საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ვითხოვთ, რომ ,,საზმაუდან” გამობუნძულდეს ყველა მავნებელი ,,ნაცი” და არა მხოლოდ ,,ნაცი” – ,,შმაციც” და ,,გნაციც”. – საერთო მედია
ივნისი 16, 2024

ვითხოვთ, რომ ,,საზმაუდან” გამობუნძულდეს ყველა მავნებელი ,,ნაცი” და არა მხოლოდ ,,ნაცი” – ,,შმაციც” და ,,გნაციც”.

“ბალღი, რომელსაც თქვენ მარცხნივ ხედავთ, გვარწმუნებს, რომ კულტურული სფეროს წარმომადგენლები გორგილაძის გადაცემის დახურვას აპროტესტებენ.
დიახ, კულტურული სფეროს წარმომადგენლებს შეუდგენიათ პეტიცია და ითხოვენ გორგილაძის დატოვებას ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში.
😆
ამ ბალღმა, რომელსაც თქვენ ხედავთ მარცხნივ, არ იცის, რომ არსებობს კულტურის სფერო, და არა კულტურული სფერო.
ისე, მეც ვამბობ, რაღა!
ამ ბალღმა ამდენი საიდან უნდა იცოდეს, ჩაჯვი ასწავლის, შავნოდარა, ინგა დეიდა თუ თავად გორგილაძე?
ჰო, აი, ამიხსენით, ვინ უნდა აუხსნას, ვინ უნდა ასწავლოს, ვინ უნდა შთააგონოს, როცა დამრიგებლებიც მაგარი ბრიყვები ჰყავს?!
😆
და იცით, კიდევ რა თქვა ბალღმა?

ისაო… გორგილაძე დასაჯეს, რადგან იგი აპროტესტებდა რუსულ კანონს, იდგა მარტის აქციებზე და მხარს უჭერდა რეპრესირებულ მწერლებსო.
ცრუობს ბალღი!
რადგან… ბუნებაში არც რუსული კანონი არსებობდა და არსებობს, გორგილაძე კი იდგა ხელისუფლების დამხობის მსურველთა გვერდით!
მეტიც… ბუნებაში არ არსებობდნენ და არც ახლა არსებობენ რეპრესირებული მწერლები, ვისაც გორგილაძე მხარს უჭერდა, ისინი იყვნენ და არიან პარაზიტები.
გამოდის!
,,დაჩაგრული” გორგილაძე არის მატყუარების, პარაზიტებისა და წურბელების დამქაში, მას არ აქვს უფლება, ჩვენი გადასახადების ხარჯზე თან იბაირამოს, თან კიდე ივირეშმაკოს.
გასაგებია?
😆
არა, თქვენთვის კი გასაგებია, მაგრამ ეს ბალღი რამეს გაიგებს?
აქამდე ვერაფერი გაიგო და ახლა, როცა ჩაჯვის კასრშია გამომწყვდეული, რაღა უნდა გაიგოს?

ჩვენ კი… ჩვენ, უკულტურო სფეროს წარმომადგენლები ვითხოვთ, რომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” გამობუნძულდეს ყველა მავნებელი ,,ნაცი” და არა მხოლოდ ,,ნაცი” – ,,შმაციც” და ,,გნაციც”.

გამოსაბუნძულებელი ჯერ კიდევ ბევრია!

ზოგს წითელი თავი აქვს, ზოგს ყვითელი, ზოგს მუქი ლურჯი, ზოგს კიდე საერთოდ არ აქვს არც თავი, არც ნამუსი!
😆
და საერთოდ!

1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს ტელევიზია ქართველი ხალხისთვის გახდა ავი მუსაიფის საშუალება და ჩათლახობის დიდი წყარო.
რა ფეხებად გვინდა ტელევიზია, რომელიც მოღალატეების, გამყიდველების, პროვოკატორებისა და ავანტიურისტების თავშესაფარია?
არავინ არაფერი მასწავლოს, მეც ერთ დროს იქ ვიყავი და ძალიან კარგად ვნახე, რაც შიგნით ხდებოდა.
დიახ, ეს იყო ჯერ კიდევ მაშინ და… წარმოგიდგენიათ, ახლა რა იქნება?
თუმცა, რა საჭიროა წარმოდგენა, ყველაფერი ხომ ხელის გულზე დევს?
დასახური და გასაყიდია ეგ ბოღმის კანტორა, დასახური და გასაყიდი… სჯობს, მან ერთი კაი სახინკლე იყოს, ვიდრე გორგილაძეებისა და პაიჭაძეების თავშესაფარი.
ამბობენ, იანვრიდან მაგ კანტორის დაფინანსება 110 მილიონი ლარი იქნებაო… რაში? ბორდში შეტენილი მავნებლები რომ ვინახოთ და თან აქეთ იბრიქებოდნენ? თან გადატრიალებებს აწყობდნენ?
(ყველას არ ვეხები, იქ არიან კარგი ადამიანებიც, მაგრამ ისინი ამინდს ვერ ქმნიან. როცა ვეკითხები, თქვენთან რა ხდება-მეთქი, თავებს გადააქნევენ და მხრებს აიჩეჩავენ ხოლმე, იქაურობა ,,ნაცებით” არის გაძეძგილიო).
🤓
ჰმ… კულტურული სფეროს წარმომადგენლებმა პეტიცია შეადგინესო.
უკულტურო სფეროს წარმომადგენლებმა რა ვქნათ, რა შევადგინოთ, იხვის ტოლმა?!
😆

წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი