მაჭუტაძე უცნობის კლიპმა გააღიზიანა!

მრავალპარტაგამოვლილმა მაჭუტაძემ უცნობს ახალი კლიპი დაუწუნა და უხამსობა და ესთეტური ნაგავი უწოდა. პარადოქსია მეგის ქარდავას თანამოაზრეს საჯდომის ნახვა უკვირდეს…
“რას არ უმღერდნენ ქართველი პოეტები – სიყვარულსა და მეგობრობას, ფირუზისფერ ზეცას და ზურმუხტისფერ მიწას, იისფერ თოვლს და ლურჯა ცხენებს, მერანს და საყურეს, ძოწ-ლალ-ბაგეებს და მისათვალ წარბ-წამწამ-თვალებს…
ქართულ ლექსში ცოცხლობდა დიდებული სახეები თამარ მეფის, რუსთველის, შალვა ახალციხელის… ლექსი იწერებოდა მერი შარვაშიძეზე, ილიაზე, კოხტა თიკანაძეზე… ქართულმა ლექსმა გამოატარა თავისუფლების, ღირსების, მშვენიერებისა და დახვეწილობის აღქმათა სიცოცხლე. ეროვნული ენერგია და ვინაობა საზრდოობდა პოეზიით, სიმღერით.
პოეტურ სტრიქონებში ინახებოდა და იმღერებოდა საკაცობრიო და ნაციონალური სიმბოლოების შესახებ. უფრო მეტიც, კიდევაც იქმნებოდა ასეთი სიმბოლოები.
გუშინდელმა კლიპმა კი, სავსებით ახალს სიმაღლეზე ატყორცნა ქართული პოეზიაცა და მღერაც – ჩამოთვლილ სახე-ხატებს, პოეზიაში სიტყვით ხოერცშესხმულ ფრესკებსა და სიმბოლოებს, ჩაენაცვლა უხამსობა და ესთეტური ნაგავი.
ეს არის ქართული კონსერვატიზმი? ეს არის ტრადიცია?! ეს არის გაგრძელება და უწყვეტობა?!
ალბათ კი, მაგრამ არა ქართულის”- წერს ნიკა მაჭუტაძე.