საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

სარკოფაგების გახსნა და მუმიების წამოყრა არ არის კარგის ნიშანი… – საერთო მედია
მარტი 2, 2024

სარკოფაგების გახსნა და მუმიების წამოყრა არ არის კარგის ნიშანი…

“მკვდრები წამაიშალნენ!
😆
საერთოდ, მსოფლიო დონის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სარკოფაგების გახსნა და მუმიების შეწუხება არ არის კარგი.
დიახ, მუმია რომც ადგეს, მტვერი ჩამოიფერთხოს, სახვევები მოიცილოს და განაცხადოს, მე ახლა საკაიკაცოდ ან საკაიქალოდ ავდექიო, არ უნდა დაიჯეროთ.
იმავე მეცნიერების დასკვნის თანახმად, ვინც სარკოფაგებს გახსნის და მუმიებს შეაწუხებს, თუნდაც ყოფილ თანამოაზრეებს, დაწყევლილი იქნება როგორც პარტიულ საქმიანობაში, ისე ევროპიული მომავლის ძიებაში.
😆
მოდით, ახლა ისიც ვთქვათ, რამდენჯერ გახსნა სარკოფაგები კურკუმალ ვაითმა?
ჩემი ანგარიშით, დაახლოებით სამ-ოთხჯერ. გახსნა და წამოყარა პეტო, ბარამა, ბოტკო, ნეტო, ბრუტო, რომანა, ომანა… რავი, ყველა რანაირად უნდა ჩამოვთვალო?
მანამდე მელია ხსნიდა ხოლმე სარკოფაგებს, წამოჰყრიდა მკვდრებსა და იძახდა, მომავალი თაობა შემოგვემატაო.
😂
ეგე, კურკუმალმა გუშინაც გახსნა რამდენიმე სარკოფაგი, სურათზეც ხედავთ, ,,ვინებიც” წამაიშალნენ.
ახლა იგივე კურკუმალი აცხადებს, ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს 20 ახალი წევრი შემოემატაო.
ბიჯოოოო!
20 ახალი წევრი კი არ შემოემატა, ეგენი ისინი არიან, ამას წინებზე პარტიიდან რო გარეკეთ ხანდაზმულობის გამო და ეგ ხანდაზმულები სხვა ხანდაზმულებით, ანუ შედარებით ახალი მუმიებით ჩაანაცვლეთ.
კურკუმალა ისე იქცევა, გეგონება ამ ,,შემომატებულებს” აქამდე საერთოდ არ იცნობდა და ახლა პირველად ჩამოართვა ხელი, თან გულმხურვალედაც მიმართა – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს პარტიაშიო.
ოეეეეეეე!
შენ რო დახეული ,,ლაფტებით” დარბოდი და ცხვირიდან ცინგლი ჩამოგდიოდა, ეგენი მაშ(ვ)ინ ,,ნაცმოძრაობაში” იყვნენ და ვარდების რევოლუციის იდეალებით ტკბებოდნენ.
შენი წინაპრები არიან, შე ჩემა!
😆
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, სარკოფაგების გახსნა და მუმიების წამოყრა არ არის კარგის ნიშანი… რავი, 2024-ის შემოდგომამდე თუ მიაღწიეს, მადლობა უნდა თქვან.
თუმცა, არა მგონია, მიაღწიონ და ჩვენც ეგ გვინდა!
😆
ისე… ეს კურკუმალა წამდაუწუმ რო იძახის, ბიძინა ივანიშვილი უნდა დავამარცხოთო, ვისით აპირებს ამ საქმეს, ნეტავ ვიცოდე – სევდია უგრეხელიძით (ზეზეურად რომ სძინავს), გენერალ ყურაშვილით (ბუხრიდან ჩამოვარდნილს რომ ჰგავს) და მაგათნაირებით?
მმმმუუუუუაჰაჰაჰაჰაჰაჰა!”

წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი