თუმცა მას შესაძლოა სახელი შეუცვალონ.

“არავის გარიცვხას არ აპირებენ, ჩაერთონ ისინი ფრაქციის საქმიანობაში და იმუშაონ. ჩვენ რომ გვდომებოდა ბენეფიტების მიღება და თანამდებობდები, მაშინ კვიპროსის კლუბთან ვითანამშრომლებდით. ფრაქციის საქმიანობაში ჩაერთვება ყველა, ბატონ გიგასაც მოუწევს მოსვლა. თუკი არ დაეთანხმებიდან სახელის შეცვლას, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას,” – აცხდებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე.