საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს! – საერთო მედია
მარტი 2, 2024

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს!

გლდანში, დიდი მოცულობის სკვერებთან ერთად, ბავშვთა გასართობი მოედნებისა და მოსასვენებელი ტერიტორიის მოწყობაც ხორციელდება.

მეორე მიკრორაიონის N25 კორპუსთან, ბავშვთა გასართობი ზონა სრულად რეაბილიტირდა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 58 506 ლარი დაიხარჯა. სამუშაოების შედეგად მოეწყო გასართობი ატრაქციონები, განათება, საპარკე სკამები, ნაგვის ურნები და დაიგო კაუჩუკის საფარი.