საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

წინ მელია, უკან – “ხაბე” – საერთო მედია
სექტემბერი 18, 2024

 

ვუყურებ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და საკუთარ თავში ვმაღლდები, ნამდვილად გენიოსი ვარ, უბრალოდ, არავინ მიცნობს. ჯერ კიდევ წინა საუკუნის მიწურულს ვთქვი, რომ ესენი (გუშინდელი მოქკავშირელები, შემდეგ “ახალგაზრდა რეფორმატორები”, ამჟამად “რადიკალური ოპოზიცია”), გაგებაში არ იყვნენ, რა უნდოდათ და რატომ. ერთი ენერგიული ჭყლოპინა აყლაყუდა გამოხტა, უსაქმურები აიდევნა და მიმდევრებად გაიხადა, ერთი კაცის მიმდევრები კი ჩვეულებრივი სექტაა.
ბიჯოოო, რა მაგრად ურიკინებენ!
სექტაში ერთი ჰყავთ, კარგი ტიპია, მუდმივად ბოთლით ხელში, ერთხელ რომ დალია, მის შემდეგ მუდამ “პახმელიაზე” გამოდის, ჯო ბაიდენივით სხვა სამყაროში აქვს კონტაქტები. არაფერს ვერჩი, მაგრამ კაცმა თქვა და როგორ დავუკარგო, მიშა ერთ-ერთი მამათაგანიაო. კი, გია, გენაცვალე, თქვენი მამათაგანია და დაუჯერეთ! ისე, მაგასაც ჰყავს მამათაგანები, მაგრამ მხოლოდ თემურ ბიძიას უჯერებს…
მასე, ადამიანთა ერთ ჯგუფს მეფეც ჰყავს, მაგრამ კი არ ვუშლით ვინმეს მის მიერ ნასროლი ხილ-ბოსტნეულისთვის თავის შეშვერას. რატომ უნდა დავუშალოთ, აგერ, მეფე წინ ნიკოლოზის ნასროლმა პამიდორმა, თურმე ბავშვი გაუჩინა მის მიმდევარ წყვილს (ღმერთმა გაუზარდოთ!)…
ამათი მიშა პამიდვრებს არ ისვრის, სხვა ყველაფერი ნასროლი აქვს, მაგრამ მამათაგან უმამესია, თავისი სექტისთვის მამათაგანი და პატარა ანგელოზებისთვის _ მამა.
მიუხედავად იმისა, რომ მის მუზეუმში მისი მირონმდინარე მაისური ასვენია თუ ჩამოპრწიალებულია, ის მაინც მიწიერ მამობას არჩევს და მოითხოვს, რომ მისი სახით შვილებს მამა დაუბრუნონ, მოსწყინდა კარცერ-პალატაში. მთლად მხოლოდ მოწყენაც არ დაემართა, ციხეში გადაყვანა ეზმანება და ქადაგად დაეცა, სალომე ზურაბიშვილს ლამის უკანალზე აკოცოს მთელმა სექტამ, ოღონდ შეიწყალოს…
დროდადრო წამოუფრიკინებს ხოლმე და ისეთს დაახეთქებს… იმავე სალომეს კბენს, მაგრამ ეგ არაფერია, სალომესთვის სულ ერთია, რუსეთის აგენტს დაუძახებენ, თუ მეხრის ვარსკვლავისას, მთავარია რომ საამაყოდ აქვს აგენტის სტატუსი. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს…
ამჯერად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 11 პუნქტი _ 23 ნოემბრის მანიფესტი: “რუსი ოლიგარქი ან საქართველო _ ტოტალური შეტევა სისტემაზე”, გამოაცხო ორმოცდაავადებაგადატანილმა ფენიქს-მამა მიხეილმა და საოცრებათა პალატიდან ისროლა აღსასრულებლად. გარეთ ჟრიამული გაუდიოდათ, “ვარდების რევოლუციის” ოცი წლისთავი გვაქვსო, მაგრამ მანიფესტთავზედაცემულები მთლად მხიარულებს არ ჰგავდნენ _ ისეთი სახეები ჰქონდათ, თითქოს “ზალაში” იწვნენ.
22 წელია, რაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არსებობს, რამაც ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ პარტიად გვაქციაო; დროა, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ძველი ფუნდამენტით ახლებური პოლიტიკა აკეთოსო”, _ მანიფესტ-ღაღადში სთქვა მამათაგანმან.
რა ფუნდამენტი და ლიბო, 2003 წლისთვის რაც ჩაუბეჭდეს ტვინში მამა-ვაცს და მამა-ვაცმა თავის მხრივ, საკუთარ მიმდევრებს ლამ-კირით. ამ გაჭირვებულებს ისე ჩაეკირათ, ბარგალკა ვერ გადაუჭრით, პნევმატური ჩაქუჩი ვერ დაუმტვრევთ და მარნეულში რომ ჰასანა ჯადობაზია, ისიც კი უძლურია ამ საქმეში. _ კი, მამათაგანო, ისეთი ფუნდამენტი გაქვთ, ნაფ-ნაფს შეშურდება! – ისე გარბიან სექტიდან მამალი ნაციონალები, ქუსლებს კეფაში ირტყამენ…
იმ გინესის სარეკორდო წიგნში შესაყვან “ვივამედში” ამ პატივცემულ მამათაგანს გარედან ინფორმაცია არ შესდის, თუ როგორ არის საქმე? არავინ ეუბნება, ისეთი ამბავია შენს პარტიაში, რა დროს შენი მამობაა, დედას შვილი აღარ აჰყავს ხელშიო?
ისეთი ამბები ტრიალებს რეალში თუ კვიპროს-ტელევიზიებში, მეტ-ნაკლებად ჭკუადამჯდარი კაცი ეჭვს შეიტანს მათ ჯანმრთელობაში _ ჯერ ერთი, კაცი ისე ვერ აურჩევიათ პარტიის თავჯდომარედ და შემდეგ, ერთი მელია ისე ვერ გაურიცხავთ პარტიიდან, ქვეყანა რომ არ შეჰყარონ და ერთმანეთს დედის ჟრიამული არ აუტეხონ. ამათ სცენარებს ვინ უწერს, “კომედი შოუს” სცენარისტები?
რა “ხაბე” და რა მელია, თვით მიშა ვეღარ მიშობს. უმიშაოდ დარჩენილი მიშა შეგვრჩა…
რა თქმა უნდა, მოგვიწევს სერიალ “წინ მელია, უკან ხაბეს” ყურება და, შესაბამისად, მზესუჭვრიტას მომარაგება ბატი-ბუტთან ერთად, მაგრამ მაინც ვწუხვარ ნაცსექტაზე, _ ყველა ფრთას ერთად ამომრჩეველთა ხმების 20% თუ ჰქონდა, რომ გაიყოფიან, რამდენი რამდენზე დარჩებათ? კი, ადრე განაყარი სხვებიც იგივენი არიან, მაგრამ ახლა ისინიც პოპკორნით არიან მომარაგებულები, ძალიანაც მოსწონთ სექტის შიგნით “ძიძგი, ძიძგი მამალოს” ყურება. “ყოფილი ნაციონალი” ისეთივე უიმედო განსაზღვრებაა, როგორიც მენტალურად “ყოფილი ბოზი” და “ყოფილი კგბ-შნიკი”.
მოკლედ რომ ვთქვათ, ამ დროისთვის, როდესაც შთამომავლობას ვუტოვებ ნაცსექტის ჟამთააღწერას, რვა რეგიონის საკრებულოს ფრაქციის წევრებმა ნაცსექტიდან ლევან ხაბეიშვილს, კულტურულად რომ ვთქვათ, გადადგომისკენ მოუწოდეს, ნატურში კი, მოუწოდეს კი არა, თავზე დაახურეს ყველა მისიანი, ვინც ხელთ მოხვდათ, გარდაცვლილი, ცოცხალი თუ ცოცხალმკვდარი. ეგაო, კვიპროსიდან იმართებაო; განსხვავებული აზრის გამოხატვის უფლება აღარ გვაქვსო; ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხებაო; ასე, პარტია დაშლისკენ მიჰყავთო; 2024 წლის არჩევნებზე რა რესურსი გვექნება ხელოვნურად გაზრდილი პოლიტსაბჭოთიო… _ კაი, კაცო!
