საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

თაღლითების უსტაბაშმა კანონმოპროექტო დაჯღაბნა! – საერთო მედია
მაისი 20, 2024

თაღლითების უსტაბაშმა კანონმოპროექტო დაჯღაბნა!

პოლიტიკას ამოფარებულმა თაღლითმა , მამუკა ხაზარაძემ, “ანტირუსული სტრატეგია” წარადგინა, რომელიც 9 პუნქტისგან შედგება. ხაზარაძის თქმით, “საქართველოს დაცვის აქტი” მოიცავს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციების დაწესებას, პირდაპირი ფრენების აკრძალვას, რუსული ფონდებისა და სატელევიზიო არხების აკრძალვას და ა.შ.(ნეტა ვინ რას კითხავს)

საგანგებო ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება კომფორტს უქმნის ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს და ემსახურება რუსეთს, ნაცვლად იმისა, რომ ემსახუროს საქართველოს და ქართველ ხალხს.

“ლელოში” გვჯერა, რომ დროა მოვიდეს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი პრიორიტეტი იქნება საქართველოს და მისი ხალხის მსახურება. დღეს “ლელო” აცხადებს 9 პუნქტიან გეგმას, რათა წამოიწყოს ჩვენი ქვეყნის უკან დაბრუნების პროცესი, საქართველოში რუსეთისა და რუსეთის გავლენის დასრულების მიზნით…

ხვალ “ლელოს” საპარლამენტო ფრაქცია პარლამენტში განსახილველად შეიტანს საქართველოს დაცვის აქტს, 9-პუნქტიან გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესების დაცვას და შეზღუდავს რუსულ შემოსევას საქართველოში:

ევროკავშირის სანქციებთან სრულად შეერთება – სავიზო რეგულაციის დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის;
დასაქმების ბაზრის დაცვა (ეს პუნქტი ზღუდავს რუსეთის მოქალაქეებისთვის მუშაობის უფლების მიცემას);
მიწის გაყიდვის შეზღუდვა (აკრძალვა);
რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების აკრძალვა;
რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა;
რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება;
პირდაპირი ფრენების აკრძალვა;
რუსულის სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვა;
რუსული ფონდების აკრძალვა.
საქართველოს დაცვის აქტი სწორედ იმის მაჩვენებელია, თუ როგორ ემსახურება “ლელო” საქართველოს და როგორ უნდა დასრულდეს სამარცხვინო და საშიში პრორუსული ხელისუფლება. კმარა პუტინის ჯიბის მთავრობა. დროა, მოვიდეს ეროვნული ხელისუფლება,” – ამბობს მევახშე.