საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

შეძლებს თუ არა ჩინეთი დოლარის ემისიის შეჩერებას – საერთო მედია
მაისი 20, 2024

შეძლებს თუ არა ჩინეთი დოლარის ემისიის შეჩერებას

Printing money dollar bills on a print machine in typography.. Finance, tax, stock market and investment, making money concept. 3d illustration

 

ძალზე საინტერესო და, ვფიქრობ, ყურადსაღები ინფორმაცია ვრცელდება.
Mილიტარყ თიმე-ის ექსპერტები, რომლებიც საფინანსო-პოლიტიკური “ტურბულენტობის” პირობებში მსოფლიო ბაზარს სწავლობენ, ამახვილებენ ყურადღებას მეტად საინტერესო გარემოებაზე: მსოფლიოში ოქროს შესყიდვების “ტოპ”-სამეულში ისედაც მყოფმა ჩინეთმა გაააქტიურა თავისი ყიდვისუნარიანობა ამ ძვირფასი ლითონის შესაძენად, თუნდაც მაქსიმალურ ფასებში და თუნდაც ნახევრადლეგალური წყაროებიდან. შესყიდული ოქროს განთავსება ხდება არა ჩინეთის საზღვარგარეთის აქტივებზე, არამედ მხოლოდ ქვეყნის შიგნით – სახელმწიფო და კომერციულ საცავებში.
ჩინეთი იქცევა ისე, თითქოს მსოფლიოში არსებული ოქროს მაქსიმალური ოდენობით შესყიდვა სურს. საერთაშორისო აუდიტების შეფასებით, ჩინეთის ხელში ამ მომენტისთვის არსებული ოქროს მოცულობა 30 ათას ტონას შეადგენს.
ექსპერტების აზრით, ამ ყველაფრის უკან შეიძლება მოიაზრებოდეს მოვლენათა განვითარების სამი სავარაუდო სცენარი:
ჩინეთი (“BღIჩშ”-თან და “შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან” შეთანხმებით) ემზადება მსოფლიოს ძირითადი ვალუტების ჩამოსაშლელად, პლანეტის ახალ სავალუტო ერთეულებზე გადაფორმატების მიზნით;
ჩინეთი არ გამორიცხავს “ტაივანის საკითხის” ძალისმიერი მეთოდით გადაწყვეტას და ემზადება საპასუხო უსასტიკესი საერთაშორისო სანქციების გადასალახად;
ჩინეთი არ გამორიცხავს ერთ ან რამდენიმე მსხვილ რეგიონალურ ომს, რა დროსაც ოქრო წარმოადგენს გადარჩენის, გადახდისუნარიანობის უნივერსალურ და ყველაზე მყარი საბაზრო გარანტიების მქონე საშუალებას.
ამ ინფორმაციას თან დაერთო ისიც, რომ ახლახან, 15 ნოემბერს აშშ-ის და ჩინეთის პერეზიდენტების შეხვედრა შედგა, ხოლო 7-8 დეკემბერს პეკინში ურსულა ფონ დერ ლაიენსა და შარლ მიშელს აქვთ ვიზიტი დაგეგმილი. არ მაქვს არც ფინანსისტისა და არც ეკონომისტის განათლება-სტატუსი, მაგრამ ისეთი თვალნათელი ამბავი დევს ხელისგულზე, დადასტურებულ პროგნოზებს თუ არა, ვარაუდებს მაინც გამოთქვამს დაინტერესებული ადამიანი, მით უმეტეს, თუ როდესმე ამგვარი ამბებით დაინტერესებულა. გავითვალისწინოთ, რომ სი ძინპინთან (მზარდი ფინანსურ-ეკონომიკური თვალსაზრისით არასასურველი ქვეყანა მსოფლიოში) დალაპარაკების სურვილი ამ ეტაპზე ყველაზე გავრცელებული მსოფლიო ვალუტების მქონე სამყაროს ლიდერებმა გამოხატეს და მსწრაფლ შეუდგნენ კიდეც საქმეს. რა თქმა უნდა, ლანდებთან მოსაუბრე ბაიდენი ფორმალური ფიგურაა, ისევე, როგორც გინეკოლოგი ლაიენი და მიშელი, მაგრამ მათ უკან ამერიკული და ევროპული ინტერესები დგას, ისინი მხოლოდ ელჩები არიან.
მოკრძალებულად ვიტყვი: ბატონი ოთარ კანდელაკი (აწ გარდაცვლილი) მიამბობდა რაღაცებს, რაც არ მაინტერესებდა. აღმოჩნდა, რომ საინტერესო ყოფილა _ ჩინეთთან გამალებულმა შეხვედრის სურვილმა დამაფიქრა.
დაახლოებით 25 წლის წინათ მითხრა (2002 წ. “მართალი გაზეთი”, #10, 2 სექტემბერი): “როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა თანამედროვე მსოფლიო სავალუტო სისტემა, მაშინ დოლარმა საკუთარ თავზე აიღო მსოფლიო სარეზერვო ვალუტის ფუნქცია, მაგრამ გადაწყვეტილებაში მიღებული იყო, რომ დოლარს თანდათანობით უნდა დაეთმო თავისი ფუქნციები ერთიანი მსოფლიო ვალუტისთვის, რომელიც შDღ (ეს-დე-ერ) აბრევიატურით არის ცნობილი ვიწრო წრისთვის. ეს ფულის ფორმით არ არსებობს, ხორციელდება მხოლოდ გადარიცხვების სახით და არის დღესაც, მაგრამ ნაკლებად თუ იცის ვინმემ მისი არსებობა. დოლარმა “არ ჩათვალა საჭიროდ”, რომ განვითარებულიყო ერთობლივი მსოფლიო ვალუტა, რადგან ეს დოლარის მსოფლიო პოზიციებს შეასუსტებდა.
მოვა დრო, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს!
20-25 წლის შემდეგ დაიწყება რღვევა.
ვსაუბრობ ლოგიკაზე დაყრდნობით. მამაზეციერის გარდა ვინმემ იცოდა, რომ სსრ კავშირი დაიშლებოდა?
მახსოვს, ქალბატონი თამარ ბერძენიშვილი და მე ბატონ დავით იაკობაშვილთან ვიყავით კაბინეტში. იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო მისი ფაქსიმილია ეროვნულ ვალუტაზე. ბატონმა დავითმა გვითხრა: მტრისას, თუ აშშ-მა გააბრაზა ჩინეთი, მოკიდებს ხელს თავის აქტივ-პასივებს და აშშ-ს სული ამოხდებაო. ჩვენ ფრიად ჰუმანური მისია გვქონდა, გალაკტიონზე ვესაუბრებოდით, რაში გვაინტერესებდა ფინანსები, მაგრამ ჩამრჩა ტვინის რომელიღაც უჯრედში ეს ფრაზა. ფინანსთა მინისტრი რომ კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილ რაღაც უცნაურს იტყვის, უნდა დაიხსომო…
ეს მცირედია, რაც მოგახსენეთ, მაგრამ ოთარს მივუბრუნდეთ _ მან გადმომცა რაღაც კონცეფცია, რაც არასდროს მიმიჩნევია მნიშვნელოვნად, მაგრამ ახლა, ვფიქრობ, ფრიად მნიშვნელოვანია:
დოლარი, სინამდვილეში, კრედიტებით შერყეულ ფულად ერთეულს წარმოადგენს, რომელსაც რეალური გადაფარვა არ გააჩნია. აშშ-მა ევროპასთან და იაპონიასთან მრეწველობოთ მეტოქეობაში სრული ფიასკო განიცადა. დაახრჩობს აშშ-ს იაპონიის ვალი…
მიუხედავად ამისა, ფულად ერთეულზე მსოფლიო მონოპოლისტი ჯერ კიდევ აშშ-ია. დოლარი მსოფლიო ფინანსურ და ფულად სისტემად რჩება…
ეკონომიკაში, რეალური საქონლის წარმოება თავისთავად ერთადერთ ობიექტურ მოთხოვნილებას წარმოადგენს, რომელიც, ადრე თუ გვიან, ფულადი სისტემის დონესაც შეეეხება.
გესმით, რაშია საქმე?
ეს იმას ნიშნავს, რომ ძლიერ ევროპულ ვალუტებთან და ოქროსთან შედარებით, დოლარის კურსი დაეცემა. მომგებიანი სპეკულაციები მსოფლიო დონეზე უცებ შეჩერდება.
მეოთხე პუნქტია: მიმოქცევაში არსებული დოლარის გიგანტური მასების არსებობიდან გამომდინარე, რომლიც საქონლით გაფარვას ითხოვს, დოლარის ზონებში მყარი ჰიპერინფლაციაა მოსალოდნელი. მაშინ აშშ-ის მდგომარეობა მიმოქცევად კაპიტალში განადგურებული იქნება ვალებითა და მისგან გამომდინარე პროცენტებით.
რატომ ვგონივართ ვიღაცას საქართველოში გაუნათლებელი არაადეკვატურები?
როგორც მოგახსენეთ, ბატონი ოთარი ვაშინგტონში კითხულობდა ლექციებს პოლიტეკონომიკაში ინგლისურ ენაზე და ქართულად ვერაფერს გვეტყოდა ქართველებს?
ვალის ზრდის პროცესი უკვე დაიწყო!
ვალის ზრდის პროცესი გავუხრელად იზრდება!
ამერიკა საკუთარი შეუბრალებლობით საკუთარი თავის გაკოტრების ზღვარს უახლოვდება!
ორიოდე სიტყვას ჩემად ჩაურთავდი, მაგრამ, ვფიქრობ, ზედმეტია, ფინანსისტებმა და ეკონომისტებმა დაალაგონ თეზისები, მე, უბრალოდ, კარგად გავიგე…
მეხუთე პუნქტია: ყველაზე დრამატული შედეგი _ ასეთ გაკოტრებას ევროპისა და იაპონიისთვის ექნება საექსპორტო პოტენციალი. ნულამდე მივა და ფულადი რეზერვები დოლარებში განადგურებული იქნება. მხოლოდ ის ვალუტები, რომლებიც სტაბილური სიმყარეს ოქროთი უზრუნველყოფენ, შეძლებენ გადაურჩნენ ამ გიგანტური საკრედიტო პირამიდი ჩამონგრევას.
მეექვსე პუნქტი ასეთია: დოლარის დაცემა მთელი მსოფლიოს ფინანსური და ფულადი სისტემის დაღუპვას ნიშნავს. ქაღალდის ფულის სამყარო ელვისებურ კრახს განიცდის. რეალურად, ცალ მხრეს დარჩება რეალური ეკონომიკა და საქონლის წარმოება, მეორე მხარეს კი ოქრო, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტება… ფულადი ერთეული სწორედ ოქროზე იქნება დამყარებული. ახალი ფულადი სისტემა, ოქრო წარმოადგენს მთლიან სტაბილურობას, მთლიან ნდობას, კეთილგანწყობასა და ყველანაირ სიკეთეს.
მხოლოდ შვიდი პუნქტი ჩამოვთვალე ამ ეტაპზე _ რამე ხომ არ გეცნობათ?
კობა ნაყოფია ხომ არ გაგახსენდათ?
