საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ხელმოწერების შეგროვება აბსოლუტურად გაუგებარია იმ პირობებში, როცა არსებობს ევროკომისიის დადებითი დასკვნა – საერთო მედია
ივნისი 16, 2024

ხელმოწერების შეგროვება აბსოლუტურად გაუგებარია იმ პირობებში, როცა არსებობს ევროკომისიის დადებითი დასკვნა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ხელმოწერების კამპანიაზე „ჩვენი ხმა ევროპას“ აცხადებს, რომ ხელმოწერების შეგროვება აბსოლუტურად გაუგებარია იმ პირობებში, როცა არსებობს ევროკომისიის დადებითი დასკვნა და 15 დეკემბერს ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე.
„მოსახლეობის 80 პროცენტი უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და 20 000 ხელმოწერა რომ აქვს შეგროვებული (სალომე ზურაბიშვილს), ეს ხომ აფუჭებს საქმეს? რა თქმა უნდა, აფუჭებს, ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი იაფფასიანი, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მორიგი კამპანია“, – ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არ ესწრებიან რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტის ბოლოდროინდელ შეხვედრებს.