საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ის პოლიტიკა, რასაც დღეს ევროკავშირი აწარმოებს, მალე მას დაშლამდე მიიყვანს! – საერთო მედია
ივნისი 16, 2024

ის პოლიტიკა, რასაც დღეს ევროკავშირი აწარმოებს, მალე მას დაშლამდე მიიყვანს!

 

გვესაუბრება ისტორიის
დოქტორი, პროფესორი
ედიშერ გვენეტაძე:

_ ბატონო ედიშერ, ორბანის ბოიკოტი კვლავ ძალაშია. მისი თქმით, უკრაინა ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა და ევროკავშირი მის სრულფასოვან წევრად მისაღებად მზად არ არის.
_ მოვლენები საინტერესოდ და, ამავდროულად, ტრაგიკულად ვითარდება იმ ევროპისთვის, ვისაც ისეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსები ჰყავდა, როგორებიც ნაპოლეონი, დე გოლი, ჩერჩილი, ტეტჩერი და სხვანი იყვნენ. ევროპის დღევანდელი პოლიტელიტა, უბრალოდ, არარაობაა. მათ შორის ერთ-ერთი მაკრონია, რომლის მმართველობა საფრანგეთის ისტორიაში სამარცხვინო სახელით შევა. ევროპაში ერთადერთი გამორჩეული პიროვნება, რომელიც საკუთარ ხალხზე ზრუნავს და ოკეანისგაღმელების მითითებებს არ ექვემდებარება, ორბანი გახლავთ. იგი ცალსახად ევროპის ინტერესებს გამოხატავს. ევროპას სუვერენიტეტი უნდა ჰქონდეს, რაც დღეს ნულის ქვემოთაა. ორბანმა ყურადღება მეტად მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა: უკრაინა ევროკავშირში თუ გაწევრიანდა, ეს ხომ ევროკავშირის რუსეთთან ომის დაწყებას ნიშნავსო. ნუთუ ამას არავინ უფიქრდება: არც მაკრონი, არც ბორელი, არც ლაიენი… მეორე მხრივ, ორბანმა არაორაზროვნად იკითხა: ვთქვათ, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდა. რა დაემართება ასეთ შემთხვევაში ევროკავშირის აგრარულ სექტორსო?! ანუ, უკრაინა ევროკავშირის სოფლის მეურნეობას მთლიანად წალეკავს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიულ აპარატში აბსოლუტური ბრიყვები სხედან, რომელთაც მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რამ ევალებათ: აიღონ ხელფასი და სახლში მიიტანონ. შორს გათვლილ პერსპექტივაში ევროკავშირის ადგილს ვერ ვხედავ. მეტიც, საბოლოო ჯამში, ის პოლიტიკა, რასაც დღეს ევროკავშირი აწარმოებს, მას მალე დაშლამდე მიიყვანს. ორბანი ევროპაში ერთადერთი ნათელი წერტილია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ იგი საქართველოს მხარდამჭერია. ორბანი მოვლენებს რეალურად აფასებს.
თუმცა, მხოლოდ ორბანი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. წინ ძალიან მძიმე ვითარება გველის. ყურადღება მივაქციოთ შემდეგს: როცა ამერიკის სენატმა უკრაინისთვის დახმარების პაკეტი არ დაამტკიცა, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ბლინკენს ასეთი რამ წამოსცდა, რატომ არ აძლევთ უკრაინას დახმარებას მაშინ, როცა ომის შემდეგ ამერიკის ეკონომიკა გაიზარდაო. უცხოელი ექსპერტების დასკვნის თანახმად, ომის შემდეგ რუსეთის ეკონომიკა 2,7%-ით გაიზარდა, ხოლო ევროკავშირისა _ 1,2%-ით. რაშია საქმე?! ამ ომით ორმა ქვეყანამ _ აშშ-მ და რუსეთმა ისარგებლა, რითაც, ფაქტობრივად, ევროკავშირი იძირება. ვფიქრობ, ეს ომი კიდევ დიდხანს არ დამთავრდება. ვინაიდან აშშ-ის მთავარი ამოცანაა, როგორმე ამ ომით რუსეთი და ევროკავშირი დაასუსტოს, რომელიც მისი ეკონომიკური მოწინააღმდეგეა. ფაქტია, კაპიტალისტი კაპტალისტს არ ინდობს. კაპიტალისტური ქვეყნები ერთმანეთს, უპირველესად, ეკონომიკის განვითარების გამო უპირისპირდებიან. ამიტომ რუსეთ-უკრაინის ომი, ევროპისა და უკრაინის გარდა, ყველას აწყობს. ზელენსკიმ უკრაინა უმძიმეს დღეში ჩააგდო. ეს პროქსი ომია _ სხვა ქვეყნები უკრაინის ხარჯზე გამანადგურებელ ომს აწარმოებენ, რითაც მხოლოდ აშშ და რუსეთი რჩება მოგებული.
