(ვიდეო)ჩვენი ქვეყნის პოლიტდედაკაცობას დიადი მომავალი უკვე დალაგებული აქვს…
“ცხელი ამბავი!
😆
თინა ძალომ თქვა და ეკა მამიდამ კვერი დაუკრა!
ეხლა უყურეთ, რაშია საქმე:
პირველი – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში სალომე ბაბო გამოვა, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი.
მეორე – გაერთიანებული ოპოზიცია მოაგრიოვებს ხმების იმ რაოდენობას, რომ შეიქმნას კოალიციური ხელისუფლება.
მესამე – კოალიციური ხელისუფლება შემდეგ პღეზიდანად დაამტკიცებს სალომე ბაბოს.
(მომავალ პრეზიდენტს პარლამენტი ამტკიცებს).
რაც მთავარია, თინა ძალო და ეკა მამიდა მიესალმებისნ ამგვარ კონფიგურაციას და ერთობ კმაყოფილნიც კი დარჩებიან, თუკი ასე მოხდება.
მეტიც, ეკა მამიდა აცხადებს, რომ სალომე ბაბოსთან იგი წინა ცხოვრებაშიც თანამებრძოლობდა, ახლაც თანამებრძოლობს და მომავალშიც ითანამებრძოლებს.
რაც შეეხება, თინა ძალოს თანამებრძოლობას, ამ ეტაპზე გაყუჩებულობას ამჯობინებს, არჩევნებამდე საკმაო დროა. პრინციპში, გააჩნია, რა მაყუთი გაიჭრება სალომე ბაბოს ფლანგზე.
😂
როგორც ხედავთ, ჩვენი ქვეყნის პოლიტდედაკაცობას დიადი მომავალი უკვე დალაგებული აქვს… ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?
ახლა გასაგებია, რატომ ებღაუჭება სალომე ბაბო ყველა წყალწაღებულს, დაწყევლილს, ოხერს, მუდრეგსა და ტიალს?!
წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.