საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ჭუტლექსაანებო! თქვე პატრონმოტ…ნულებო, წერა თქვენ არ იცით, კითხვა თქვენ არ იცით, ნიჭი თქვენ არ დაგამადლათ ღმერთმა! – საერთო მედია
მარტი 2, 2024

ჭუტლექსაანებო! თქვე პატრონმოტ…ნულებო, წერა თქვენ არ იცით, კითხვა თქვენ არ იცით, ნიჭი თქვენ არ დაგამადლათ ღმერთმა!

“აბა, ეს იცოდით?!
😆
ჭუტლა ჭუტლაშვილი: ,,კალაძის ცოლის დაქალის ქმარი თბილისში ფართომასშტაბიან მშენებლობებს იწყებს”.

ეს კიდე არაფერი!
როგორც მე გავარკვიე სანდო ჩიტზე დაყრდნობით, კალაძის ცოლის დაქალის ქმარი ხო დიდი დიღმის მხრიდან იწყებს ფართომასშტაბიან მშენებლობებს, ვარკეთილის მხრიდან კიდე კალაძის ცოლის დაქალის მულის დეიდაშვილის ქმარი იწყებს ასევე ფართომასშტაბიან მშენებლობებს და როგორც ავი ენები ამბობენ, ერთმანეთს რუსთაველზე შეხვდებიან.

მოკლედ, დაგვიპყრეს, რააა, დაგვიპყრეს ამ კალაძის ცოლის დაქალების შორეულმა ნათესავებმა, აშენებენ და აშენებენ ფართომასშტაბიანად, აღარც ერს ერიდებიან, აღარც ბერსა და აღარც წინაპრებს.
😆
ჭუტლექსაანებო!
თქვე პატრონმოტ…ნულებო, წერა თქვენ არ იცით, კითხვა თქვენ არ იცით, ნიჭი თქვენ არ დაგამადლათ ღმერთმა, ნამუსი თქვენ არ გაქვთ, სინდისი თქვენ არ გაწუხებთ, ალღო და მჭვრეტელობა თქვენ არ გაგაჩნიათ, რას ბოდავთ, საერთოდ არ იცით, რა გინდათ ამ ისედაც გაპარტახებულ ჟურნალისტიკაში, რას შემეეღეტეთ, რის თქმასა ცდილობთ?
არ ჯობდა, ჭუტას ფაბრიკაში გემუშავათ თუთუნის გადამხვევებად და პაპიროზის დამჭრელებად?
ჰა, არ გერჩივნათ?
მაშ(ვ)ინ ხო მარტო იმ ფაბრიკაში ეცოდინებოდათ, როგორი სირთაოზებიც ბრძანდებით?
ეგე, ახლა კიდე მთელმა რეგიონმა და მთელმა ქვეყანამ იცის!
😆
ესე იგი, კალაძის ცოლის დაქალის ქმარი და შემდეგ იმ ქმრის მამიდაშვილი დედის მხრიდან, არა?
ბიძინა ივანიშვილი სად არი? რატომ არ ფიგურირებს ამ სკანდალურ ამბავში ან მისი სახელი, ან ბერას სახელი… ან ,,კაწრო”, ან მამაცაშვილი, ან კიდე ფარცხალაძე?
რა, ამ საქმეში მარტო კალაძის ცოლის დაქალის ქმრის მამიდაშვილი ფიგურირებს დედის მხრიდან?
არ არსებობს!
კარგად რო გამოგეძიებინათ, ფარცხალაძის კვალსაც იპოვიდით სადმე… თუ ვერ იპოვიდით კიდე, მიაბამდით როგორმე, რა პრობლემაა?
კაცი თბილისში არ ჩამოსულა, ჩამოსულად გამოაცხადეთ, სხვის მანქანას უტრიალეთ, ყველა მხრიდან გადაიღეთ, ე.წ. პოლიტიკოსებს კომენტარები აკეთებინეთ და ეგ გაგიჭიდებოდათ?!
😂
ავაჰმე!
მამულო, საყვარელო, აბა, ამათ ხელში რანაირად უნდა აყვავდე?!”

წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი