ეს ქალი საქართველოს სირცხვილი და თავისმოჭრაა
ამასწინათ ერთმა თქვა: ძალიან გახარებული ვარ, “ნაცი” და “ქოცი” ერთად მესტუმრნენო. ვიღაც გაეპასუხა: რა გიხარია, სიკვდილი და სიღარიბე ერთად მოგდგომიანო.
მხოლოდ სიკვდილი და სიღარიბე კი არა, სირცხვილი და თავის მოჭრაც მათთან ერთად მოგვადგა!
სირცხვილი და თავის მოჭრაა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტად ასეთი ქალი გვყავს!
რატომ უნდა ჰყავდეს საქართველოს (ნებისმიერ ქვეყანას) გაურკვეველი წარმოშობის პრეზიდენტი, რომელიც, ამავდროულად, გამართულად ვერ მეტყველებს ამ ქვეყნის ენაზე და სულაც, ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიც არის, პირველად, ოცი წლის წინათ ნახა. ამ ქვეყნის მენტალიტეტი რომ მისთვის აბსოლუტურად უცხოა, ეს ცალკე საკითხია.
რაგინდ სალახანა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, იმდენი მაინც უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნის ხერხემალი ის სახელმწიფო სამსახურების ერთობაა, რომელსაც ძალოვანი სტრუქტურები ჰქვია.
ესმის, არავის ეგონოს, რომ არ ესმის, მაგრამ გააჩნია, რა შემთხვევაში! სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ არის სალახანაც და ყველაფერი უგვანობაც!
“პოლიციელის მოვალეობა და ვალდებულება არის ქვაკუთხედი, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს უსაფრთხოება, სტაბილურობა, მშვიდობა! მადლობა, რომ ამ პროფესიას ყველაფერი შესწირეთ და სწირავთ _ ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი სამსახური.
თქვენზე დგას მოქალაქეების უფლებების დაცვა და ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე არ არსებობს თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო. თქვენზე დგას ასევე ყველა იმ უსაფრთხოების გაძლიერება, კიბერუსაფრთხოება, ორგანიზებული დანაშაული თუ სხვა გამოწვევები, რომლებიც დღეს მსოფლიოში ესოდენ ძლიერად არის გავრცელებული”… _ სალომე ზურაბიშვილმა კიდევ უფრო ვრცლად და კიდევ მეტი მადლობებით მიულოცა გასულ წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა რგოლს 31 მაისი, პროფესიული დღე, რომელიც შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. ასევე, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები _ მაშასადამე, ლამის მთელი მსოფლიო მყავს მოწმედ, რომ ამ სალახანა ქალმა ასეთი თბილი სიტყვები აფრქვია საქართველოს პოლიციის მისამართით.
წელს, საქართველოს ე.წ. პრეზიდენტმა, სხვა გზა არ ჰქონდა, კვლავ მიულოცა პოლიციელებს პროფესიული დღე: “უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში… მადლობას ვუცხადებ ჩვენს პოლიციელებს ქვეყნის სამსახურისა და თავდადებისთვის”, _ დაწერა საქართველოს ე. წ. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში და დასძინა, რომ შსს-ს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ბრიუსელიდან ულოცავდა. ამ დროს, თბილისში, საზეიმო ღონისძიებაზე ქვეყნის უმაღლეს პირთა და “დაუძინებელი მეგობრების კორპუსი” იმავე განაწესით იყო წარმოდგენილი. რა “გადაუდებელი” და სავალდებულო შეხვედრები ჰქონდა კონკრეტულად ამ დღეს ამ ძაღლთაპირს, იცის ვინმემ? _ უბრალოდ, სამომავლოდ დალაგებულ გეგმას არ მოუხდებოდა პოლიციის მიმართ პროტოკოლით გათვალისწინებული მისი სიტყვები და არ სურდა, კიდევ უფრო მოეჯაყებინა თავი, ამიტომ ბრიუსელში გაიძურწა…
მაინტერესებს: კონკრეტულად იმ დღისთვის უკვე დაკავებული იყო თუ არა ის აგრესიული ყმაწვილი, რომელიც ე. წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესროდა პოლიციელებს და, შესაბამისად, უკვე ცნობილი იყო თუ არა მათი ვინაობა? და თუ იყვნენ, რა პოზიცია ეკავა ამასთან დაკავშირებით ე. წ. პრეზიდენტს? _ რამდენადაც მახსოვს, იგი ვაშინგტონიდან აქეზებდა მარტის ე.წ. აქციების (სახელმწიფო გადატრიალების აგორების მცდელობა) მონაწილეებს, მარტის შემდეგ კი, როგორც დადასტურებულად დადგენილია, აპრილი დგება, შემდეგ კი მაისი მოდის, თვის ბოლო დღე 31 მაისიანად…
ასეთი რამ ხომ მხოლოდ საქართველოში ხდება _ მოქმედი პრეზიდენტი (თან ქალი!) მოუწოდებდეს მოტყუებულსა და გზააბნეულ ახალგაზრდებს, რომ ხელისუფლება დაამხონ…
მაინტერესებს, საქართველოს გარდა, კიდევ სადმე თუ ხდება ის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ამართლებდეს სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას და კონკრეტულად, სამართლდამცავების ცოცხლად დაწვას?
თათარ-მონღოლთა სისხლი აქვს ამ მადამს და ძალიანაც არ მიკვირს, რომ არაჩვეულებრივი სალახანა დიპლომატად ვერ შედგა… მონღოლები საქართველოში პირველად მე-13 საუკუნის 20-იან წლებში გამოჩდნენ და ეს ქალი მთლად “საიუბილეოდ” არ დაგვეცა ჭირად 10 საუკუნის შემდეგ? ცეცხლით, ცხედრებითა და გამორჩენით გააკვირვებ მის უთავმოყვარეო გენეტიკაში ჩაბუდებულ დნმ-ს?
“მას, ვინც საკუთარი ნებით იქცა მხოხავ ჭიაყელად, განა აქვს უფლება, რომ დაიჩივლოს, როცა გაჭყლეტენ?” _ იკითხა იმანუილ კანტმა და კითხვაშივე ჩანდა კატეგორიული პასუხი, მაგრამ ჩვენ ისეთი ჭიაყელა გვყავს, მარტო დაჩივლების უფლება კი არა, კატეგორიული მოთხოვნები აქვს…
არანაირი სურვილი არ მაქვს, აუგად მოვიხსენიო ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, მით უმეტეს _ ქალი, მეც ქალი ვარ, მაგრამ აუგად მოხსენიების მოთხოვნილება თავად აქვს, არ ასვენებს გამჩენი!
ნუთუ აბსოლუტურად არაფერი უტოკავს შუბლსმიღმა?
მე და არა მხოლოდ მე, არაერთ რიგით მოქალაქეს შეგვრცხვა მის ნაცვლად, როდესაც საჯარო ინფორმაცია გავრცელდა, 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულებმა, შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს. ინფორმაცია შს სამინისტრომ გაავრცელა, თორემ სხვაგვარად გამიჭირდებოდა დაჯერება.
უწყების ინფორმაციით, მიმართვის ავტორები ის პოლიციელები არიან, რომლებმაც 7-8 მარტის აქციების მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სხეულის სხვადასხვა მძიმე დაზიანებები მიიღეს, მათ შორის ცეცხლის წაკიდების გამო.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა პრეზიდენტისათვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს.
დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება.
სამართალდამცავები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, შეწყალება ეხებოდეს ლაზარე გრიგორიადისის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, თუმცა, მათ მიაჩნიათ, რომ ეს არ იქნება რიგითი შეწყალება მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, არამედ, ეს იქნება გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა პოლიციელზე თავდასხმის, ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ფაქტების მიმართ ლოალურად არის განწყობილი;
რომ პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული ქმედების შემთხვევაში, ეჭქვეშ დადგება ასეთი კატეგორიის დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტიანობა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეული ძალისხმევა.
საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლები მიმართვის ერთ-ერთ საფუძვლად ასახელებენ იმ გარემოებასაც, რომ 2019 წელს საქართველოს პრეზიდენტმა 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რომელსაც სასამართლოს მიერ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და საპატიმრო ხუთ წელიწადში დატოვა.
დაზარალებული პოლიციელები მართებულად მიიჩნევენ, რომ ეს შეწყალება პოლიციელებზე თავდასხმას ე. წ. მწვანე შუქს აუნთებს, თუმცა, პოლიციელებს აქამდე უნდა გამოეთქვათ ხმამაღალი პროტესტი მაშინ, როდესაც პირველად მიაყენეს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს შეურაცხყოფა.
პოლიცია, როგორც სტრუქტურა არავის უყვარს!
მხოლოდ ერთხელ და გარკვეული დროით შეუყვარდა ხალხს პოლიცია (მილიცია), როდესაც ის ფარად დაუდგა საკუთარ ხალხს 9 აპრილს და სიმპათია გაუჩნდა წელს, როდესაც ადეკვატურად იქცეოდა, არ დააპირისპირა ე. წ. სოდომისტები და ხალხი.
ბუნებრივია, კანონის დამრღვევს ვერაფრით ეყვარება კანონის დამცველი; პოტენციურ დამნაშავეს ვერ ეყვარება მისი გამანეიტრალებელი, მაგრამ ეს საზოგადოების დამცველი სტრუქტურაა და ამიტომ პირადად ჩემი განწყობა ასეთია _ მე მიცავს ჩემი პოლიცია და მე მიყვარს ჩემი დამცველი პოლიცია! _ სხვაგვარი პოლიცია და პოლიციელის მძაგს!
თვით ე. წ. პრეზიდენტი, რომელიც აბსოლუტურად ამოვარდნილია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და მუყაოს ყუათიღა ჰკიდია ქვეყანა საქართველოს კედელზე, ვინ და რამ დააარხეინა პოლიციასთან მიმართებაში, კრიჭაში რატომ უდგას? ვინმემ მაინც ჩასჩურჩულოს ყურში, პოლიციელების მიერ რომ არ ყოფილიყავი დაცული, ორბელიანების სასახლიდან აქამდე ფეხით ეყოლებოდი გამოთრეული იმ ხალხის მასას, “აქ რას მომივარდითო” რომ დააყვირეო…
პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელის შეწყალება თუ შერჩა ხახვივით, მისთვის რა პრობლემაა ცოცხალ პოლიციელებზე თავდამსხმელის შეწყალება?
მე, ერთ რიგით მოქალაქეს, მაია ჭელიძეს, დღემდე არ ამომდის მხედველობითი მეხსიერებიდან, პარლამენტის შენობასთან რკალად შემოვლებულ სამართალდამცველთა რიგებში მყოფ ერთ-ერთ სპეცნაზელს როგორი შეურაცხყოფა მიაყენა ვიგინდარა გრიგოლ ვაშაძემ და შეურაცხყოფილ ვაჟკაცზე იძულებით თავსმოხვეული თმენის ვალდებულება. ამ ყმაწვილის თვალები არ დამინახავს და მისი გულის ძგერა არ გამიგია, მაგრამ მისი იმწამიერი განცდები ისე გადმოვიდა ჩემზე, დღემდე პირჯვარს უნდა იწერდეს ორსახოვანი გრიგოლი, რომ იმ ვაჟკაცის ადგილზე მე არ ვიდექი _ ვეღარ აკრეფდნენ…
ვინ დაამკვიდრა, რომ პოლიციელზე თავდასხმა ჩვეულებრივი ამბავია? ვინ დაამკვიდრა და იმ გახარია-თვალთხარიამ, რომელსაც ეს თიკუნი იმავე გაერთიანებამ მიაკრა, რომელთანაც დღეს ჩაფსკვნილ-ჩამარყუჟებულია. საქართველოს შს სამინისტროში ვირთხად შეპარულმა ბოდიშ-ბოდიშით მოსიარულე გახარიამ შეულახა მუნდირი ყველა პოლიციელს, რადგან ერთმანეთში აღრია თმენის ვალდებულება და მუნდირის დაცვა და შეძლებისდაგვარად, ფეხქვეშ გათელა კანონი პოლიციის შესახებ!
რაგინდ უარყოფით კონტექსტში გავიხსენოთ ივანე მერაბიშვილი, იმას ვერ დავუკარგავთ, რომ საკუთარ ხელქვეითებს, კანონიერად თუ უკანონოდ, კბილებით იცავდა. ხომ წარმოგიდგენიათ, მისი სპეცნაზელისთვის ვინმეს ვაგლახად ხელი რომ შეეხო, სად აღმოჩნდებოდა მისი საგვარეულოს ხელები, ხოლო პოლიციელებისთვის “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელი მხოლოდ თვალხატულა ლაზარესი კი არა, მისი წინაპრების ძვლებიც იფრიალებდა სხვა გალაქტიკაში. შეწყალებაო? ამ სიტყვის დამსველებელი კი არა, გამფიქრებელიც თან მიჰყვებოდა გრიგორიადისების წინაპრების ძვლებს…
ყველანაირი ნორმიდან ამომხტარი ეს ქალი, სახელად სალომე, სტატუსით საქართველოს პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე, ეშმაკზე ეშმაკიც ვერ განჭვრეტს, მაგრამ სერიოზულად მაინტერესებს, ვინ ურჩევს შესაწყალებელთა კანდიდატურებს და რა ნიშნით _ ამაშიც ჩვენი დაუძინებელი მეგობრები ფუთფუთებენ თუ მხოლოდ ადგილობრივი ძღვენიჭამმია ფუნაგორიები?
ყველა შემთხვევაში, ამ ეტაპზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და სასამართლოს ყველამ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, დაადგინოს ან არ დაადგინოს პირის ბრალეულობა.
საქართველოს მოქალაქეები ვიმსახურებთ იმის გაგებას, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც გაბედა და სისრულეში მოიყვანა განზრახვა, ცოცხლად დაეწვა ადამიანი-პოლიციელები.
ცხადია, ეს სამართლებრივი რეაგირებაა და ხალხისთვის დიდად არ აქვს მნიშვნელობა, რომელი უწყება და რომელი ტიკინა ქალი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ხალხზე უკეთ არავინ იცის, რაში ვინ არის დამნაშავე და ვინ ვის რა ესროლა, უბრალოდ, გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით უკმაყოფილების გრძნობაა დარჩენილი: მხოლოდ ერთმა პირმა, აჟიტირებულმა გრიგორიადისმა ესროლა “მოლოტოვის კოქტეილი” პოლიციელებს?!
კი, გრიგორიადისიც ცოცხალად დაწვავდა პოლიციელებს და პაპანდოპულოს ქალიშვილიც იგივეს გაიმეორებს, რადგან პოლიციელის მუნდირი იმ დაბალ ღობედ აქციეს, რომელსაც, როცა გინდა ფქვილს შეაყრი; როცა მოგინდება დამცავ ფარს გამოსტაცებ, ხელკეტს ან ორივეს ერთად და მასვე გადაარტყამ ბეჭებზე; მოესურვება რომელიმე აცეტებულ გოგონას და დემონსტრატიულად უჩვენებს შუა თითს, თან ენასაც გამოუყოფს…
აღუდგინეთ ღირსება ქართველ პოლიციელებს! მე ღირსეული პოლიციელი მიყვარს!.. დავწერე, კი, მაგრამ ვის მივმართო, ადრესატი არ ვიცი…
საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მე, საქართველოს რიგითი მოქალაქე მაია ჭელიძე დავუდგე ადვოკატად საქართველოს პოლიციას?
მთლად შსს-ის ეზოში თუ არა, ყველა პოლიციის განყოფილების წინ ჩემი პატარა სტატუეტი მაინც უნდა იდგეს, რაც მე ამ უწყებას ვიცავდი ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული დღემდე! სრულებით არ ვარ ხუმრობის ხასიათზე, მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენ.
დიახ, როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს, ღირსეული პოლიცია მიყვარს (მაგალითად, ჩემი უბნის) და არა როგორებიც არცთუ იშვიათად, მაგრამ მაინც მხვდებიან ხოლმე (პოლიციაში ჩაბუდებულ პოლიციის სახელის შემლახველ პოლიციელებს ცალკე მივუძღვნი წერილს…)…
შევარდნაძისა და ახლანდელი დრო, გგონიათ, შემთხვევით გადაება ერთმანეთს? აკი ვთქვი, არ ვარ ხუმრობის ხასიათზე-მეთქი!
შევარდნაძის დროს შს მინისტრი კახა თარგამაძე იყო. “რკინის კაცი ჯართში ჩავაბარეთო”, რომელი დაჯგუფება ქირქილებდა?
პასუხი: ე. წ. ახალგაზრდა რეფორმატორები, რომლებიც მაშინ ახლადშეღერებული გოგო-ბიჭები იყვნენ.
ახლა, ამდენი წლის შემდეგ, ვინ არიან ისინი, ვინც გრიგორიადისები შვეს და პოლიციაზე ცეცხლს აკიდებინებენ?
პასუხი: ის “ახალგაზრდა რეფორმატორები”, რომლებიც ახლა გაიზარდნენ და ე. წ. რადიკალური ოპოზიცია დაირქვეს.
კანონმა და კანონიერებამ თავისი საქმე ჩემზე უკეთ იცის, მაგრამ იმ გრიგორიადისებს ზურგსუკან ვინც უდგას, ის რომ უნდა იჯდეს გრიგორიადისის გვერდზე და ლაზარეზე მეტად უნდა აგოს პასუხი, _ ასე სჭრის ჩემი სამართალი. ვიღაც ლაზარე შემსრულებელია, მე დამკვეთს უფრო მკაცრად დავსჯიდი…
ამ ქალთან მორალსა და ეთიკაზე ლაპარაკი იგივეა, რაც მგლის თავზე სახარების კითხვა!
რამდენიმე დღის წინათ, სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას, პატიმრობაში მყოფმა ექს-პრეზიდენტმა “7 ნოემბრის საქმეზე” განაცხადა, რომ 2007 წლის ნოემბრის აქციები რუსეთის მიერ მართული პროცესები და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.
აღნიშნული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იმჟამად ოპოზიციაში მყოფი ამჟამინდელი პრეზიდენტიც გახლდათ. ბუნებრივია, ჟურნალისტმა ჰკითხა აზრი ამ განცხადების შესახებ მოქმედ პრეზიდენტს. გაწიწმატდა სალომე: “შეიძლება, რომ ამდენი წლის მერე, 2012 წლის მერე, დაივიწყოთ თქვენ სააკაშვილი?”
ის, რომ სააკაშვილი არ აღიარებს დანაშაულს და არ ნანობს ჩადენილს, სხვა საკითხია, მაგრამ ზურაბიშვილის რეაქცია? ფაქტობრივად, მას ხელს ადებს წინამორბედი პრეზიდენტი, რომ რუსეთისგან მართული იყო, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა (სხვებთან ერთად) და რატომ სურს ამის დავიწყება, რას ნიშნავს ამგვარი დამოკიდებულება ბრალდებაზე პასუხის სანაცვლოდ? თუმცა, ეს ხომ ის ქალია, რომელიც, თუ მოესურვა, საქართველოს ჯიბრით ასევე უტიფრად გადააბიჯებს საკუთარ ნათქვამ სიტყვებსაც: “არა და არასდროს!”
სალომე რის დავიწყებას გვირჩევს მედიას, სრულებით არ გვაინტერესებს, რადგან, მედიის უმთავრესი ფუნქცია ის არის, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. მედიას სრული უფლება აქვს და ვალდებულიც კი არის, არ დაივიწყოს და არც სხვას დაავიწყოს წარსული!
არაადეკვატურია ეს ქალი!
გავუსწროთ უკრაინასა და მოლდოვას! _ ფაქტობრივად ლოზუნგად გაგვიშალა საქართველოს. რაში უნდა გავუსწროთ ომში მყოფ, გადაბუგულ და უკიდეგანო კორუფციაში ბოლომდე ჩაფლულ უკრაინას? ან, ასევე კორუფციაში ჩაფლულ და გაპარტახებულ მოლდოვას რაში უნდა გავუსწროთ, დსთ-ში რევერანსებით შევიდეთ?
