საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ლევან მრისხანე საბრძოლო მზადყოფნაშია! – საერთო მედია
ივნისი 16, 2024

ლევან მრისხანე საბრძოლო მზადყოფნაშია!

 

უსახელო-უგვარო და უავტორიტეტო, რუსული პარტიის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენს თანამებრძოლებს – ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ტურებივით დაესივნენ როცა ადგილობრივების, ხალხის ინტერესებს იცავდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, “რუსული ოცნების აღსასრული ახლოვდება და ისტერიკა მატულობს”.

„გადაჭამეს აჭარა, კორუფცია, უსამართლობა, სეკვესტრირებული ბიუჯეტი, გარუსებული „ქოცების” დეპუტატები. უსახელო-უგვარო და უავტორიტეტო, რუსული პარტიის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენს თანამებრძოლებს!

ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ტურებივით დაესივნენ როცა ადგილობრივების, ხალხის ინტერესებს იცავდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში. ცხადია, თავს არავის დავაჩაგვრინებთ და მზად ვართ ფიზიკურად მოვიგერიოთ პუტინისტების თავდასხმები.

ჩემი სოლიდარობა ჩემს თანაგუნდელებს, თანამებრძოლებს და ძმებს. რუსული ოცნების აღსასრული ახლოვდება და ისტერიკა, პანიკა მატულობს”,- წერს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სხდომაზე, სადაც ბიუჯეტის საკითხს განიხილავდნენ, ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც მთავრობას აკრიტიკებდა.