მცირედ ექსურსს მოგახსენებთ: ქალბატონ ირინე ღამბაშიძესთან გახლდით და შემომჩივლა, ასეთი ამბავია საყდრისთან დაკავშირებითო. მთლად კარგად ვერ გავიგე, რაში იყო საქმე, მაგრამ გულისტკივილი დავწერე და წავედი დასასვენებლად _ ზაფხული იყო. მირეკავს ბატონი ზაზა, თქვენი წამოწყებული საქმეა და მიხედეთ, “კინოს სახლში” ვიკრიბებით ხვალო. ვერანაირად ვერ ჩამოვიდოდი!.. მიიჩქმალა ჩემი ატეხილი ამბავი და ისე მიიჩქმალა, რომ მსოფლიო არტექეფატების გაქრობაც კი მოჰყვა…
ადრინდელი ბრინჯაოს ხანის სამოსახლოს ნაშთი და გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის სამაროვნები (ძვ. წ. VII-VI სს.) რკინიგზის სადგურთან ე. წ. ველებზე. სამარხები ქვაყრილიანი და მიწაყრილიანი იყო. მიცვალებულები იწვნენ მარჯვნივ ან მარცხნივ გვერდზე ხელფეხმოკეცილნი. სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, რკინის შუბისპირები, ისრისპირები და სატევრები, ბრინჯაოს ფიბულა და სამაჯურები, სხვადასხვა მასალის მძივები.
ანტიკური ხანის (I-III სს.) ნამოსახლარი და სამაროვანი დაბაში. აღმოჩნდა ბრინჯაოს ენოხოია, რომელზეც ამოკვეთილია მოცეკვავე ფიგურები. მინისა და თიხის ჭურჭელი.
ეკლესიის ნანგრევები და სამაროვანი კაზრეთის კარიერ „ბუჩურიანში“. აღმოჩნდა VI-VII სს. ქვის სტელებისა და ჯვრების ფრაგმენტები. XI-XIII სს. პოლიქრომული ჭურჭლისა და ქართული ასომთავრული წარწერებიანი კრამიტის ნატეხები.
მდინარე კაზრეთის მარჯვენა ნაპირზე პატარა ეკლესიის გათხრების დროს იპოვეს V-VII საუკუნეების სტელები, ჯვრები და XVI-XVII საუკუნეების სამაროვანი.
წითელი ტუფის ორფერდა სახურავით გადახურული ფეოდალური ხანის ქვიშაქვის სარკოფაგი სოფ. ბალიჭში (ხელმძღვანელი ვ. ჯაფარიძე). გულაღმა ჩასვენებულ მიცვალებულს ჩატანებული ჰქონდა რკინისღეროიანი ოქროს საკინძე და ოქროს ბეჭედი. სარკოფაგის ჩრდილოეთით აღმოჩნდა 11 ქვის სამარხი, მიცვალებულები იწვნენ გულაღმა უინვენტაროდ. სარკოფის დასავლეთით ნაპოვნია მასიური კედლების ნანგრევები, V-VII საუკუნეების მოჩუქურთმებული ჯვრებისა და ადრინდელი ფეოდალური ხანის კერამიკის ნაშთები.
რუსი სად არის, როცა შენ აძლევ ვიღაცას იმას, რაც შენია და ის “რუსი” არ გეძალავება?
ეს ის რუსია, ლარსის საზღვარგამყოფზე “გვაზდიკებით” რომ ხვდები;
ეს ის რუსია, კაზრეთი რომ შეატენე. მგონი, რუსს უფრო ვუყვარვართ, ვიდრე ამ გაურკვეველი წარმოშობის ადამიანებს…
ჩათახის ტყეში თუ არ ყოფილხარ; წუღრუღაშენის მონასტერში თუ არ ყოფილხარ; გზად ბოლნისის სიონში თუ არ შეგივლია, რას ვლაპარაკობ, რატომ და რაზე, რანაირად გაიგებ?
დღემდე ვფიქრობ, მე რომ ის მეთქვა, რაც ვიცი, იქნებ, საყდრისიც გადამერჩინა…
რა კარგია, რუსებზე გადავტეხოთ ჯოხი!
რუსეთი ოკუპანტია _ ეს ჭეშმარიტებაა, მაგრამ შენ, ქართველი, რატომ აძლევ შიგნიდან გასაღებს ციხის გამღებს, შე გველო?
– მე მივეცი რუსებს კაზრეთი?!
– მე მივეცი საქართველოს წყალი?!
– მე მივეცი რუსეთს სტრატეგიული ობიექტები?!
ეს, უბრალოდ, მოკლე ჩამონათვალია…

ზურა ოშხერელი