საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

საქართველოს კულტურის პალატის და ჩემი ოჯახის სახელით, ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს‼️ – საერთო მედია
ივნისი 16, 2024

საქართველოს კულტურის პალატის და ჩემი ოჯახის სახელით, ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს‼️

🎄⛄️🎄⛄️”გვიახლოვდება დიდი დღესასწაული, რომელსაც ყველა განუზომელი იმედით ველით. კიდევ ერთ წელიწადს გადავაგორებთ და ღმერთს მშვიდობას შევთხოვთ ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის‼️🙏‼️♥️

საქართველოს კულტურის პალატის და ჩემი ოჯახის სახელით, ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს‼️♥️♥️♥️
მინდა მთელი გულითა და სულით გისურვოთ ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა,
დიდი წარმატებები და ოცნებების ასრულება თქვენ და თვენს ოჯახებს‼️♥️♥️♥️

რთულ და საინტერესო დროში გვიწევს ცხოვრება.
ეს სერიოზული გამოწვევაა, როგორც თითოეული ჩვენგანისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის, რომელიც ძალას და ენერგიას არ იშურებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის, იმისთვის, რომ მშვიდობიანად განვაგრძოთ ცხოვრება, მუშაობა, შვილებზე ზრუნვა…

თუმცა მავანისთვის, მხოლოდ ქვეყანა ზრახვები რომ ასულდგმულებს, თუ გინდ ჯვარს ეცვი, საშველი მაინც არ არის – ის ერსაც და ბერსაც ერთნაირი მონდომებით ლანძღავს პირადი გამორჩენისთვის:

– რატომ მშვიდობის ქალაქიო⁉️
– სად ხედავთ ეკონომიკურ ზრდასო⁉️
– რას მიქვია სულიერება – რა დროს ეს არისო⁉️

და ასე დაუსრულებლად‼️..
ბობოქრობს მავანი და ისევ აღზევება უნდა, არ ეგუება არც სამართალს, არც კანონს, არც კეთილგონიერებას, არც იმას, თუ რა არის და რა იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის,
ჩვენი შვილებისთვის,
ჩვენი საერთო მომავლისთვის‼️ბობოქრობს მავანი და სახეში დაუფარავად გვახლის, რომ მას ყოველ დროს ყველაფრის – ნებისმიერი უკანონობის ჩადენის უფლება უნდა მიეცეს‼️

– არა მეგობრებო, აღარ იქნება ასე‼️
– ვერ შეარყევთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში‼️
-ჩვენი ქვეყნის სწრაფვას დიდ ევროპულ ოჯახისაკენ‼️
– ვერ შეაჩერებთ ეკონომიკის განვითარებას‼️
– ვერ დაამკვიდრებთ შერჩევით სამართალს‼️
– ვერ აურევთ ტვინს ჩვენს მოქალაქეებს, საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ჩვენს საამაყო ახალგაზრდებს,
ჩვენი ქვეყნის იმედსა და მომავალს,
ლამაზ და ფერად ადამიანებს – განათლება, მეცნიერება, კულტურა და სპორტი, ქართული სული და ევროპული ფასეულობა რომ აირჩიეს მომავლის გზად‼️✊♥️

გვიცავს და გვაძლიერებს ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევა,
რის წინააღმდეგ უძლურია თვით ეშმაკის, მით უმეტეს – მავანთა ეშმაკობა‼️

მშვიდობა და სიყვარული ჩემს სამშობლოს და მთელ სამყაროს 2024წელს‼️
დაე, ჩემი ქალაქის სლოგანი მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ახდენოდეს‼️✊♥️

თქვენც მშვიდობას გისურვებთ მავანნო ბატონებო – აი, რაღაცნაირად რომ არ გიხარიათ არც ერთი პარკი და თეატრი,
არც ქუჩა და შენობა აშენებულ-განახლებული…
დაუნახაობისა და უმადურობის გარსაცმიდან გამოსვლას გისურვებთ 2024-ში და ღრმა ფიქრს, თუ რანი ვიყავით, რანი ვართ ახლა და რა გზას გავდივართ განვითარებისთვის‼️”✊♥️

წერს “კულტურის პალატის” პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი.