საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

მიშა პაკი პუკობს! – საერთო მედია
ივნისი 16, 2024

მსჯავრდებული დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ „სუპერ პაკის“ იდეა უშუალოდ „ნაცმოძრაობას“ ეხება და ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება ნაკლებად მნიშვნელოვანია.

„ოპოზიციის დიდი ნაწილის დამოკიდებულება ამ შემთხვევაში არაა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ეხება უშუალოდ „ნაცმოძრაობას“. ვფიქრობ, რომ ეს იქნება პარტიასა და მის ამომრჩეველს შორის არსებული ვექტორის კიდევ უფრო გამყარების ერთ-ერთი გზა“, – აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი.