საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ამდენ ორსულა ვონ დერ ლაიენებს რა გააჩერებს? – საერთო მედია
მარტი 2, 2024

ამდენ ორსულა ვონ დერ ლაიენებს რა გააჩერებს?

 

ვიფიქრე, იქნებ არ ღირს სიტყვის დასველება-მეთქი, მაგრამ, ვგონებ, დროულია, ხმა რომ ამოვიღო!
უაპელაციოდ მინდა ვიკითხო: გულმავიწყობა გვჭირს, თუ უპასუხისმგებლობა?
ქალბატონმა პრეზიდენტმა უკვე იმდენად გადაგვჭამა თავი, ბაჭია რომ ვიყო, ბოცვერიც კი აღარ მეგონებოდა თავი!
რაღაცნაირად მაინც ხომ უნდა მიცავდეს კანონი?
მე, საქართველს რიგითი მოქალაქე, რატომ ვარ იძულებული, ქალბატონი პრეზიდენტის გამოხდომების მომსწრე-ამტანი მოქალაქე ვიყო?!
რომელ დემოკრატულ და მსგავს იდიოტურ კანონმდებლობას მივმართოთ, რომ ამ ქალის გამოხტომები და უმსგავსო საქციელები აგვაცილონ მშვიდობისმოყვარე საზოგადოებას?
ხომ შეიძლება, რომ მზარდი ეკონომიკის ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიულ კიბეებს ვაი-ვიშითა და ხვნეშით მიუყვება, მეც ავუწყო ფეხი?
ზოგადად, ზეაკადემიური პიროვნება ვარ, მაგრამ რომ არ ვთქვა, რა გული გამიძლებს?
მთელი ერი და, ზოგადად, საქართველოს მოქალაქეები, ვიღაცის სამასხარაო ვართ?
ჯერ კიდევ ის არის საკითხავი, როდემდე “ჩამოგვიკიდებენ სტაფილოს” და რის ფასად?
ვინ ბრიყვდება თუ იბრიყვებს თავს, არ ვიცი და არც მაინტერესებს, ეგებ, ტაქტიკაა ასეთი, მაგრამ მე ვალდებული ვარ, ჩემს მკითხველს ვუთხრა: გატყუებენ, მაკარ! (შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ პირნათელი უნდა ვიყო!)
გუშინ გვეფერებოდა ეს ქალბატონი, დღეს გვიტატანებს, _ ვერაფერი გავიგე!
გაახლებთ: “პირველ რიგში, ეს არის აღსანიშნავი დღე საქართველოსთვის. როგორც წესი, როდესაც ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ კანდიდატის სტატუსზე, ვამბობთ, რომ ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რომლებიც შესასრულებელია, დავალება, რომელიც შესასრულებელია. ეს დეტალურადაა ახსნილი მოხსენებაში და რეკომენდაციებში, მაგრამ ეს წინგადადგმული დიდი ნაბიჯია საქართველოსთვის“.
ამ ქალბატონს, ეტყობა, წარმოდგენაც კი არ აქვს ვინ იყვნენ პირამიდების ამშენებელი თეთრკანიანი გიგანტები… კაცმა რომ თქვას, გინეკოლოგმა რატომ უნდა იცოდეს ამგვარი საკითხები, მას სხვა გზა-კვალი აბარია და ისიც არ ეცოდინება, ვატყობ!
გავიგეთ, რომ ქალბატონი ურსულა გინეკოლოგია, მაგრამ მსოფლიო რომ სააბორტო ქალი არ გახლავთ, ეს როგორ გავაგებინოთ (მეზობელი მყავს, ცხონებული მამამისი, ბუტიკო, გინეკოლოგი იყო და შვილს იუნონა დაარქვა. ქალბატონო ნინო, ცოტა უცნაური სახელი მქვიაო, _ ასე გამეცნო. უი, მეთქი, მშობიარობის ქალღმერთის სახელი? იმ, დღის შემდეგ მისთვის ზეადამიანი ვარ, ვერ მიხვდა, რატომ უნდა მციოდნოდა მისი სახელის ისტორია. არადა, ბანალური ამბის გამო შემთხვევით ვიცოდი)?!. ახლა ეს ამბავი ამ ურსულას რომ მოვუყვე, რამეს გაიგებს?