_ ბლინკენმა აღნიშნა, რომ თუ უკრაინა ფრონტის ხაზზე დამარცხდება და პუტინი გაიმარჯვებს, მთელი მსოფლიოსთვის “პანდორას ყუთი” გაიხსნებაო.
_ ბლინკენს ერთი რამ კარგად აქვს გააზრებული, ომში რუსეთის გამარჯვება, მთელი დასავლეთის დამარცხებას ნიშნავს. როგორც ჩანს, ბლინკენი გააფრთხილეს, რომ გამარჯვებული რუსი ძალიან საშიშია. უკრაინის მიმართ კრიტიკულად ვსაუბრობ, მაგრამ სულაც არ მინდა, რუსეთმა გაიმარჯვოს. ადვილი შესაძლებელია, გამარჯვების შემდეგ მას ჩვენს მიმართ სხვა პრეტენზიები გაუჩნდეს. მადლობა ღმერთს, ჩვენი ხელისუფლება პრაგმატულად აზროვნებს. მისი და ჩინეთის იმედი მაქვს, რომელსაც დღეს არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო სჭირდება. ჩინეთი სამხრეთ კავკასიაში, სახელდობრ, საქართველოში რუსეთს ძალიან არ გააჯეჯილებს. ფაქტია, რუსეთი ომში გამარჯვებას აღწევს და ეს მაშინ, როცა მის წინააღმდეგ 51 ქვეყანა იბრძვის. საქმე ისაა, რომ რუსეთი ერთ ზედმეტ ნაბიჯსაც არ გადადგამს იმ პოზიციიდან, სადამდეც მისულია. აი, რა იწვევს ბლინკენის აღშფოთებას. ბლინკენებს, ბაიდენებს, რომლებიც ამ ომს წარმართავენ, რუსის ფსიქოლოგიური ბუნება უნდა გაეთვალისწინებინათ: მათ უნდა სცოდნოდათ, რომ რუსეთი ევროპის შუაგულში _ ბერლინში სამჯერ შევიდა. საქმე ისე მიდის, მეოთხედაც შევა. მათ თავის დროზე არ გაითვალისწინეს დასავლეთში მყოფი ჭკვიანი ხალხის რჩევა _ ნატო-ს ასე გაფართოება არ შეიძლება, რუსეთი თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ამას არ მოითმენსო. ამას ამბობდა კისინჯერიც, მაგრამ არ მოუსმინეს.
_ ბატონო ედიშერ, ორბანის გადაწყვეტილება ნიშნავს თუ არა მთლიანად გაფართოების, მათ შორის, საქართველოს დაბლოკვას?
_ საქართველოს ამ არაფრისმთქმელ სტატუსს აუცილებლად მისცემენ, რადგან გეოპოლიტიკური ვითარება საკმაოდ შეცვლილია. ორბანს ვეთანხმები _ მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა უკრაინაა. ამის პირველი ფაქტი გახლავთ ის, რომ უკრაინა წლების განმავლობაში მფარველობდა კორუმპირებულ სააკაშვილს, ადეიშვილს, ლორთქიფანიძეს, საყვარელიძეს. ჩვენი ქვეყნის მძარცველები, ყველა უკრაინამ შეიფარა. მეორე _ თავად უკრაინელები, დასავლეთი აქვეყნებენ ცნობებს იმის შესახებ, რომ უკრაინაში ვაგონებით გაგზავნილი იარაღი დაიკარგა, ასევე, თვითმფრინავებიც. მეტიც, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და აშშ-ის შესაბამისი კომისიის მასალების მიხედვით, ბაიდენის შვილი უკრაინელ მაღალჩინოსნებთან ერთად კორუფციაშია ბრალდებული. ზელენსკის ცოლმა კი ამერიკაში ყოფნის დროს მილიონების საფასური სამკაულები შეიძინა. ასე რომ, ორბანის განცხადებები მოახლოებული საფრთხითაა განპირობებული. ისე ნუ წარმოვიდგენთ, თითქოს ორბანს გათავისებული არ აქვს, რას ნიშნავს რუსეთის გამარჯვება. იგი ყოველთვის სიმართლეს ამბობს და ევროპას მოახლოებული საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ჩნდება კითხვა: სადამდე შეიძლება ეს პროცესი მივიდეს? _ ბირთვულ დაპირისპირებამდე. თუმცა ეს არ მოხდება, მხოლოდ იმიტომ, რომ მმართველ წრეებს აშშ-სა და რუსეთში მილიარდობით ქონება იმისთვის არ დაუგროვებიათ, რომ თავი ასე გაწირონ. ჩემი რწმენით, მათ მოილაპარაკეს, რომ ომიდან რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღონ. ამიტომ ომი დიდხანს გაგრძელდება, უკრაინელი ხალხი კი ყველას ფეხებზე ჰკიდია.
_ შარშან ტრიოდან ამოგვაგდეს და სტატუსის გარეშე დაგვტოვეს. ახლა კი კვლავ ტრიოში მოგვიაზრებენ და ამბობენ, ორბანის ბოიკოტი საქართველოსაც შეეხებაო. რას ემსახურება ეს განცხადებები?
