საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

„ნაციონალური მოძრაობა“ ახლა პოლიტიკურ აგონიაში იმყოფება! – საერთო მედია
მარტი 2, 2024

„ნაციონალური მოძრაობა“ ახლა პოლიტიკურ აგონიაში იმყოფება!

„ნაციონალური მოძრაობა“ ახლა პოლიტიკურ აგონიაში იმყოფება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„არ მინდა ცინიკურად გამომივიდეს, მაგრამ ასეთი არგუმენტები, რომ თავმჯდომარე არ ჰყავდეს პარტია, რაღაც ეს უცნაური გადაწყვეტილებები მიიღებოდეს, რაღაც ისტერიკას ემსგავსება. ეს ისტერიკაც გასაგებია, საიდანაა განპირობებული. ვფიქრობ, ყველა ხვდება, პოლიტიკური აგონიაა, რომელშიც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ იმყოფება. თავიანთი ქმედებებით საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ჩემი აზრით, ახლა უბრალოდ შეუძლებელია საუბარი და ფიქრი ამ პარტიის გადარჩენაზე“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ლევან ხაბეიშვილმა ფოთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა.