მონათა ბაზარზე გაყვანილი კურკუმალი მონადაც არ ვარგა, იგი პირწავარდნილი პავლიკა მოროზოვია!
“ყინულზე წაქცეული ჩუტრუკი!
😆
გინახავთ ყინულზე ან ტლაპოში წაქცეული ჩუტრუკი?
ყველა ვერ ნახავდით, ეს მხოლოდ კახელთა ხვედრია.
ჰოდა… რაკი ყველას არ გინახავთ, იცოდეთ, ზუსტად ასე გამოიყურება!
😂
ეს უბედურები სხვებს ეძახიან – მონებოო!
შეხედეთ, აშშ-ში წაყვანილი კურკუმალა მონადაც არ ვარგა – ნახეთ, როგორ ფინიასავით შესციცინებს ყავლგასულ ვიცე-პრეზიდენტ პენსის, იგი მზად არი, მუხლებში ჩაუვარდეს და კოჭები მოჰფხანოს.
ბევრმა დაწერა, ინგლისური არ ესმის და ამიტომაც აქვს კურკუმალს ეგეთი ბრიყვული გამომეტყველებაო… რას ამბობთ, როცა მის ირგვლივ ქართულად ლაპარაკობენ, მაშინ ხომ ბრძნული გამომეტყველება აქვს, აი.
ბრიყვს რა ენაზეც არ უნდა ელაპარაკო, მაინც ბრიყვია!
😆
ნახეთ, რას წერს ბრიყვთა თავმჯდომარე ვაშინგტონიდან:
,,გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საქართველოზე, ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე, ვიყოთ დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო რუსი ოლიგარქისა და მისი რუსული რეჟიმის გარეშე”.
ხედავთ?
როცა კურკუმალი მოვა ხელისუფლებაში და საქართველოს გამოიხსნის რუსი ოლიგარქის მარწუხებიდან, მისი რუსული რეჟიმისგან, ირგვლივ დაისადგურებს ქართველი ხალხის ურყევი ნება – დემოკრატია და ევროპიული გაგება.
(ჩვენმა ბალღებმა არ იციან, მაგრამ ცოტა მოწიფულებს კარგად გვახსოვს, რა ლექსიკითაც ეს უბედურები ლაპარაკობენ, ეს არის ბოლშევიკური გადმონაშთი – ,,ურყევი ნება”, ,,ნათელი მომავალი”, ,,დიადი მიზნები”, ,,დიდება პარტიას” და ეგეთი სისულელეები ჩვენ უკვე გავიარეთ!)
უკვე გითხარით, მონათა ბაზარზე გაყვანილი კურკუმალი მონადაც არ ვარგა, იგი პირწავარდნილი პავლიკა მოროზოვია!
😆
არა, რაააა!
ყველას თუ არა, კახელებს მაინც ხომ გინახავთ ყინულზე, ტლაპოში ან გუბეში წაქცეული ჩუტრუკი, რომელიც ცდილობს, წამოდგეს, ვერ დგება და თან იკრიჭება?
ეგ არი, წვეთი არ გაუვა, ერთი-ერთშია!”
წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი