საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ვინც ვერ აგროვებს 100 ათას ხმას ის არის არა პოლიტიკური პარტია! – საერთო მედია
ივლისი 21, 2024

ვინც ვერ აგროვებს 100 ათას ხმას ის არის არა პოლიტიკური პარტია!

 

„ჩვენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს აუცილებლად ჩავატარებთ 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერით“-ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „კურიერი p.s“-თან განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი საჭიროა ქვეყნის დემოკრატიული სისტემის სტაბილური განვითარებისთვის.

მისივე თქმით, ის, რაც აბალანსებს დესტაბილიზაციის რისკს და რომელიც ასრულებს სტაბილიზატორის ფუნქციას პროპორციული სისტემის პირობებში არის სწორედ შედარებით მაღალი საარჩევნო ბარიერი.

კობახიძის შეფასებით, ვინც ვერ აგროვებს 100 ათას ხმას ის არის არა პოლიტიკური პარტია, არამედ პოლიტიკური კლუბი.

„5 პროცენტიანი ბარიერი პირველ რიგში არის ის, რაც სჭირდება ქვეყნის დემოკრატიული სისტემის სტაბილურ განვითარებას. პროპორციული სისტემა მიდრეკილია არასტაბილურობისკენ ზოგადად, ეს საერთაშორისო პრაქტიკითაც დადასტურებულია და ამ ვითარებაში ერთადერთი და მთავარი, რაც აბალანსებს დესტაბილიზაციის რისკს და რომელიც ასრულებს სტაბილიზატორის ფუნქციას პროპორციული სისტემის პირობებში არის სწორედ შედარებით მაღალი საარჩევნო ბარიერი. 5 პროცენტიანი ბარიერი დადგენილია იმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც მოქმედებს პროპორციული სისტემა. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის არის მნიშვნელოვანი 5 პროცენტიანი ბარიერის შენარჩუნება და მეორე, რატომ უნდა დავუთმოთ „ნაცმოძრაობას“ ისეთი რამ, რაც მათ სუბიექტურად გააძლიერებს ხომ? არც ქვეყნის ინტერესი გვკარნახობს ამას და მით უმეტეს, ამას არ გვკარნახობს არც „ნაცმოძრაობის“ გაძლიერების ინტერესი, რომელიც ბუნებრივია ვერ გვამოძრავებს. ვინც ვერ აგროვებს 100 ათას ხმას ის არის არა პოლიტიკური პარტია, არამედ არის პოლიტიკური კლუბი, ანუ რამდენიმე ადამიანის ერთობლიობა“.-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.