საწყალი “ხაბე”, ათი თვეა, ხარობს, მეც კაცი ვარო, მაგრამ ვინ აცდის “კაცობანათი” ბოლომდე გახარებას… აქეთ კიდევ ჟურნალისტებმა გააფარჩაკეს,…მაგრამ “ხაბეს” ისეთი პატრონი ჰყავს, ერთი თოფი კი არა, ერთი ზარბაზანიც აქვს გადამალული, ისეთი, კვიპროსიდან პირდაპირ თბილისის აეროპორტის ტრასას რომ ებმის. ჭკვიანი აღმოჩნდა ტიპი, “რა იცი, რა ხდებას” ვარიანტში ყველაფერი გათვლილი აქვს…
მაინც ვერ გავიგე, მელია ნაცსკოლიდან გარიცხეს თუ საშემოდგომო გამოჰყვა? პრინციპში, ქუჩიდან აიყვანეს სექტაში და ისევ ქუჩაში მოისვრიან, რა პრობლემაა, მაგრამ ისე არ დაუდგეს მოცემულობა, ქე რომ არც იქინე აღარ უნდათ ხოლმე და არც აქანე ღებულობენ იქინე ნამყოფს…
ცოცხალმკვდარზე გამახსენდა _ ეს ჩვენის ტვინჩაკირულები იმასაც ვერ ხედავენ, რომ საითაც გაიქცნენ, იქ წაიქცნენ, თვით საკუთარ პარტიაშიც კი გორაობენ?
რა დაცურებული სექტაა, საკუთარი პარტიის თავმჯდომარე ვერ გადაუყენებიათ და ხელისუფების გადაყენება ესიზმრებათ…
რჩევა მაქვს მათთვის: დააინტერესონ ნაცსექტის თავმჯდომარის პოსტით საქართველოს “დაუძინებელი მეგობრები”, აშშ-ის ელჩი, ურსულები და იქნებ, “კეზერას” თოჯინა-ხაბე როგორღაც გადააყენონ კიდეც… ელემენტარულია, ესროლონ “მოლოტოვის კოქტეილი” “კეზერას”, ან პირდაპირ “ხაბეს”. ნუ, მთლად დიდი ზომის ნუ იქნება, მხოლოდ იმხელა, რომ ამოწვას სადმე, თურმანიძის მალამოს (ან “კოლხურის”) ერთმა წაცხებამ რომ უშველოს…
პეტრე ცისკარიშვილმა მამლის ცისკრის ყივილივით დააყიყლიყოვა მთელ სექტას: ენმ-ში თავმჯდომარის არჩევნები 2025 წლამდე არ ჩატარდება!
გადაირია ნაცსექტა, აბა, რაი ვქნათ, რაი, ამ ჩვენის გამოიმასქნებულს რომ ვუყუროთ მანამდე, ჩვენც გამოიმასვიქნებითო.
_ ახალი სისხლი! _ იხუვლა “ხაბემ” და საიდანღაც ამოქექა 20 ახალშობილი ნაცი _ დედა, ლა ვუკო ლააა…
ფაქტობრივად, პეტრე ცისკარიშვილმა ნაცსექტის მოსამართლის მანტია მოირგო და ჩაქუჩის ერთი დარტყმით გადაუწყვიტა მხარეებს. “ხაბეს” _ წიხლ-მუშტის მოსახვედრ მანძილზე არ მიუახლოვდეს მელიას; მელიას _ დაივიწყოს ნაცსექტის დიად ტაძართან მისასვლელი გზა!
ისე, წინ რომ ტანმორჩილი “ხაბე” გარბოდეს და უკან ოქლაქი მელია მისდევდეს დასათეთქვად, შიშს დიდ თვალებთან ერთად გრძელი ფეხებიც აქვს და ნეტავ, მელია დაეწევა? ვთქვათ, დაეწია, მოსდებს ყბაში და გააფრენს ამერიკაში, ასე ფიქრობთ? ნურას უკაცრავად! რაც “ხაბეს” აქვს მოხვედრილი, რუსის ბარაბანს არ მოხვედრია; ტიპი ისეთ “მსხლად” არის ნამუშევარი, ჯეკ ლონდონის “გრინგო” მორცხვად არის კედელთან აკრული და მელიას მითეთქვა გააფრენს ამერიკაში? _ კვიპროსში, კიდევ ჰო…
“ვივამედში” განთესილი მამათაგანი კი ნეტარებით ილოკავს ტუჩებს, მასე მოგიხდებათ თქვენ, ახლა მაინც მიხვდებით, უჩემოდ რომ არარაობები ხართო და მართალიცაა ეს ჩვენის გადანგრეული!