_ ეს ერთადერთ რამეს ემსახურება _ დასავლეთს და მისაქ მყოფ დამქაშებს სურდათ საქართველოში ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეეცვალათ. ამის მაგალითი იყო 7-8 მარტის მოვლენები. დღეს, როცა მსოფლიო გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა, კოლექტიურ დასავლეთს საქართველოში არეულობა აღარ აწყობს. ამიტომ პრეზიდენტის სკამზე დაგდებული ზურაბიშვილის მეთაურობით, მის ირგვლივ შეკრებილ ხროვას დაეგზავნა მესიჯი, რომ ამჟამად საქართველოში გადატრიალება ვერ მოხდება. მსოფლიოში მძიმე ვითარებაა შექმნილი და აქ დესტაბილიზაციის მოწყობამ შეიძლება, კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს. ვიმეორებ, რუსეთი სამხრეთ კავკასიას არ დათმობს. ლავროვმა პირდაპირ განაცხადა: თუ აქ არეულობა დაიწყება, გავიძვიძებთ და დილით რუსეთის ტანკები თავისუფლების მოედანზე დაგვხვდება. და მერე შეიძლება გუბერნიის სტატუსი გაგვიხდეს სახვეწარი. რუსი კი არა, დღეს საერთაშორისო სამართალს აღარავინ ექვემდებარება!
ახლახან აქცია “ჩვენი ხმა ევროპას” გამართეს და ხუთასი კაციც ვერ მოაგროვეს. დროშაც ვერ გაჭიმეს, უამრავი ხელისმოსაკიდი ადგილი ცარიელი დარჩა. დიახ, დასავლეთს არ აწყობს, თორემ 7-8 მარტის მსგავსი მოვლენა უკვე 5-6-ჯერ მაინც გამეორდებოდა. დასავლეთს, აქაური დავალების შემსრულებლებსაც ზურაბიშვილის პრეზიდენტობა აწყობთ, რადგან მომავალი წლის არჩევნებისთვის ემზადებიან. შედეგად, დაიწყებენ ლაპარაკს, რომ ელექტრონულ არჩევნებს ხარვეზები ახლავს. ზურაბიშვილის ფუნქცია კი იქნება, გამოვიდეს და განაცხადოს, საქართველოში არჩევნები გაყალბდაო. ოპოზიცია _ მელია, ხაბეიშვილი, რუსეთის აგენტი ლიაკა ხოშტარია, შარვალჩახდილი გირჩი-ზურაბა ჯაფარიძე, ნომრიანი აგენტი გუბაზ სანიკიძე და სხვები, საქართველოში ხმებს ვერ აიღებენ. კოლექტიურ მეხუთე კოლონას ქართველი კაცი ხმას არ მისცემს. ამიტომ ოპოზიცია დასაღუპად განწირულია. თუმცა დასავლეთის გარკვეული ძალები ზურაბიშვილს და მის ხროვას კოზირად ინახავენ, რათა საჭიროების შემთხვევაში ქვეყანა არიონ. დიდი ალბათობით, ახლა ამისთვის არ ეცლებათ, რადგან 2024 წელს აშშ-შიც არჩევნებია.
ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლები ხაბეიშვილს რომ შეხვდებიან, იქ უკვე ყველაფერი დასრულებულია. აშშ-ის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს. ასევე, არ შეიძლება მაკრონების, კუბილიუსების, კრამონების მსოფლიო პოლიტიკაში ყოფნა. ეს არის საფრთხე, რომ მსოფლიო ცივილიზაცია საერთოდ განადგურდება. ველოდები, რომ ეს საშინელი ძალა _ გლობალური ომის პარტია, იგივე ნეოტროცკისტები, პოლიტიკური არენიდან წავლენ.
მინდა აღვნიშნო, რომ დღეს მმართველი ძალა აბსოლუტურად სწორ საგარეო, საშინაო პოლიტიკას ატარებს. “ქართულ ოცნებას” საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს. ახლა არჩევნები რომ ჩატარდეს, ეს პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს.
ბოლოს ნაცების გაყოფაზეც გეტყვით ორ სიტყვას. “ნაცმოძრაობამ” რაც დათესა, ის მოიმკა. ეს პარტია საბოლოოდ მაშინ დასრულდა, როცა მას სათავეში გაურკვევლი პოლიტიკური წარმომავლობის, უვიცი, გაუნათლებელი ხაბეიშვილი ჩაუდგა. მელიას წასვლამ კი ნაცები დაასამარა. თუმცა, თავად მელიასაც სულ წამოაძახებენ პარლამენტზე განხორციელებულ შეტევას. ისიც გვახსოვს, ვინ შეიწყალა სისხლის სამართლის დამნაშავე. იგი კრიმინალია. მელიამ განაცხადა: ვინც პარლამენტში შევა “პუფი” იქნებაო. ჰოდა, მელიაც “პუფია”, ვინ შემოაჯდება მას კისერზე, თავსა თუ სხვა ორგანოებზე, მალე გაცხადდება. ეს ხალხიც, მელიას თამადობით, აბსოლუტური პოლიტიკური “პუფები” იქნებიან, რაზეც ქართველი ხალხი კი არ ჩამოჯდება, არამედ მათ წიხლებს დაუშენს.

თამარ შველიძე