შესაძლოა ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე გახდეს“
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე გახდეს“. როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, „ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სალომე ზურაბიშვილს მოღალატედ და აგენტად აცხადებდნენ, დღეს კი მათი ლიდერი არის“.