საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

თაკომ ხაზარაძე ათრია! – საერთო მედია
მარტი 4, 2024

დიახ ასეა, სიმშვიდისკენ მიდის საქმე , 20 წევრი დაემატა ენმ პოლიტსაბჭოს”- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში და ეხმიანება ნაც.მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობის გაზრდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

“ზოგიერთი მიბრუნდა ( ძალიან კარგია). ენმ იშლებაო გაჰყვიროდნენ “ზოგიერთები” და საათობით მიდიოდა განხილვა (მედიით ) ამ მსხვილი დასავლური ოპო პარტიისა, აქაოდა მორჩა სუსტდებაო და საათობით უძღვნიდნენ ტვ ეთერს გახარიას – ხალხისთვის თვალებისდათხრის გამო პრემიერად დაწინაურებულ შინაგან საქმეთა მინისტრს და ხაზარაძეს – ყველა სისტემასთან შერწყმულ მევახშეს, სამომავლოდ მევახშეური გეგმების განხორციელებას რომ გვთავაზობს ქვეყნის “აშენებას” “მაღალპროცენტად” ალბათ.

ჰოდა, აგერ ბატონო, არაფერიც არ დაიშალა – “იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა” დასრულდა ესე ამბავი.

მე მიხარია, რადგან კარგია მთავარია რუსეთთან დაპირისპირების დროს ყველაზე მსხვილი დასავლური ოპო პარტია არ სუსტდება და ძლიერია, თუ “რამდენიმე “ სხვაგვარად ხედავს პროცესს თავად ჰქნან რაიმე, მითუფრო, არც ნიკანორ მელია და არც ბაჩო დოლიძე არიან ნაც მოძრაობის ძირძველი “სტაბილური” წევრები ხომ ასეა, სულ “მიდი-მოდიოდნენ” ?!

ფაქტია, ცოტა ისტერიაც შეწყდება ტვ მედიით, რა დროს “ტურა და მელიაა” “ამათ” მოეწონათ სააკაშვილის ხმები და მისი დაფუძნებული პარტია. ჰოდა კომპასის ისრები მტრისკენ – რუსეთისკენ მიმართეთ ბატონებო!”- წერს თაკო ჩარკვიანი.