საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

დრო გეწურება, სალომე ბაბო, აღმა-დაღმა კი ნუ დაყიალობ, ,,კლეჩატ პრავიზონკაში” საჭირო ნივთები ჩაალაგე და ჰაიდა, ,,ჩერეზ” კობახჩო – საერთო მედია
ივლისი 21, 2024

დრო გეწურება, სალომე ბაბო, აღმა-დაღმა კი ნუ დაყიალობ, ,,კლეჩატ პრავიზონკაში” საჭირო ნივთები ჩაალაგე და ჰაიდა, ,,ჩერეზ” კობახჩო

თავიდან მეგონა, სანაპიროზე ახალი აუზი გაუხსნიათ-მეთქი!
😆
თან ისეთი შეგრძნება დამეუფლა, სადაცაა ფიცარნაგზე სალომე ბაბო გამოვა, კამარას შეკრავს, ქოშებს უკუღმა აჰყრის და ლივლივა წყალში ტყაპანს გაადენს, შემდეგ კი სალომე ბაბოს გიგაური, ლომჯარია, პატარაია, ჭიჭიკო, პატიკო, ლიაკა და სხვებიც მიჰყვებიან-მეთქი.
სულო ცოდვილო… ერთ ხანობას ისიც მეგონა, ფიცარნაგზე გირჩი ზურაბაც გამოვარდება, შარვალს ჩაიხდის და აუზში ისიც ტყაპანს გაადენს-მეთქი.
😆
რაკი ჩემი ეჭვები არ გამართლდა, ვიფიქრე, ეს საცურაო აუზი კი არა, თავზსაშენი მეურნეობაა, თან ყვითელი რაღაცებიც დაცურავენ, ეტყობა, ახალი ჯიშის თევზი გაუშვეს-მეთქი.

მერე მითხრეს, ეგ არც საცურაო აუზია, არც თევზსაშენი ტბორი, ევროკავშირის გიგანტური დროშაა, სალომე ბაბო თავის ,,პადელნიკებთან” ერთად ევროპისკენ გზავნილებს უშვებსო.
რა გზავნილებს უშვებს-მეთქი?
ნუუუ… როგორ გითხრათ, უშვებს და ეგ არიო.
კაცო, კი უშვებს, მაგრამ რას უშვებს, არ უნდა იცოდეთ-მეთქი?
წუხელ სალობიეში იყო და უშვებს, მაინც და მაინც ყველაფერი უნდა დაგიკონკრეტოთო?
აააა… წამდაუწუმ რო იძახიან ხოლმე, გზავნილებიო, ეგ არი-მეთქი?
ეგ არიო.
😆
სუ ეგა ხარ, სალომე ბაბო?
ჰა, სუ ეგა ხარ?
მეტი არა?
რავი, იმდენი ხალხი დაგიდიოდა სასახლეში, იმდენ ,,ინტელიგენტსა” და იმდენ ,,მოღვაწეს” ეგურგურებოდი, ვფიქრობდი, აქეთ გორას რომ წიხლსა ჰკრამს, იქით გორასა ძვრას უზამს-მეთქი.
პრინციპში, ამას წინებზე ისიც დაგიწერე, ეგ ის ხალხი არ არი, ბრძოლის ველზე რომ წამოგყვება, ეგენი ,,ქართულ ოცნებაზე” არიან დაბოღმილები და შენთან გამოჩენით გულებს იფხანენ-მეთქი.
აგიხდა?
ჰოდა, იყავი ეხლა გიგაურებთან, ლომჯარიებთან, პატარაიებთან და რავი, რომელი ერთი ჩამოვთვალო?
იყავით ერთად და აფრიალეთ უაზროდ გიგანტური დროშები, თქვე მასხარებო!
😆
ისე, რაც შენ ფული გახარჯეთ წლების განმავლობაში (კიდევ ერთი წელიწადი უნდა გახარჯოთ), მაგ ფულით უამრავ აუზს, თევზსაშენ მეურნეობას, ფერმას და სათბურს გავხსნიდით.
საერთოდ, რა საჭიროა პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ ნაცარს ქექავს და ტლაპოში ფორთხავს?
ჩავატაროთ რეფერენდუმი, საქართველოს მოსახლეობის 99% იტყვის, რომ უსაქმური სარდალი არავის სჭირდება!

ეგ არი!
“დრო გეწურება, სალომე ბაბო, აღმა-დაღმა კი ნუ დაყიალობ, ,,კლეჩატ პრავიზონკაში” საჭირო ნივთები ჩაალაგე და ჰაიდა, ,,ჩერეზ” კობახჩო.
😆
ქართველი ხალხი კი მაშინ იზეიმებს, როცა საჭირო იქნება!”

წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი