ეს დაქნეული ქალები კიდე ბღავიან “მიჰააა!” აგე, ამათი მიჰა, უკრაინელი სომეხი მიხაილო ხურუშიან!
ერვანდა ევროპის წინააღმდეგ
_ ახპერჯან, ვონცეს! _ შუა “დიასახლისობაში” თავზე დამადგა ერვანდა.
_ კამაც-კამაც, _ ჩავუკარი თვალი.
_ ჩაის აკეთამ? ჰო, ნუ, როცა რო კაცი ავათ არი, ეგრეც უნა ჰქნას, _ დაბეჯითებით თქვა ერვანდამ და ჭკვიანური გამომეტყველებით სავარძელში ჩაეფლო, იქვე დადებული პლედი მიიფარა და გაიტრუნა.
_ რა გჭირს?
_ არც არაფელი. ვა, ეს რა თმილია, ირანულია? _ მანიშნა თვალებით პლედზე.
_ ისტამბულ! _ ვუთხარი მისივე ინტონაციით.
_ ეს ყიზილბაშები და თურქ-სელჯუკები ხო ყველგან დამსდევენ, პლედი ვეღარ დამიხურნია! _ ვითომ აღშფოთდა ერვანდა და ფანჯარას გახედა.
_ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მე მაინც ჯერ ჩაის დავლევ, _ გამეღიმა, რადგან მივხვდი, მისი ინსტინქტურად ფანჯრისკენ გახედვა რასაც ნიშნავდა.
_ ზურაჯან, უმნი კაცი ხარ. ნუ, არც მე ვარ შვიშტოკი, მარამ ერთი რაღაც ვერ გამიგია, _ წამოიწყო ერვანდამ, მაგრამ ნანულიმ აღარ დააცადა, შემოვარდა და დოინჯშემოყრილი დადგა.
_ ვა, ახჩიკჯან, ვონცეს? _ გაუღიმა ერვანდამ.
_ ვონცეს და დღრონცეს! რას მოვარდი ამ სისხამზე, სახლი არა გაქვს? მობრძანდა გველთამზე თავისი წილიანი “ახტამარით!” რით ვერ გაიგე, რომ ამისთვის დალევა არ შეიძლება! _ ლამის ხაოდა ნანული.
_ წილი რა არის, ტილის ბიძაშვილია? მეჟდუ პროჩემ, ვინაითგან ივროპისკენ მივდივართ, 3-4 სვეჟი ბაღლინჯო ყველას უნდა გვედოს სახლში, დაკუმენტია, რო პრირაჟდიონი ივროპელი ხარ, _ გაიღმიჭა ერვანდა.
_ ზურა, თქვი რამე, თორემ მოვკლავ ამას! _ ნანული ახლა მე მომიბრუნდა.
_ რა გაჩხუბებთ, ორივეს სატირლად გაქვთ საქმე. ის დროა, ერთმანეთს პატიებას სთხოვდეთ და ეხუტებოდეთ, _ ვთქვი წყნარად და რეაქციას დაველოდე. “რათა” და “რატომ” ისე ერთდროულად გაისმა, ორხმიან სიმღერასავით ჩამესმა.
_ შენ იმიტომ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოცემის სერიოზული იმედი გაჩნდა და შენი სექტა გიჟს ჰგავს; შენ კიდევ იმიტომ, რომ ევროკავშირის ხსენება არ გინდა. მიზეზებს რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტობრივად, ორივეს არ გინდათ სტატუსის მიღება.
_ ზურაჯან, აი, რათ უნა მინდოდეს? ეგ თქვენი ევროკავშირი თუ რომ კარქი იქნებოდა, ანგლისკი დვარეცი არ გაიქცეოდა. მე ის ქალი მიყვარს, მარინ ლე პენი _ ის რაღათ ამბობს, როცა რომ პრეზიდენტი გავხთები, საფრანგეთსაც გამოვაქცევ? ის იტალიელიცა, პოლონელიცა… სლუში, ეგენები შიგ არიან და გამოქცევა უნდათ და მე რო შიგ არა ვარ, შიგ რატომ უნდა მინდოდეს? ერთი პადრუგა მყამდა, ნინო ერქვა, ორთაჭლელი იყო, “შაო ნინოს” უძახდით, ის თქვა, ხაში მიყვარსო. ვა, მეთქვი, ფაშვი გირჩევნიან თუ ჩლიქები? ცხოვრებაში არ მიჭამნიაო. მეთქვი, მა რა გიყვარს? სახელი მომწონსო. ეგრეა ჩვენი ანბავიც, სახელი მოგვწონს, რააა… ამ სექტანტებს კიდევა, არაფერიც არ მოწონთ, სუ ნედავოლნები არიან, მარტო ის მოწონთ, თუ ვლასტში არიან. ჰა, ნანულაჯან, სექტამ ქელეხის პურ-მარილი სად გაშალეთ, დიღმის ტრასაზედა?
_ რა დიღმის ტრასაზე, ვერა ხარ შენ!
_ იქიდამ შემოდის ივროპა! _ გამხიარულდა ერვანდა.
_ ამ ხალხის მართლა ვერაფერი გავიგე. თავს იკლავდნენ, სტატუსი-სტატუსიო და თვითონ დარბოდნენ, არ მოგვცეთ სტატუსიო. სარეკომენდაციო დასკვნა დადეს, ცალი ფეხი ევროპაში გვაქვს და ახლა გული უღონდებათ, ვაიმე, რატომ მოგვცესო, _ ხელებიღა გაშალა ნანულიმ.
_ ვააა, რა მაგარი დასანახები იქნებით ხაშურიდამ, _ გადაბჟირდა ერვანდა.
მე და ნანულიმ ერთმანეთს გადავხედეთ, ვერ მივხვდით, რა თქვა სასაცილო, ან ხაშური სულაც რა შუაში იყო.
_ ტო, ცალი ფეხი თუ ევროპაში გაყავით და მეორე თბილისში დატოვეთ, ხაშური ხო შუაში მოხვდება. ვააა, ამოიხედავს ერთი კარგი მეჰამაკე რაჟდენა და რას დაინახამს? _ ჩაგვეძია ერვანდა.
_ ვაიმეეე, ეს რა იდიოტია, _ ერვანდას ნათქვამს ჩემზე ადრე მიხვდა ნანული.
_ ტო, ეს ბაზადოვი და მეხრიბეკიანი სულ თავზე დაჯდნენ, აი! კოგაბიტაცია როდის მთავრება, რა ნეაკონჩენი პონტია… _ განავრცო ნაცთემა ერვანდამ.
_ ეგენი ვინ არიან, -თავი არ აუწევია, ისე იკითხა ნანულიმ.
-აბა, შენა ხარ, აი! კაცმა რო გკითხოს, მაგარი სექტანტი ხარ _ ტო, ეგენები არ იცი? ვაშაძე მლადში და ბურატინო… ზნაჩიტ, დეკემბერში პოლნი ივროპელები გავხთებით, არა? – ისევ რობაიებს ფურცლავდა ერვანდა, მაგრამ არც ენას აჩერებდა.
-ზურა, რაღაც სასუნავები მაქვს სახლში და გამომატანინე. ამას არ ვეუბნები, უნდა ავაყაყანო, მე რატომ არ მითხარი, ზურა რატომ წაიყვანეო, -საუბრის სხვა ტალღაზე გადასვლა მოინდომა, ამიტომ ჩურჩულით მითხრა ნანულიმ და თვალი ჩამიკრა (ნანული ხომ გვარის გადაკეთების თემას ვერ იტანს).
ავდექით ორივე და კარისკენ გავემართეთ. ერვანდას არ შემოუხედავს, ისევ ომარ ხაიამის რობაიებს ჩასცქეროდა, შემოსვლის დროსღა შემოგვხედა:
-რა დვიჟენიობა გაქთ აქა?
-ნახიჭევანიდან გამოსული გემი ვერ გატეულა მუხრანის ხიდის ქვეშ, იქვე ტივტივებს და მაგას ვარკვევთ, -დავალაგეთ სახეები მე და ნანულიმ და ისე შევედით.
-ზურაჯან, რა ბრძანეთ? სად რა არ გატეულა? – ამრეზით გადმომხედა ერვანდამ.
-სომხებს გემი ფოთში მიჰქონდათ, შავ ზღვაში უნდა ჩაეშვათ. იცი, როგორი, ძვველებური, ხოფებიანი და ხაშურში, ხიდის ქვეშ ვერ გაეტია. იქვე ქართველებიც იდგნენ, ადგილობრივი სომხებიც, ებრაელებიც, რუსებიც და დასცინოდნენ, სომხებს გემი რათ გინდათო? ერვანდ, სომხები ხმელთაშუა ზღვისპირეთში სულ რაღაც 180 წლით იყვნენ გაჭრილები და ერთ-ერთი უძლიერესი სავაჭრო ფლოტი შექმნეს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე საუკუნის შემდეგ აჯობა ვენეციის ფლოტმა და ისიც წყალწყვით…
-ეგ ვინ გითხრა, ტო? _ აღარ დამამთავრებინა, დასაბმელი გახდა ერვანდა.
– აკაკი ბაქრაძემ დაწერა თავის ერთ-ერთ წიგნში…
-სადა ცხოვრომს, ადრესი მაიტა! _ ჭკუაზე აღარ იყო ერვანდა.
– საიქიო!
– მამანჯაააან, ეგეთი ჯიგარი ქართველები უნა კვდებოდნენ და ეს სომეხი სიმულიანტი ორი წელი აქ ტვინს გვიხნავდეს იმ “ვავამედიდამ”? ვამბობ, რა, სამართალი ჩკა! – დრტვინავდა ერვანდა.
_ ბიჯო, რას გადაეკიდე მაგ ავადმყოფ კაცს?
-ვინა, ეგა?
-ეგ იგეთი გოთვერანი კაცია, ოჯახში არ შეიშვება! ტო, აზრზე მოდი, დაჟე რომ სომეხი აზერს მიცემს ატმასკას, რა გოთვერანი უნა იყოს სომეხი! ტო, სტუმრის ცოლს დუმაზე ხელი რათ უნა მიადო, თუ გოთვერანი არა ხარ? ჰოდა, არის! ეს დაქნეული ქალები კიდე ბღავიან “მიჰააა!” აგე, ამათი მიჰა, უკრაინელი სომეხი მიხაილო ხურუშიან!
– მიხაილო ხურუშიან! როგორ უხდება, -აკისკისდა ნანული.
– აგე, ეგეცა მე ვარ? ამ ხურუშიანის სექტაში სულ ეგეთი დარეხვილი ქალები არიან! ქალო, ნანულ, ახვეტე ეხლა ეგ შენი პურ-მარილი და გასრიალდი აშიკას მძლოკვივით, მინამ რო გამიფრენია. შენი ნერვი მაქ?
– ნუ დუდღუნებ, ისე ვთქვი! -უკან დაიხია ნანულიმ.
-მე ვიცი თქვენი “ისე ვთქვი” რაც არი… ისე თქვა…
-ზურა, უთხარი რამე ამ ფაშისტს! -ლამის შემევედრა ნანული. მიხვდა, რომ ამჯერად ერვანდა არ ხუმრობდა.
-ერვანდ, მოიცა, რა, დავსხდეთ, ვიჭუკჭუკოთ, რა დროს მიხაილო ხურუშიანია, -ხელის აქნევით ვანიშნე, არ გინდა გამწვავება-მეთქი.
-ტო, ხო იცის, რო ვბრაზდები, რატომ უნა მითხრას სახეში, რო ის ავანტყოფი უყვარს? აბიდნა, ვა!
– ნანული, ოცდასამ ნოემბერს რა მემორანდუმს აკეთებთ სექტაში, რაო, მიხაილომ?
– რა უნდა გააკეთონ, ბავშვები, მეტი იმან რა იცის და ამათ კიდე სხვა რა უნდათ – მიდი-შვიდი! მემორანდუმს არქმევს ეხლა მაგ საქმესა ის ჩმორი-კაცი! ეხლა ახალგაზრდები მოუნდა, რაღა! ძველი სახეები მოსწყინდა. კანეჩნა, ან აქამდე როგო უძლებდა ამ მახინჯი ქალების ყურებასა, მიტომაც დახურუშიანობდა! აბა, უყურე სუტრა დო ვეჩერა გაჭყლეტილ ბაყაყსა, მაიმუნის ჩუტყვავილასა, ბურატინოსა და ნანულას! – ძლივს გამოიდარა ერვანდამ.
ნანულის ხმა არ ამოუღია, აისხლიტა ერვანდას ნათქვამი. მისი ერთი დატატანების მერე ხავერდივით გახდა.
-ჰა, რა ხმა გაწყვიტე, სამხედრო საიდუმლოა და მალამ? _ ჩაეკითხა ერვანდა.
-რა გინდა, კაცო! – ლამის ტირილი დაიწყო ნანულიმ.
-კიდე მე მინდა? უთხარი, რათ არ აჩერებთ დუმებსა! რათა ხართ საკუთარი სამშობლოს ვრედნები! ვაბშემაც, რათა ხართ ყველანი ვრაგ ნაროდა! აბიჩნი პიავკები ხართ, რა! ივრაპეისკი კანდიდატის სტატუსი გინდოდათ? – აგე, გაძლემენ შიგ კოკორში! ეხლა ამბობთ, ეგეთი სტატუსი რათ გვინდა, უკრაინასა და მოლდოვას უფრო ადრე მისცესო! ვაა, კიტაროს! თურქეთს ვაბშემც წინა საუკუნეში მისცეს და დღემდე მიკრული აქვს ცარელა კანდიდატობა, მარამ თქვენ ბუნტი გინდოდათ პად ნოვი გოდ და რო ჩაგეშალათ, იმიტომაც დაგემართათ პანოსი!
– ზურა, გამანებოს თავი, ჩემგან რა უნდა? – ხმა აუკანკალდა ნანულის.
კი შემეცოდა, მაგრამ მეც კარგი გულღრძო ვარ, ვიფიქრე, ცოტაც შეარყიოს ერვანდამ-მეთქი და მაინც არ ჩავერიე. რაც ნანული ჩვენ ნერვებს გვიშლიდა ნაცსექტის გამო, ცოტათი რომ გამოესყიდა.
– თქვენი საქმე თქვენ გაარკვიეთ! რა მოხდა, საუბრობთ, არც გკლავს, არც გაუპატიურებს, – სრული “მწვანე ავუნთე” ერვანდას.
-ხომ მაწამებს? -აღმოხდა ნანულის. ჩვენთან ჭუკჭუკი უნდოდა და ითმენდა, თორემ ამდენს ვინ მოუსმენდა ედრვანდას, თბილისზე სამი წრე ექნებოდა უკვე შემოვლილი.
-წამება, იცი, რა იქნებოდა? ახლა მე რო აი, ამ ზურას ყიზილბაშსკი პლედით ყელში წაგიჭირო და სუ სათითაოდ გაყლაპინო პერსიისკი ლექსების ფურცლები… ზურაჯან, ისე, მართლა ხო არ ვაყლაპინო? ვა, არა სწავლობს იგრე და ეგრე მაინც შეითვისოს. კაცმა თუ რომ ლექსები არ იცის, ის კაცია საეჭვო და ქალმა რო არ იცის, ვაბშემაც დასახრჩობია, _ აუტყდა სიცილი ერვანდას.
– გველო, ვითომ არ იცი, რომ ზუბრიაჩკობა არ შემიძლია, _ გაეღიმა ნანულისაც.
– მიტომაც გთხლიშამდა ხოლმე ორიანსა ქეთო მასწი. ტო, “მუშა ბოქულაძის” სწავლას რა ზუბრიაჩკობა უნდოდა, ვკითხულობდი და ვტიროდი: “რად მიყურებ ეგრე გაკვირვებითა, ნუთუ სახე არ გინახავს მუშისა…”
– ზურა, ეს დეგენერატი არ არის? რატომ ახსოვს სკოლის ლექსი, თან რა საძაგელი ლექსი იყო, _ მე შემომხედა ნანულიმ და სახეზე მართლა გაოცება ეწერა.
– მა რომელია კარქი ლექსი “შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი?”
-ბიჭო, ქართულად ვერ ლაპარაკობ და ლექსებს რანაირად ამბობ სწორად?
-ლექსი ჯერ უნა შევიდეს შენშ,ი რო გამოუშვა… ლექსს ვერ დაიზეპირებ, ლექსი უნდა დასახლდეს შენში და თითონ გეთქმეინოს… მე რა, კი არ ვიჯექი და ვიზეპირებდი, შემოდიოდნენ და ჩემში ზაპისკას აკეთებდენ… _ ერვანდამ სივრცეს გახედა ფანჯრიდან და რაღაც ჩაიბურტყუნა.
– შემაგინე? -ეცა ნანული.
– შეგაგინე არა, ორი შაური დაგაყარე წინაპრების საფლავზე, ორი სიტყვა ჩემთვინა ვთქვი, _ შეუღრინა ერვანდამ.
-მითხარი! – უბრძანა ნანულიმ.
– ამას უყურე, ეე! გოგოჯან, ეხლა ნუ გაბლატავდი… იტოგში, შეველით შიგ ევროპაში, თუ კიდე გრანიცაზე ვდგევართ და რიკის ძვალს ვიფხანთ?
– ვიფხანთ, -მკვირცხლად მიუგო ნანულიმ.
– იფხანეთ, ცავატანემ, იფხანეთ! პადარკათ ერთ სურათს გაჩუქებთ, ლოგინთან გაიკარით. უბრალო რამე არალი, 1901 წლის გაკეთილია. იგივე მეორდება, ის ბრინჯიკოლა ჩინელი მაშინაც იცინოდა…
ზურა ოშხერელი