საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ხაზარაძეზე “სამაზვანეცი” მიშაც არ ყოფილა! – საერთო მედია
ივნისი 16, 2024

ხაზარაძეზე “სამაზვანეცი” მიშაც არ ყოფილა!

“ტაბულას”დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ოფიციალურად თაღლითად შერაცხულ მამუკა ხაზარაძეზე სოც.ქსელში წერს:

“მამუკა ხაზარაძეზე “სამაზვანეცი” მიშაც არ ყოფილა, აღმაშენებელი ვარო რომ დაგვძახოდა.

1000 ლარიანი პენსიის და უნიჭო პლაგიარიზმის იქით რომ პოლიტიკურ შინაარსში ვერ წახვალ და ძველები წადით, ახლები უნდა მოვიდეთ რეალურ ალტერნატივადო – გეპეის კომკავშირის და კომუნისტური პარტიის წარსულით რომ ყვირი – არაადეკვატური ხარ.

(ტიპს ბიძინას გამოგდებული და მის ბოდვით აშლილობებზე ხელმომწერი ყავს უსუფაშვილის სახით პარტიაში, და ახალი ვარ, ძველებო წადითო).”წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.