სალომე, როგორც პრეზიდენტი ფლიდთა, ცრუთა, ჩათლახთა, მედროვეთა!
” ხალხის ძალის” წევრი ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე ზურაბიშვილის მიერ მოწყობილ მაზოხიზმ-ფართიზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ბროწეულის ყვავილობა” ყოფილა სალომესთან და მდგარა რიგი, ხელზემეამბორეთა და ვაზელინითგაპოხილთა…
სალომე, როგორც პრეზიდენტი ფლიდთა, ცრუთა, ჩათლახთა, მედროვეთა, უპრინციპოთა და ათასი რჯულის უსამშობლოთა, ამაყად მდგარა დარბაზსა შინა და ხელზე იმთხვია ყველა, ვინც კი აგინა, ლანძღა, წყევლა, დაცინა, აქილიკა და სახალხოდ ათრია. ბოლოს, სასმელ-სანოვაგითაც გაუმასპინძლდა და ყველა კმაყოფილი დარჩა- გინებულიცა და მაგინებელიც…
ზურაბიშვილი რა უპრინციპოა ვიცით, მაგრამ იმ ხალხს მაინც არ გიტყდებათ, სალომეს დედის გინებით, რომ იღვიძებდით და ახლა მის დაყრილ სალაფავს დაეძგერეთ?!
მოკლედ, ცირკია რა, ერთი “ბრეზენტი” გადააფარე, დააყენე შუაში სალომე და დაკა ბარაბანი…” წერს ზურაბ ქადაგიძე