საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი! – საერთო მედია
სექტემბერი 18, 2024

 

ამ ღვთის გარეგანებს წერა-კითხვისთვის სად სცალიათ, ერთმანეთის ძიძგნაში არიან გართულები, მომავალ წლამდე მე აღარ ვახსენებ და დავემშვიდობო მაინც, სანამ მათი, ყველას ერთად აღებულის კვლავ ამრჩევი 16% ჯერ კიდევ დაკინკილობს.
ნაცსექტის მთავარი სასახლიდან გამომავალი შავი ბოლი უწყვეტად მოედინება… ინაცრება სექტის გული… მიშას უთქვამს, მე თუ არ ვიქნები, ნაცარტუტად ქცეულა ყველაფერი, მე ეგ არ ვინაღვლოო…
ისა და, გოგოებო და ბიჭებო, “პუტინის ოცნება” და “რუსი ოლიგარქი” რომ არ გაამდიდროთ, ბოლო ვინც გახვალთ, შუქი მაინც ჩააქრეთ!
აკაკი ბაქრაძის “მწერლობის მოთვინიერება” გამახსენა ამ ნაცგადარბენამ…
პირველ სექტემბერს პირველად რომ მიმიყვანეს სკოლაში და პირველად დავინახე პირველი მასწავლებელი, ის დღე არასდროს დამავიწყდებაო. მასწავლებელმა პირველი შეკითხვა დაუსვა თურმე კლასს: ბავშვებო, ვინ გიყვართ ყველაზე მეტადო? აჟრიამულებულა კლასი, ვინ დედას გაიძახოდა, ვინ _ მამას. მასწავლებელს თვალები დაუქაჩავს, არ არის სწორიო! ბავშვები შეშინებულან და დაბნეულან, მხოლოდ, ცალკეული გაბედულები წამოძახებდნენ: “ბაბუა”, “და”, “ძმა”… ძარღვებაშლილი მასწავლებელი ოთახში დარბოდა და ცივი ხმით კიოდა: არ არის სწორი! არ არის სწორი! კლასი გარინდულა და თავზარდაცემულები ცახცახებდნენ.
“მასწავლებელი კარგახანს ჩუმად მოგვჩერებოდა, მერე დაცინვით შემოგვხედა და ღვარძლიანი ხმით იკითხა:
_ როგორ, ბავშვებო, თქვენ ლენინი არ გიყვართ?
ამის გაგონება იყო და მთელმა კლასმა დაუფიქრებლად ერთხმად ვიბღავლეთ:
_ გვიყვარს! გვიყვარს! გვიყვარს!”
ჰოდა, აკაკი ბაქრაძის პირველი მასწავლებლისა არ იყოს: თქვენ ჩვენის არაპატივცემულებო, “მიშა ჩამოდი” არ გიყვართ, აღარ გიყვართ თუ არც არასდროს გყვარებიათ, მხოლოდ საკუთარ თავს ხედავდით იმ დაცურებულის ავკაცობებში და საკუთარ ეგოს ასე იკმაყოფილებდით?
სად გარბიხართ, რომ გარბიხართ?
მიშიკოს დემენცია აღარ აქვს, აღარც მილიონ სჩემტა დაავადება, მოწამვლის ნიშნები, გვამური ლაქები, სიყვითლე, პირიდან აცეტონის სუნი, კუჭში გაუვალობა, კიდურების ატროფია და ყველას რა ჩამოთვლის, ის დაავადებები? აღარც რაღაც “ჯიპიდან” ასხივებენ და აღარც ციდან, კაცო?
ამას რა დამავიწყებს: გორის ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტზე რამდენჯერმე იძალადეს უცხოპლანეტური ცივილიზაციის წარმომადგენლებმა. მაგნიტური ტალღები დაშიფრულია და უკვე გადავეცით საელჩოებსო, _ გამოქლიავების დამადასტურებელი შედევრია!
მთლად კარგად გამხდარა და ახლა გარბიხართ?
რა ვიცი, გენაცვათ, “იმერულ ესკიზებში” რომ დაიყვირებს ერთი, “მიცვალებული ადგაო” და ჭირისუფლები და სამძიმარზე მისულები ერთმანეთს ასწრებენ ღობე-ყორეებიდან თავის დამკვრელებიანად, ისე ასწრებენ ერთმანეთს ნაცსექტიდან გაქცევას მამალ-მამალი დედალ-მამალი ნაცები. ისე გამოვარდა ბადრი შუბლაძეც, კინაღამ გრიშა ონიანს გამოედო ფეხებშუა…
რომ ვამბობ, დაცურებულები არიან-მეთქი, არ მეთანხმებით!
ლევან ხაბეიშვილი და მისი მართვის სტილია მიუღებელიო; ჩვენ არავინ გვაგდებს რამედო; განსახვავებული აზრის გამოთქმის უფლება აღარ გვაქვსო; ისაო და ესაო _ მერაბიშვილ-კეზერაშვილი არიან ნაცმოს რეალური მმართველებიო.
გადარევთ ჩვენი გამჩენი ღმერთი!
ბიჯო, აბა, ამ გვრიტივით “ხაბეს” რას ერჩიან? დადის ბიჭი ფართო ღიმილინაკრავი, გულით სურს ყველას გასაჭირის გათავისება; საკუთარ თავზე იღებს მუშტსაც, წიხლსაც და ბუნების სტიქიის დაშოშმინებასაც, ესენი კიდევ გაიძახიან, “ხაბე” გვჩაგრავსო!
“რა მიზეზით ითხოვენ ლევან ხაბეიშვილის გადადგომას, ვერაფრით ავხსენი; რასაც ვხედავ, ის არის, რომ მათთვის მიუღებელია არჩევნების შედეგები _ ეს ფაქტია, მაგრამ ცუდი რა არის, იცით? მზად არიან, პარტია დატოვონ, დაანგრიონ ან დააზარალონ. არც მიშას მოწოდებაზე და მანიფესტზე აქვთ რეაგირება, მორიდება, ხათრიო”, _ წუხს ბადრი მებურიშვილი და მართალია ეს კაცი. აი, ასეთი, დიახ, ასეთი, მხოლოდ ასეთი მწამს ნაც-ფანატი!
ნაცსექტის ხაზინადარი, ნაცსექტის შიდა რისხვა-ხერხემალი და ნაცსექტის მამათაგანი ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილი არის ნაცთა შორის რჩეული და დახეთ, არ უჯერებენ!
“ხაბე-კაცი” ვიღაც გიოს რომ დაბადების დღეს ულოცავდა, ჩემთვის უძვირფასესო და უვაჟკაცესო პატრიოტო ქართველო, ამაყი ვარ შენი განვლილი გზითო, რატომ უნდა დავინტერესებულიყავი, ვინ იყო ადრესატი, როცა ტექსტშივე იკითხებოდა, რომ ვიღაც “ძალიან ნაცი” იყო?
არც იმან მიმიზიდა, ლამის ფიცს რომ აძლევდა, უკომპრომისო ბრძოლაში შევალ რუს ოლიგარქთან და მის რეჟიმთანო. თურმე მწარედ ვცდებოდი!
ისევ თვითონ გამაგებინა, რომ მისი ძმა (ძმა ჰყოლია. შეხედავ, ისეთი თბილი ჰაბიტუსი აქვს, კეთილშობილების განსახიერება გეგონება, სათნო და ბუნჩულა, რომ ენდობი, ისეთი) გიორგი ხაბეიშვილი, თურმე 13 წელი ემსახურა სახელმწიფოს როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაიორი, მიღებული აქვს ჯილდოები და 10 წელი არ ენახა “ხაბეს”. ახლაღა შეხვდა ვაშინგტონში.
ჩავეძიე, რამ დააშორა მოყვარული ძმები ერთმანეთს-მეთქი, თან წლები უკან გადავთვალე და ბიჯოს! 2013 წელს წასულა (თუ გაქცეულა?) საქართველოდან. უფრო ჩავეძიე და _ “იცავდა პრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახს საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად. 10 წელია, იმყოფება “დევნილობაში” და მოწყვეტილია მის მიწა-წყალს”.
ამ ავ ცუგრუმელებს “დიდი ხაბეს” მოსმენა არ უნდათ, მის დაწერილს რატომ წაიკითხავენ, ამიტომ, ვინმემ მაინც ჩასჩურჩულეთ, რომ პეტრე ცისკარიშვილმა ტყუილად არ დაჰკრა ჩაქუჩი _ 2025 წლამდე ნაცსექტის არჩევნები არ იქნება!
ჩურჩულით მაინც გააგებინეთ, რომ “ხაბე” არიოლ-რეშკათი, ან ლოტოტრონში ამოსული კანდიდატურა არ არის, ის ნაცსექტის დიდი მამების დასმულია მათ ნაცვლად, მათი ენა და საქმეა! მორჩილი და ყურმოჭრილი ტიპი-ფუტლიარი ვის დაჰკარგვია, მისი ძმაა ის კაცი, ვისაც მიხეილ სააკაშვილი 13 წელი ანდობდა საკუთარ უსაფრთხოებას და აქ წყდება ყოველგვარი ახსნა-განმარტება, “ბაზარი მოკლე” და დასრულებულია _ მიხეილ სააკაშვილი არასდროს ინტერესდებოდა ვინმეს ინტელექტით, მისთვის მთავარი ყმის ერთგულება იყო!..
მიდი, “ხაბე”, დაღლამდე შეუბერე!
ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი!
საღოლ, “ხაბეს” ძმაო, გიო!
ეჭვი მაქვს, “ხაბე” ნაცსექტის უცვლელი თავმჯდომარე იქნება იმ დრომდე, სანამ მამათაგანი ასე ისურვებს. “ხაბე” ხომ ის ბიჭია, რომელსაც ბედნიერებისთვის მცირედიც ჰკმარა. ეტყვის “უფროსობა”, გეყოფა, ახლაო და ეყოფა; მიდექი კუთხეშიო და მიდგება, ზოგიერთებივით ჯგიმვას კი არ დაიწყებს, ნაცსექტის ბურჯი ვარო.
ეს ვერსია ვისაც არ მოგწონთ, მეორეც მაქვს _ ნაცსექტაში აჩრდილი დადის, აჩრდილი “რუსი ოლიგარქისა!..”
ჩვენი ლევან ლომგული! _ მზად ვარ, დარტყმები საკუთარ თავზე ავიღოო.
გვჯერა, ლომგულ, გვჯერა!
პირადად მე ვინმე ლევან ხაბეიშვილის არსებობის შესახებ მას შემდეგ შევიტყე, როდესაც ერთსა და იმავე ტიპს სხვადასხვა სიტუაციებში ვიღაცები უბაზუნებდნენ ხოლმე ხშირ-ხშირად. მაშინ ვიკითხე, ეს უბედური ვინ არის, სულ ამას რატომ სცემენ-მეთქი? მიპასუხეს, ლევან ხაბეიშვილია, ისეთი როჟაა, ცემას ითხოვსო. ჰოდა, ეჭვგარეშეა, დარტყმებს გაუძლებს კი არა, ერთი-ორი იქნებ, თვითონაც შემოირტყას ჩაროზად.
კაცმა რომ თქვას, ზოგჯერ ისეთს იტყვის, შესაძლოა, მართლა წაგიცდეს ადამიანს ხელ-წიხლი. “ვძლიერდებით, ვიზრდებით და ვემზადებით “რუსული ოცნების” დასამარცხებლად! ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო “რუსულ ოცნებას”, “რუს ოლიგარქ ივანიშვილს”, _ დაახეთქა ამ ჭანჭიკამ, ჩემი აზრით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სავარაუდო მიღებაზე.
ზოგჯერ თავისებურად წაუფრიკინებს კიდეც, მაგრამ არა უშავს, ის ამჯერად იუპიტერის ადგილზეა სექტაში და ეპატიება _ “მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომ პოლიტიკური საბჭო გაფართოვდეს, დღეს საქმით ვუპასუხეთ და 20 ადამიანი დაემატა პოლიტიკურ საბჭოსო”, _ დაარეხვა “ხაბე-გამფართოებელმა” და ტრაპზე ბოლომდე არ იყო აბღოტებული, ყველაზე მნიშვნელოვანი საქალაქო ორგანიზაცია ბავშვების ნაშენი ქვიშის კოშკივით რომ ჩამოეშალა.
“არც იშლებიან, არც მიდიან და არის ჭაობი, რომელსაც არაფერი ეშველება. იმედი მაქვს, მალე აღმოიფხვრება ეს პრობლემა _ არ ვიცი, რანაირად, ან მთლიან “ნაცმოძრაობას” აღმოფხვრის ქართველი ხალხი რამენაირად”, _ საგონებელშია ჩავარდნილი იაგო ხვიჩია, რომელიც ბახმაროს ნიავის ზნეზე ნაკლები არაფრითაა, ხან საიდან უბერავს, ხან _ საიდან.
ყველაზე მეტად მურთაზ ზოდელავას გამოჩენამ გამაკვირვა, კაცი ცოცხალი ყოფილა და მე აღარცკი მახსოვდა. როგორც ნაცსექტელების წესია, მისხალი სინანული არ იკითხებოდა მის სიტყვებში _ ელემენტარული, კოლექტიური დანაშაულის გამო ფასონადაც არ გამოუთქვამს ყალბი მწუხარება, თავისი სათქმელი ჰქონდა და თქვა: ესენი ამოუპირავი კრიმინალ-მილიონერები არიან “კვიპროსის დაჯგუფებიდანო”. ისეთი აზრი დამრჩა, რომ ზოდელავა ძველ ამფსონებზე მხოლოდ ერთი მიზეზის გამოა გაბოროტებული, თვითონ “კრიმინალ-მილიონერთა გაერთიანების” მიღმა “მოტეხეს” და ამის გამო ბოღმა ახრჩობს. სამარცხვინო კაცისებრი! გამომივიდა წესიერი, სუფთა წარსულის მქონე ნაცპროკურორი! ტიპი ისეთ ნაპერწკლებს ყრიდა მზერიდან, უცბად რომ ფურცელი და კალამ-კალმისტარი მიეჩეჩებინა ხელში აზრიან და მოტივირებულ გამომძიებელს, ისეთ და იმდენ აღიარებას ჩამოარაკრაკებდა, გამოსაძიებელი აღარაფერი დარჩებოდა. ფაქტობრივად, სექტის მამებისთვის გასაგებ ენაზე დაიღრინა, კბენამდე ვერ მივიდა, ეტყობა, კბილებსაც უფრთხილდება და ერთხელ ბოძებულ სიცოცხლესაც, არ უნდა, კივას მიეწიოს…
საქვეყნოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე ხელისუფლება ითრევს ფეხს, თორემ აგერ, ნაცსექტამ, ლუსტრაციის კანონიც მიიღო სექტის შიგნით და თავის განაყართან კოჰაბიტაციაც შეწყვიტა!
ე.წ. დასავლეთის წამხედურობით ახლა მაინც მიიღეთ “ფარა”, თქვე კაი ხალხო!
ხომ ცხადი გახდა, რაშია საქმე! იმ დროს, როდესაც ევროკომისია “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონის დაინიცირებას აანონსებს, ეს უბედურ დღეზე დაშლილებში გადაბარგებულები თუ მოქმედი სექტანტები, ვერ ხედავენ საქართველოსთვის მსგავს სტრუქტურებთან თანამშრომლობის ვერც აუცილებლობას და ვერც მიზანშეწონილობას. სექტანტებს საქმე აქვთ, უშნოდ გაწყობილი შაპიტოსავით სექტა თავზე ემხობათ, საკუთარი ხელით დანასაც ხომ არ გამოისვამენ ყანყრატოში, რა დროს 9 და 69 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან თანამშრომლობაა! ხელისუფლებასთან კი არა, ევროკავშირთან აღარ უნდათ არაფერი საერთო _ რა ჯანდაბად უნდათ ასეთი გარუსულებული ევროპა-აშშ-მა ფარა შუწყვიტოთ და ისიც მყისიერად მიეწევა…
ჩიტთამპყრობელისთვის ჩიტს ამბავი მიუტანია, “ნაცსექტას” საარჩევნოდ ობამას საარჩევნო კამპანიის მრჩეველი ჩამოჰყავსო და წუხს, ცუდი ფეხი აქვს, 2012 წელსაც მან დაგეგმა “ნაცსექტის” კამპანია “მეტი სარგებელი ხალხს!”, მისი სლოგანიაო.
“ცუდი ფეხიო!”
ამ რია-რიაში სექტანტებიდან არავინ მიაქცია ყუდარღება, რომ არჩევნების გარეშეც ვიღაც თარსავთ _ თითქოს ერთ ხმაში მღერიან, მაგრამ მეორე ხმა ურევს. სანამ კუნაპეტ ღამეს თეფში არ დავატრიალე ანაფორიანი ნაც-პეტრეების ჩამოსხმული პიტალო სანთლების შუქზე, ვერც მე ვხვდებოდი, რომ “ჭიჭე” ურევს _ სადაც შეეყუდა ყველასგან მიტოვებული ლირივით, ყველგან თარსი ფეხი შეაბიჯა, ნაცმო-შიც კი. ამას ისიც ერთვის, რომ “ხაბესთან” ვერ თანხმდება ნაცსექტის პროცენტებზე, ერთი, 16-ს მინუს 1 და კიდევ მინუს 2%-ს გაიძახის და მეორეს _ 40% დაუჩემებია, ეტყობა, გონებრივი აღმაშენებლური სტატეგია აქვს ასეთი პრინციპული.
აშშ-ში მყოფ “ხაბეს” არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას რომ უთხრეს, იქ პარტია გეფშვნება, იქ უნდა მოგცენ ხმები, აქ რას დაბორიალობ, შენ ჩემის “ქურქუმელ ვაითოო”, “კეზერას” ნაბოძები ახალთახალი ქინდრები გადმოყარა. რა უნდა ეთქვა, ვიცი, მაგრამ ეგრეა საჭიროო?
კაცმა რომ ეჭვები და პოლიტფანდები გამორიცხოს, ხომ შეიძლება, რომ მართლაც დაჯირაზე რეცხენ სექტას, ნაღდები დარჩებათ ოქროდ, ქვიშას დროების წყალი წაიღებს…
შავი დღე, შავი პარასკევი და შავი დრო ერთდროულად დაუდგათ ნაცსექტანტებს. ისე ჩამოფასდნენ, “რუსული რეკომენდაციაას” ყვირილის ნაცვლად, ლამის ტირილი დაიწყეს ევროკომისიის რეკომენდაციის გამო, რომ საკითხი _ “იურიდიულ პირებს აღარ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობა, დეოლიგარქიზაციის ფორმატში უნდა დარეგულირდეს.”
მოკვდა ხალხი ინტერესით _ მთლად ჯღანი მანქანა რომ იყოს, დაშლილებში სიხარულით იბარებენ და ამ ნაცდაშლილებს სადღა იბარებენ სიხარულითო?
როგორც დატრიალებულმა თეფშმა მითხრა, “ხაბეს” გამო აჯანყებულები პარტიულ მანდატებს არ ტოვებენ, დამოუკიდებელ დეპუტატებად რჩებიან; პარტიას კი არ ღალატობენ, უბრალოდ, კეზერაშვილ-მერაბიშვილის ფორმალური მმართველობის სტილი არ მოსწონთ; მათ, ვინც პარტიიდან წავიდნენ, რეალურად 9 თვის წინათ “დაახვიეს” ეს, უბრალოდ, პერფორმანსია, თორემ გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათო…
ვინ საით დაახვევს, რა მნიშვნელობა აქვს, თავისი ნაცსექტური მძიმე და სამარცხვინო წარსული ხომ ყველგან თან გაჰყვება დაღად…
ვინ სად მიდის, რას გაიგებ, ჩემო ოლღა, მაგრამ მელია თურმე წარსულს ტოვებს და წინ მიდის, მომავლისკენ _ ქმნის პარტიას, რომელსაც ივანიშვილის დამარცხების ამბიცია ექნება. რანაირად ქმნის ახალ პარტიას, როდესაც იგივე სახეები და იგივე იდეოლოგია აქვს, სიახლე რაშია, კეზერაშვილს რომ პირდაპირ და ღიად აყრის ქოქოლას?
ყველა შემთხვევაში, მელიკო, მომავლის ავტობუსში წინ დაჯექი, პირველი ჩახვალ!
კრივის მსხლად დანიშნული “ქურქუმალ ვაითი” რომ დააპანჩურებს დაშლილი პარტიიდან, მაგ ბეგრაუნდით, სირცხვილით, ნიკანორ მელია ზოოპარკის გაქუცულ მელიასთანაც კი ვერ უნდა ბლატაობდეს და რა ენას იქავებს, ნეტავ, რა რჯის, ვისი და რისი იმედი აქვს?
ესენი, ყველანი, კოვიდზე კი არა, სირცხვილზე აცრეს, მგონი…
გაუქმდეს “ნაცმოძრაობაო”. რაღა ჯანდაბა გაუქმდეს, მკივანა ბოკუჩავა თინათინი, გაჭყლეტილი ეკა, ბურატინო სათენიკა თუ მაიმუნის ჩუტყვავილა ანიკო? “ხაბე” განტევების ვაცად აიღეს და გაიფინეს, თორემ ერთმანეთს ისე ვეღარ იტანენ, მიშას მავზოლეუმში რომ მიშას მირონმდინარი მაისურია დასვენებული, მისგან გამოდენილი ნაჟურის ცხებაც ვეღარ უშველით…
არა, ნუ, ისეთს იტყვიან, გადაგრევენ კაცს!
პარტიული მენეჯმენტი არ გვივარგოდა და ამიტომაც დავტოვეთ მშობლიური პარტიაო, _ ასე ამართლებენ საკუთარ გადარბენას ნაცსექტიდან განდგომილი სტაჟიანი ნაცები.
ცნობილი ნამდვილი ამბავია: თბილისის ერთ-ერთ სკოლაში შინაბერა მასწავლებელი ყოფილა, რომელსაც უფროსკლასელებმა დაფაზე ფალოსი დაუხატეს. გაბრაზებულს დირექტორი მიუყვანია, ნახეთ, ბატონო დირექტორო, თვითმფრინავი დამიხატეს ამ საძაგლებმაო. დირექტორს შეფიქრიანებულს უკითხავს: ქალბატონო იმანო, მაშასადამე, თქვენ არც თვითმფრინავი გინახავთო?
ასეა ამათი საქმეც, ამ ბავშვების დახატული ნაცსექტანტური თვითმფრინავებისა _ არც ის იციან, პარტია რა არის და არც მენეჯმენტი სცოდიათ, რა არის…

ზურა ოშხერელი