ასპარეზზე რუსეთი (ვლადიმირ პუტინის სახით) და ჩინეთი (სი ძინპინის სახით) როდესაც გამოდიან და უკუდო კუდს იქნევ სადღაც ლოს-ანჟელესში, ცოტა უნდა დაოკდე მსოფლიოს თვალწინ მაინც.
ეს ერთი გიჟქალა სალომე ვერ გაგვიჩერებია და ამდენ ურსულებს რა გააჩერებს?
ჯერ კინაღამ გაგვლახა და მერე მოაყოლა: ჩინეთი აღარ არის ის ქვეყანა, როგორიც ათი წლის წინათ იყოო. ბიჯო, გუშინწინ მითხარი, რომ ჩინეთს დიქტატორი მართავს და ახლა რა თვალმა გკრა?
არაა, ან ადრე მომივიდა დაბადება, ან _ დამაგვიანდა!
მე არავინ ვარ, მხოლოდ საქართველოს რიგითი მოქალაქე გახლავართ, მაგრამ მეჩვენება, თუ მსოფლიო ორმაგ თამაშს თამაშობს?
ვიღაც, ევროპელ ქალბატონად წოდებული მე თითს მიქნევს რაღაც დათქმულ 12 პუნქტზე, ამ ქალბატონს თავი ვინ ჰგონია, ნეტავ?
ღირსება ისეთ რამ არის, რაც არ იყიდება!
ისეთი სუნი მცემს, მგონი, კარლ ბილდტი გაცოცხლდა (ცოცხალი კი არის, მაგრამ საქართველოს პოლიტიკაში მეზმანება, ამათი კორუფცია როდის დამთავრდება).
ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდნეს და მეთხუთმეტე კაცად შევიდაო. რა გვჭირს, ახლა ურსულა ფონ დერ ლაიენი როდის დაასრულებს ციცასთან მოფერებას, იმას უნდა ველოდოთ?
მსოფლიო გადალაგების პროცესშია, ჩვენ ბრმა კვატებივით როდემდე უნდა ვიყოთ?
გუშინ დიქტატორი ქვეყანა დღეს ზედემოკრატიის სიმბოლოდ გამოგვიცხადეს ზეევროპელებმა და ჩვენ ყურთბალიშზე ღრმად რატომ გვძინავს?
“ჩინეთი აღარ არის იგივე ქვეყანა რომელიც ათი წლის წინათ იყო. შეიცვალა მისი ეკონომიკა, პოლიტიკა და გლობალური კვალი. ასე რომ, ჩინეთის სწორად გაგება, პირველ რიგში, მოითხოვს ფაქტების სწორად გაანალიზებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ უფრო მეტ და მეტ ინვესტიციას ვაკეთებთ ჩინეთის შესახებ ცოდნის გაღმავებაში, არა მხოლოდ ჩვენი Hორიზონტ Eეუროპე-ის კვლევითი პროგრამით, არამედ, უფრო მეტი ჩინელი ექსპერტის დაქირავებით ევროპულ ინსტიტუტებში.
გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით ჩინეთის სტეპენდიანტების პროგრამა ჩვენს შიდა ანალიტიკურ ცენტრში, რადგან დიალოგი მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ერთმანეთს გავუგებთ. ამ მღელვარე დროშო, ჩინეთთან ურთიერთობისას საჭიროა სტრატეგიული პარტნიორობა, სტაბილურობა და ამისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები იმის შეფასებისას, თუ როგორ ვითარდება ჩინეთი”, _ გვამცნო ქალბატონმა დეიდა ურსულამ.
ამას კიდევ რა უჭირს, ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობა ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოების განმსაზღვრელი ფაქტორიაო, _ ღმერთო, ნუ გადამრევ!
ეს იმ ჩინეთზე არ არის საუბარი, გუშინ რომ დიქტატორი, მტარვალი და ყველა უბედურება ერთად იყო?
არ მჯერა მე ამ ფარისეველი ევროპის და ვისაც გჯერათ, გაგატარებთ!
საქართველომ და საქართველოს სახით ბატონმა პრემიერმა გაჭრა გზა ჩინეთისკენ, ახლა ეს უკან მოდევნებული ევროპა რისი მაქნისია _ უკაცრავად და, კუდზე დაგვაჯდა?
საქართველოს დღის წესრიგი ევროპამ (ან ვინმე სხვამ) რატომ უნდა განსმისაზღვროს?
“პირველ რიგში, ეს არის აღსანიშნი საქართველოსთვის. როგორც წესი, როდესაც ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ კანდიდატის სტატუსზე, ვამბობთ, რომ ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რომლებიც შესასრულებელია, დავალება, რომელიც შესასრულებელია. ეს დეტალურად არის ახსნილი მოხსენებაში და რეკომენდაციებში, მაგრამ ეს წინგადადგმული დიდი ნაბიჯია საქართველსთვის!” _ ბრძანა ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ამ ქალბატონს სრულიად საქართველო ჰგონია გამოლენჩებული, თუ მხოლოდ ცალკეული პირები?
არცთუ უბრალოდ ვიგებ საქართველოს ერთი უბრალოდ მოქალაქე ამგვარ ფრაზებს…
“სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებას. ეს მისწრაფებები ნამდვილად უნდა იქნას ყურადსაღები ხელისუფლების მხრიდან”, _ დაარეხვა მორიგი სიტყვა ქალბატონმა ურსულამ. ის, რომ ხელისუფლება უნდა ფოკუსირდეს თორმეტ რეკომენდაციაზე, განვრცობადი ამბავია _ ეს ქალბატონი ჯანმრთელად არის? რას მეტყველებს, ვინც დაუწერა, ის თუ იყო ჯანმრთელ აზრზე?
“მათ თუნდა დაიწყონ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და, რა თქმა უნდა, უნდა ფოკუსრდნენ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც გაიცა წარსულში. ახლა კომისია ნამდვილად ხაზს უსვამს, რომ დადებითი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს შემთხვევაში.
ოპოზიციას რაც შეეხება, ძალიან აქტიურად არის საპარლამენტო პროცესებში ჩართული. დეოლიგარქიზაციის მიმართულებითაც ხელშესახები ნაბიჯები გვაქვს _ ანტიკორუფციული საბჭო ჩამოყალიბდა და, მასასადამე. კომისია რეკომენდაციას გასცემს კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ და ჩვენ გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ეს ძალიან მნიშშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ეს ჩემი მთვარი მესიჯია,” , _ მოგვახსენა ქალბატონმა ურსულამ.
მოგეხსენებათ, ოჯახში რაღაც ხმაურია ხოლმე, მაგალითად, ტელევიზორისა, რომელსაც ოჯახის წევრი უყურებს. ხმა მომესმა, თუ “გენდერული მიმართულებაზე” რაღაც თქვა მიხეილ სარჯველაძემ და _ ვერაფერი გავიგე? წითლიძემ მიკროფონი ისროლა! ლევან მგალობლიშვილი სულაც არ ვიცი, ვინ არის, ღუღუნებს თავისთვის თბილ პარლამენტში, მაგრამ მისი ბრალი ყოფილა. ეგ ვინღაა, ნეტავ?
ასეთ სიტუაციაში, რის შესახებ შეიძლება მსჯელობა?
სად ვართ ნეტავ, ვინმე ამიხსნის?
იმ მეცნიერებს უნდა ავედევნო, ჯერჯერობით, ამაოდ რომ ცდილობენ დაადგინონ, ვის წარმოადგენენ სხვადასხვა დროს ნაპოვნი თავის ქალები…

ნინო დაუშვილი