რა ქნას უსაქმოდ მყოფმა მანიფესტვალმოხდილმა მამათაგანმა? და აი, გამოუჩნდა საქმე “დიადი მოგონებანი საკუთარ შეთხზულ ბიოგრაფიაზე”! მას ხომ მეხსიერებაში მოკლე ჩართვა სხვაგვარად აესახება ხოლმე და აჰა, გამოსტყრცნა პროტონ-ნეოტრონები ერთად _ ზუსტად იმ ნივთიერებით მომწამლეს რუსებმა, რითიც 2008 წელს სერგეი ბონდარჩუკი მოწამლეს, უკრაინის იარაღის ექსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელიო. ვერაფერი გავიგე, ბონდარჩუკმაც კუჭის რეზექცია გაიკეთა? უმთავრესი _ ეს ჩვენის მამათაგანი რომ მიუშვას გამოძიებამ და ალაპარაკოს, რაც თვითონ სურს, ისეთ ჩვენებას მისცემს, მტკიცებულება რომ არ სჭირდება.
სერგეი ბონდარჩუკი მართლაც იყო იმ წლებში ს/ს “უკრსპეცექსპორტის” ხელმძღვანელი, მერე? რატომ ჩარჩა გონებაში (თუ ამოუტივტივა) დემენციაგადატანილ მამათაგანს? იმიტომ, რომ ბონდარჩუკ-კეზერაშვილის ტანდემმა მილიარდობით დოლარის ღირებულების უკონდიციო შეიარაღების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებით “საუკუნის აფერა” ჩაატარეს, რომლითაც სექტამ ფინანსური პირამიდა შექმნა და საკუთარი პოლიტბიუროს წევრები მილიონერებად აქცია. მთლად დიდებული დაგვირგვინება “მოგონებანი ბონდარჩუკისა” კი ის გახლავთ, რომ უკრაინის მიერ ძებნილი (ასეთ შემთხვევებში უადგილოდ არის სიტყვა “ძებნილი” გამოყენებული), “კეზერას” გაჩალიჩებით დიდ ბრიტანეთში ლტოლვილის სტატუსის მქონე მოწამლული ბონდარჩუკი “ვახტანგ გორგასლის ორდენის” კავალერია. რა თქმა უნდა, ჩაებეჭდებოდა გონებაში ბელადს, აწ მამათაგანს ეს კაცი…
“შე გრუ-ს ლეიტენანტო, შენი ადგილი არის ჰააგის სასამართლოში ერის გენოციდის მოწყობისთვის! კრემლიდან ფულს იღებდი უკრაინაში და ახლაც იქიდან გაქვს აღებული ფული საქართველოში სამოქალაქო ომის მოსაწყობად!” _ შეუძახა ზუსტად ორი წლის წინათ სააკაშვილს კაკაბაძემ, მაგრამ რა, სადაა განმკითხავი? სრულიად ჯანმრთელი კრიმინალი ტიპი მხოლოდ იმიტომ კოტრიალობს პალატაში, რომ ციხეში არ უნდა, იქ თურმე ყველანი აგინებენ და არ მოსწონს. თქვენი შერჩევითსამართლიანი დედა რომ ვატირე!
ამიტომაც, ეს კრიმინალი ტიპი მანიფესტებსაც გამოაცხობს; სამოქალაქო ომის უბადრუკ სცენარსაც დაწერს; სახელმწიფო გადატრიალებასაც მოაწყობს და, თუ წაეშველნენ, იმაზე ათასობით მეტი ადამიანის სისხლსაც დაღვრის, რაც დაუღვრია. მით უმეტეს, რომ ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, იდეაში, სულაც არ მიაჩნია ხავსად, პირიქით, ერთგვარად საიმედო პალოდ ესახება და სხვათა დახმარებით, შეძლებისდაგვარად, ებმის კიდეც.
ფაქტობრივად, იარაღი _ სამართლიანობის ნაცვლად, ხალხს კაი მოზრდილი ტომრით გვიდგას აქეთ მზესუმზირა და იქით _ პოპკორნი, ჩვენ ხელისუფლებამ დაგვიდგა, ამიტომ უდგათ თვითონაც კარგი დახლი… “რუსული კანონი” არ მიაღებინეს “ევროპებმა” და იმავე “რუსულ კანონს” ახლა თვითონ იღებენ ის “ევროპები”…

ზურა ოშხერელი