საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

დავით ქართველიშვილი: მელიას საჯარო ეგზეკუცია კიდევ ერთ კომუნისტურ პროცედურას – ამხანაგურ სასამართლოს წააგავდა – საერთო მედია
მარტი 4, 2024

დავით ქართველიშვილი: მელიას საჯარო ეგზეკუცია კიდევ ერთ კომუნისტურ პროცედურას – ამხანაგურ სასამართლოს წააგავდა

 

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვის ფორმას ეხმიანრბა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის წერს, ოპოზიციური პარტიის ირგვლივ მოვლენების განვითარება ძალიან წააგავდა გია დანელიას გენიალური ფილმი “აფონიას” იმ სცენას, სადაც მთავარ გმირს საჯაროდ “როზგავენ” და უკუაგდებენ “მშობლიური” კოლექტივიდან.

„არსენ ავაკოვის მეგობრის ამ აღიარებაში ყველაფერია ჰარმონიული, საკუთარი ახალგაზრდობის დროინდელი ნოსტალგიური მოგონებები კომუნისტურ წარსულზე და ასევე საკუთარი ყოფილი პარტიის ამ კომუნისტური წეს-ჩვეულებების ფილტრებში გატარებაც. “პარტიიდან გარიცხვის ფაქტი ბოლოს რომ მოხდა, მე ვიყავი ძალიან ახალგაზრდა. კომუნისტური პარტიიდან რიცხავდნენ და ეს იბეჭდებოდა გაზეთებში”, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მე კი დავამატებ, რომ მელიას საჯარო ეგზეკუცია კიდევ ერთ კომუნისტურ პროცედურას – ამხანაგურ სასამართლოს წააგავდა.

“პროდასავლურობასა” და”დემოკრატიულ ღირებულებაზე” პრეტენზიის მქონე პარტიამ, უნიჭო “რიმეიქი” წარმოგვიდგინა გია დანელიას გენიალური ფილმი “აფონიას” იმ სცენისა, სადაც მთავარ გმირს საჯაროდ “როზგავენ” და უკუაგდებენ “მშობლიური” კოლექტივიდან. პროვინციიდან ადამიანის განდევნა შეიძლებაო, მაგრამ ადამიანიდან პროვინციალიზმის – გამორიცხულია. ეს გამონათქვამი მიესადაგება სწორედ ამ კომუნისტი მშობლების და კომკავშირული წარსულის მქონე “მედასავლეთეებს”, სადაც განა პატიოსან კომუნისტებს თუ კომკავშირელებს ვაყენებ შეურაცხყოფას, არამედ ამ წარსულთან ჰეროიკულად “მებრძოლ” ნეო-ტროცკისტებს,“ – წერს დავით ქართველიშვილი.