გავიგეთ, რომ ეს “კაშმარ-პრეზიდენტი” საქართველოს ჯიბრით, ლამის ყოველდღიურად ახალ-ახალი სიგიჟეების რეკორდებს ხსნის, მაგრამ პრეზიდენტის სასახლეში “მონათა ბაზარი” რომ გახსნა, ნამდვილად შეუდარებელი ამბავია _ ხელზე მაამბორებელთა ცოცხალი რიგი დაიყენა.
მონა, იძულებიდან გამომდინარე, ვალდებულია, ეამბოროს მონათმფლობელს, მაგრამ მედია რომ გქვია და ვიღაცას სხეულის ნებისმიერ ადგილზე ეამბორები, მედია აღარ ხარ, მონა ხარ! თუმცა, ეს ე. წ. პრეზიდენტი და ეს ე. წ. მედია ხომ ერთნი არიან _ “ეგრეთწოდებულები”. 2018 წლიდან რა არ აკადრეს ამ ქალბატონს დღეს მასთან მისულებმა და დღეს ეს ქალი მათ უღიმის, შევირგე დედის რძესავით თქვენი ნასროლი წუნწუხი და ჩონჩორიკიო.. ამ ქალბატონს ამასობაში სტოკჰოლმის სინდრომიც შეჰყრია…
ამ ყველაფრის ფონზე რაღა გასაკვირია, რომ გამოდის ეს პრეზიდენტისმაგვარი და ყურით მოთრეულ რაღაც პეტიციას ადგენს, უნდა, რამენაირად შეეკვეხოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსქვეშ.
მთელი წელი უკითხავად დაწანწალებდა ოლია მათხოვარივით “ევროპებში” და ვის ეპუტუნებოდა დახურულ კარსმიღმა “ფუჩეჩი, ფუჩეჩიო”, არავინ იცის, ამის გამო შეხტა იმპიჩმენტის ნიჩაბზე და ახლა საკუთარი ვითომ წვლილის “გაიმასქნებაზე” ჩალიჩობს, ევროპის ლიდერებს მიმართავს “დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე” _ ჩვენი ხმა ევროპასო.
ისაო, ევროპელო ლიდერებო, გეაჯებით, მოგვანიჭეთ, რა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიო; ესო, ქართველი ხალხის გამოხატული ნებაა, რომელიც ვერ შეარყია ომმა და ოკუპაციამო; ჩვენო, წარსულით და საერთო ღირებულებით, დიდი ხანია, ერთნი ვართო; საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ბლა, ბლა, ბლაო და ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსსო.
რაო? კონსტიტუციაო?
სალომე ზურაბიშვილმა, ეტყობა, მას შემდეგ გაიგო სიტყვა “კონსტიტუცია” და მისი არსებობა, რაც საქართველოს კონსტიტუციამ ქვემოდან და მარჯვნივ შეაქანა, თორემ, მანამდე რომ სცოდნოდა, როგორ გეკადრებათ, მრავალგზის კი არ დაარღვევდა და ფეხზე კი არ ამოცვამდა ქალამნად…
ჯერ კიდევ საკითხავია, მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს და რა პირობებით. შემდეგ, ევროპაში როგორ არის, ვითომ არ იცის, ამ ევროპელმა ქალბატონმა _ გრიგორიადისებს, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, აღმსარებლობისა თუ ეთნიკური ჯგუფის კუთვნილებისა, როგორ ძუყნიან პოლიციელები “ევროპებში”, თვალი მაინც არ მოუკრავს?
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ქართველი ვარ და არავითარი “მაშასადამე”!
მე ქართველი ვარ, კავკასიელი!
ეს ქალი კი არის “არავინ”, ერთი ჩვეულებრივი ქამელეონი, ქვეყნის სირცხვილი და თავისმოჭრა!
P.შ. სირცხვილია, როდესაც პრეზიდენტი გქვია და მეტიჩრობით შეკერილი ევროკავშირის დროშის გამშლელების საკმარის ხალხს ძლივს გამოიყვან!
მაია ჭელიძე