საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ჩემთვის ხვალინდელი გიორგობაც გლოვის დღე იქნება და არა დღესასწაულობისა!!! – საერთო მედია
სექტემბერი 18, 2024

ჩემთვის ხვალინდელი გიორგობაც გლოვის დღე იქნება და არა დღესასწაულობისა!!!

საინფორმაციო სააგენტო “იქსნიუსის” დამფუძნებელი,ექსპერტი  მირიან ყარაულაშვილი, ე.წ ვარდების რევოლუციის შესახებ წერს.

“… ჩემი ეს სტატუსი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, შარშან ამ დროს – 2022 წლის 22 ნოემბერს დავწერე ..

როგორც კი ეს სტატუსი გამოვაქვეყნე ჩემს მაშინდელ ფეისბუქი-ს გვერდზე, ოცი-ოცდახუთი წუთის შემდეგ ჩემი მაშინდელი ექაუნთი გატყდა და ჩემგან დამოუკიდებლად დაიწყო ჩემს ტაიმლაინზე უბინძურესი ვიდეოების გამოქვეყნება ბავშვთა პორნოგრაფიის სახით; კიდევ კარგი, რომ არ ვიყავი გასული გვერდიდან- ვაკვირდებოდი წამკითხველთა რაოდენობას და ამიტომ სწრაფად შევნიშნე ეს უბედურება!

მაშინვე დავბლოკე ჩემი გვერდი და ვაცნობე ფეისბუქის ადმინისტრაციას შესაბამისი წერილით.

სამწუხაროდ, ფეისბუქის ადმინისტრაციამ (Facebook) ჩემი ის გვერდი სამუდამოდ გამიუქმა და ამის შესახებ მაცნობა.

მეორე დღესვე მივმართე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამმართველოს(კიბერუსაფრთხოების), რამოდენიმეჯერ დაკითხვაზეც დამიბარეს და დამკითხეს, მაგრამ სამწუხაროდ დღემდე არ გარკვეულა არაფერი, თუ ვინ და საიდან გატეხა ის გვერდი და ვინ აიძულა Facebook -ი სამუდამოდ გაეუქმებინა ჩემი ის პროფილი, რომელსაც 2009 წლიდან ვაწარმოებდი.

ამიტომ, კიდევ ერთხელ გთავაზობთ ჩემს მაშინდელ სტატუსს-მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა ჩემს აზროვნებაში ნაცნაძირალების მიმართ, მხოლოდ თარიღია ერთი წლის წინანდელი- დანარჩენს ზუსტად იგივეს ვფიქრობ, ვწერ და ვამბობ!

=======
-ზუსტად 19 წლის წინ, 2003 წლის 22 ნოემბერს (და არა 23 ნოემბერს-გიორგობას- როგორც ამას ტვინებში უჭედავდა საქართველოს მოსახლეობას დღეს დემენციის სახით თვითდაზიანებული კრიმინალი სააკაშვილი) საღამოს 17:23 სთ-ზე ,საქართველოს პარლამენტის მიმდინარე სხდომაზე შეიჭრა, ავტომატური და მოკლე ხრახნიანი იარაღებით აღჭურვილი ბანდიტთა მცირერიცხოვანი ხროვა, რომელთაც წინ მიუძღოდნენ პარლამენტარებად არჩეული რამოდენიმე გადაგვარებული ნაძირალა “ნაციონალური მოძრაობიდან” და პ/გ “ბურჯანაძე-დემოკრატებიდან”.

შეიარაღებულ ინეტერვენციას, პარლამენტის შიგნით ტერიტორიაზე შეეგებნენ მაშინდელი აღმასრულებელი ხელისუფლების რამოდენიმე მოღალატე, ბანდიტების მეთაურებისგან არც თუ კოლოსალურ თანხებად წინასწარ მოსყიდული ის ფუნქციონერები, რომელთაც უპირველესად ევლებოდათ საზოგადოებრივი და სახელმწიფო უსაფრთხოების და უმაღლესი თანამდებობის პირების დაცვა და მათთვის სახელმწიფო თანამდებობებით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა. შეიარაღებული ხროვას სათავეში ედგნენ სააკაშვილი, ბურჯანაძე, კულისებიდან ჟვანია და მათი უახლოესი გარემოცვა , რომელთაგან ზოგიერთი დღესაც ან საკანონმდებლო, ან აღმასრულებელ ან ხელისუფლების სხვა შტოებში არიან განთესილნი. მათი უმეტესობა დღეს საქართველოს ბიზნეს-სექტორში წარმატებულ(!!!) საქმიანობას ეწევა!

ამ გამოცხადებული ტერორის შედეგად , მაშინდელი სახელმწიფო ხელისუფლების ზოგიერთი მაღალი თუ უმაღლესი თანამდებობის პირების მოქმედებისა თუ უმოქმედობის შედეგად ფაქტიურად ერთ დღე-ღამეში დაინგრა მთელი ათი წლის განმავლობაში სამოქალაქო ომის, გალოპირებული ინფლაციის, უმწვავესი ენერგეტიკული კრიზისისა და პერიოდული ცენტრალური ტერაქტების განხორციელების ფონზე შეკოწიწებული ხელისუფლება, ხოლო მოქმედი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დილის ხუთ საათზე “შემთხვევით” ჩამოფრენილ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ივანოვთან განმარტოებისა და მცირე ხნის საუბრის შემდეგ “სახლში წავიდა”!

… ამით დასრულდა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი წარმატებული დეკადა! წარმატებული სხვათა შორის სტატისტიკურადაც- 2003 წელი იყო და არის ერთადერთი წელი დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პერიოდში, როდესაც ეკონომიკის რეალურმა წლიურმა ზრდამ შეადგინა ორნიშნა რიცხვი- 11.8 % ! სამწუხაროდ, 2015 წლიდან საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდიდან ეს მაჩვენებელი უკვალოდ გაქრა და დღეს დოკუმენტურად ამ მაჩვენებლის დადასტურება მხოლოდ მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებშიღაა დაფიქსრიებული.

დიახ, შევარდნაძე “წავიდა სახლში” და სახლიდან სახელმწიფოს სათავეში მივიდნენ დღეს თვით-დემენციაქმნილი სააკაშვილი, 2005 წლის თებერვალში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ჟვანია და მათი ბინძური საქმეების მწმენდავი და მრეცხავი – ვარდო, უკაცრავად-ნინა ბურდჟანადზე!!!

სრული პასუხისმგებლობითა და დღეს უკვე ღია საინფორმაციო წყაროებში გაჟონილი უამრავი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, სრული პასუხისმგებლობით ვამტკიცებ: 2003 წლის 22 ნოემბრის შაბაში და მის შემდეგომ განვითარებული ათწლიანი ბნელი ღამე იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა დონეზე დაგეგმილი სპეცოპერაციის განხორციელების განგრძობადი პროცესი!!!

მიუხედავად ჩემი მხრიდან გულწრფელი მცდელობისა -ქართველებისთვის უდიდესი რელიგიურ-სახალხო დღესასწაული გიორგობა ამ მოკლე სტატუსის შინაარსით დამეცვა ამ დღეასწაულისადმი შეურაცხმყოფელი წოდებისგან, რომელიც მანქურთებმა “ვარდების რევოლუციად” მონათლეს შეიარაღებული გადატრიალებისთვის რომენტიული ელფერის მისანიჭებლად, ეს დღე მაინც შავ, გლოვის დღედ დარჩება ქრისტიანულ საქართველოში:

– უწმინდურებისა და ჯოჯოხეთის მოციქულთა ხელისფლების მიერ, მათი ხელსიუფლების უზურპირების წლისთავზე საქართველოს დედაქალაქში, დედაქალაქის უძველეს უბანში, საქართველოს ძლიერების სიმბოლოს-მეფე თამარის სადიდებლად აგებული წმ.გიორგის სახელობის ე.წ. “დიდუბის ეკლესიის” წინ ტანჯვითა და წამებით , მიბრჯნით სროლის შედეგად სიცოცხლეს გამოასალმეს უწესიერესი ახალგაზრდა, მომავალი საქრთველოს საჯიშე უდანაშაულო ახალგაზრდა სახელად ბუტა რობაქიძე!!!

უწმინდურთა შაბაში წლისთავზე საკრალურ მსხვერპლს ითხოვდა და აკი აღასრულეს კიდევაც წყვილჩლიქოსნებმა უდანაშაულო ახალგაზრდის უმანკო სისხლის დაღვრით!!

…. ვერ ვიზეიმებ მე პირადად გიორგობას ვერც ხვალ, და ვერც მანამდე, ვიდრე უდანაშაულო ბიჭის, ჩვენი ბუტას სული არ დაწყნარდება ზეციურ საქართველოში მისი მკვლელი ჯალათების სრულად განეიტრალებითა და გაუვნებელყოფით!

სამწუხაროდ, ჯერ იქამდე კიდევ საკმაოდ შორსაა!!!… ისევე, როგორც ბოლო 18 წელი, ჩემთვის ხვალინდელი გიორგობაც გლოვის დღე იქნება და არა დღესასწაულობისა!!!”

წერს მირიან ყარაულაშვილი.

==========================