საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ზურაბიშვილი უნივერსიტეტის პოლიტიზირებას ითხოვს! – საერთო მედია
მარტი 2, 2024

ზურაბიშვილი უნივერსიტეტის პოლიტიზირებას ითხოვს!

 

ნაინპიჩმეტარი სალომე ზურაბიშვილი ევროპის სახელით უნივერსიტეტების პოლიტიზირების კამპანიას იწყებს!

“არც ის არ მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, რომ გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ამ ძალიან მარტივ განცხადებას. თუ წაიკითხეთ განცხადება, ამაზე მარტივი და ამაზე არაპოლიტიკური, იმ გაგებით, რომ, არ არსებობს და ამაზე უარს ამბობს რექტორი, რომ შიგნით არ შეიძლებაო იმიტომ, რომ ვითომც ეს არის რაღაც პოლიტიკური ღონისძიება”. – თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ის საუბრობდა კამპანიაზე “შენი ხმა ევროპას”, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ღონისძიება გამართა.