საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ჩამოყალიბდი ზაურიჩ,ორი წლის წინ მე მივედი მერიაში კალაძესთან და პატივისცემა დავუდასტურე,თუ შენ? – საერთო მედია
მარტი 2, 2024

ჩამოყალიბდი ზაურიჩ,ორი წლის წინ მე მივედი მერიაში კალაძესთან და პატივისცემა დავუდასტურე,თუ შენ?

“ექს-პრემიერ გიორგი გახარიას “ქართულ-ჯიგრულ პონტში” შავი სია შეუდგენია.
პრემიერი,კობახიძე,კალაძე და ა.შ. ვის არ ნახავთ ამ სიაში…
გახარიას გუნდის წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს რომ “ვაკის პარკის ტრაგედიიდან წელიწადზე მეტი არის გასული,მაგრამ ვხედავთ რომ პასუხისგებაში არავინ არ მიუციათ.”
არადა,ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში გადადგა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და მას სამსახურეობრივი გულგრილობისთვის სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა მის მოადგილეს გიორგი ვახტანგაშვილს(სამსახურეობრივი გულგრილობა)
კონტრაქტორი კომპანია “გრინსერვის+” დირექტორს ლაშა ფურცხვანიძეს მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
“გრინსერვის+”-ის თანამრომელს დევი კახოიძეს მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა(ყალბი დოკუმენტაციის დამზადების წაქეზება)
“გრინსერვის+”-ის საქმის მწარმოებელ ბექა მურღვლიანს მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა(გულგრილობა,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია)
“მშენ-ექსპერტის” დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილს მიესაჯა 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა(ყალბი დოკუმენტის დამზადება/გასაღება)
“მშენ-ექსპერტის” ექსპერტს დავით თუშიშვილს მიესაჯა 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა(ყალბი დოკუმენტის დამზადება/გასაღება)
ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძეს მიესაჯა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
შპს “ნიუ მეტალ დიზაინის” წარმომადგენელ ლაშა ჭიყიტაშვილს მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ჩამოყალიბდი ზაურიჩ,ორი წლის წინ მე მივედი მერიაში კალაძესთან და პატივისცემა დავუდასტურე,თუ შენ?”

წერს მოქალაქე ლაშა გეგეჭკორი