საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

რითი დაფრინავს ეს კუდიანი, ცოცხზე ხომ არ არის გადამჯდარი? – საერთო მედია
სექტემბერი 7, 2024

რითი დაფრინავს ეს კუდიანი, ცოცხზე ხომ არ არის გადამჯდარი?

პრემიერს ადევნებული კვაზი-პრეზიდენტი

“შენს სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ – შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ შენი ერის!” – რომანის პერსონაჟს ათქმევინა ჭაბუა ამირეჯიბმა, მაგრამ ამგვარი შეგონებანი რანაირად უნდა გაიგოს რეზიდენტმა პრეზიდენტმა, რომელიც საქციელით ჩამოყალიბებული პოლიტმეძავია, წინაპარი კი, დიდი ბებიის სახით, პროფესიონალი მეძავი ჰყავდა.
ვაგლახ! როგორ წარმოვიდგენდი, რომ როდესმე ნიკა გვარამიას ჭკუაზე დავდგებოდი -მართალი ყოფილა ის კაცისებრი, რას გამოვუხტით და დავტუქსეთ, როგორ ჰკადრებ ქალს და ამავდროულად შენი ქვეყნის პრეზიდენტს ასეთ უწმაწურ სიტყვებსო. ალალი იყოს ამ ქალისებრზე ყველა ის სიბინძურე, რაც კაცისებრმა საქვეყნოდ მიუძღვნა! აკადრაო, ვერ ვიტყვი, ჭეშმარიტება უბრძანებია ამ შემთხვევაში ნიკა-მართალს და რას ვერჩით?
რამე თუ დარჩა კიდევ, რაც ამ ქალს არ უკადრებია?
კი, დარჩა, ახალგაზრდების მოყვარული “მიხეილ მემორანდუმას” შეწყალება და სანამ ეგეც მოუმოქმედებია, საკუთარი წინაპრების სამშობლოს არცნობისა და ღალატის გამო, ავანსად დააყვიროს ივანე ზურაბიშვილისავე თეთრმა ვირმა!
აღიარებები რომ დაიწყეს, ვიღაცები დადიან “ევროპებში” და საქართველოს წინააღმდეგ სამავნებლოდ ეჩურჩულებიან ცალკეულ პირებსო, ჯოხი ცხვირმოუხოცავ პოლიტწვრილფეხობაზე გადატყდა, არადა, ამხელა პერსონა ასე აშკარად რომ გამოსრიალდა, ხომ წარმოგიდგენიათ, კულუარულად რეების მკადრებელია? აი, რატომ დაძრწოდა ხრიოკის ტურასავით აქეთ-იქით!
აბა, ახლა გამოდგნენ ის გამოქანთარებული მორალისტები, ზოგი მჭლე და ზოგი _ მსუქანი, ყბის ძვალს რომ იგდებდნენ, “რას აშავებს ქალბატონი პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს რომ ხვდება, საქართველოს ევროპული მომავლისთვის იღწვის პრეზიდენტის მაღალი ტრიბუნიდანო”; ახლა იბწკინონ სათითაოდ ცალ-ცალ დუმაზე, “რატომ არ რთავს ნებას მთავრობა რომ ევროპის ლიდერებს შეხვდესო”. სალომე ზურაბიშვილი: “ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი გზავნილი: ევროპამ ასე, უბრალოდ, არ მოგვცეს სტატუსი, არ გადმოგვიგდოს როგორც საღრღნელი ძვალი, არამედ, სტატუსს თან უნდა ახლდეს ევროპული თანადგომა სწორედ არჩევნებზეც.”
გესმით, რას ამბობს ეს ძაღლთაპირი, ეს უსამშობლო, ქართველთმოძულე?
 რადგან დაგეგმილი ნოემბრის მოლოტოვის კოქტეილობანა ჩაეშალათ, დეკემბრის იმედიც აღარ აქვთ, 2024 წლის არჩევნებისთვის გადაავადა, ხავსს ებღაუჭება, რა ჯანდაბად გვინდა თქვენი სტატუსი თუ ჩვენსას ვერ მივაღწიეთ, ხელისუფლების შეცვლაა მიზანიო. მოკლედ ეს ასე გამოითქმის: “ხალხმა რომ უმრავლესობით კვლავ “ქართული ოცნება” აირჩიოს, გვერდზე უნდა დაგვიდგეთ “ევროპულად”, არადემოკრატიულად უნდა ცნოთო”. “ევროპულ-ამერიკული” თანადგომა როგორია, კარგად ვხედავდით სააკაშვილის მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში; ისიც კარგად ვიცით, რამდენი კარლ ბილდტი იყო იმ “ევროპებში” და იმასაც კარგად ვხედავთ, ახლაც რამდენი კარლ ბილდტია იმავე ევროპაში _ ქრთამი მხოლოდ ჯოჯოხეთს არ ანათებს, ევროპასაც კარგად აბრდღვიალებს!
საქართველოს პრეზიდენტი შიშველი და ღირსებააყრილია, მაგრამ ვისთვისაც უცხოა ღირსების ცნება, ანაღვლებს? უფრო და უფრო ეფლობა იმ ჭაობში, რომლიდანაც ვეღარასოდეს ამოვა.
ბატონი პრემიერი საფრანგეთის პრეზიდენტმა მიიწვია ელისეს სასახლში და იმპიჩმენტგაყრილი რეზიდენტიც საფრანგეთში გავარდა დაუოკებელი ძუკნასავით, სადაც კიდევ ერთი, ყველანაირი ჩარჩოდან ამოვარდნილი პოლიტუგვანობა დაახეთქა _ ერთ-ერთი ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში პუტინისა და სი ძინპინის დაპატიმრებას მხარი დაუჭირა. მე იმის დედა ვატირე, ვინც ამას დიპლომატობა დააბრალა!
ეს გაურკვეველი წარმოშობის ზურაბიშვილების ჩონჩორიკი იმ სი ძინპინის დაპატიმრებაზეა ხელისმომწერი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი და ჩინეთის ცენტრალური სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეა; იმ სი ძინპინის დაპატიმრების მხარდამჭერია, რომელიც ჩვენი (მისი სამშობლო არ არის!) პარტნიორი სტრატეგიული ქვეყნის პრეზიდენტია, რომელსაც 15 ნოემბერს, სან-ფრანცისკოში ჩვენი მეორე სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტი (ერთი ის არის კიდევ “შედევრი” და სხვა სამყაროსთან კონქატორი!) უნდა შეხვდეს, ხოლო 7-8 დეკემბერს, პეკინში, სი ძინპინთან შეხვედრაზე ჩვენი მესამე სტრატეგიული პარტნიორის ლიდერები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი ჩადიან.
აშშ, ევროკავშირი და ზოგადად, ყველა სერიოზული გეოპოლიტიკური მოთამაშე ჩინეთთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს და ამ დროს ეს ტუტუცი კვაზიპრეზიდენტი რეებს როშავს მსოფლიოს გასაგონად! თუმცა, ის ხომ რეალურად სათამაშო ტიკინაა, მოქაჩავენ ძაფზე და ასრულებს. მისი ჰანგი ხომ იგივეა, რაც ე.წ. რადიკალებისა, რეალურად მასავით უცხო ქვეყნების აგენტებისა და შესაბამისად, საქართველოს მავნებლებისა. ახლახანს იყო _ საქართველოს პრემიერი რატომ ხვდება ჩინეთის დიქტატორ ლიდერსო და საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული ხელშეკრულების გაფარჩაკებას ცდილობდნენ.
გულღრძო დედაკაცი!
გულით უნდოდა ღამურას ელისეს სასახლიდან ბრიჯიტ მაკრონთან ერთად გადაღებული ფოტოები ეფრინა, ამიტომაც იშვლიპა ქუდი და გაენცხრა საფრანგეთში, მაგრამ ხელთ მხოლოდ საქართველოს პრემიერისა და საფრანგეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის კეთილდამოკიდებულების ამსახველი კადრები შეგვრჩა. იცოდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ პრემიერს შეხვედრა ჰქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან და წაიმავნებლურა.
შეხვდა ბატონი ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩს. მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორმხრივ მეგობრულ ურთიერთობაზე, განიხილეს მიმდინარე გეგმები და ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობის განვითარების თვალსაზრისით, რაც ზრდის ქვეყნის, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის პოტენციალს.
შეხვედრაზე, ასევე ხაზი გაესვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიწვევით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ჩინეთში განხორციელებული ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას და მის უდიდეს როლს საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობის სტრატეგიულ დონეზე განმტკიცების პროცესში.
ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ მხარეებს განსახილველი და ამ ტუტრუცანა “ჭ” კლასის უცხო ქვეყნის აგენტის ენის ქნევის გამო, საქართველოს პრემიერს მოუწია საქართველოს ე.წ. პრეზიდენტის განცხადების შეფასება, ფაქტობრივად, თავის დახრა, რომ საქართველოს ასეთი არარაობა ქალი ჰყავს პრეზიდენტად დადებული.
პრემიერმა კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელი უწოდა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაკავშირებით, რომელიც მან ფრანგულ სატელევიზიო არხ LჩI-სთან ინტერვიუში გააკეთა.
პრემიერმა ნამუსი მოგვწმინდა საქართველოს იმ შვილებს, რომლებიც საქართველოს ვთვლით სამშობლოდ, ნორმალურ ადამიანებს და ხაზგასმულად აღნიშნა სი ძინპინის დესპანთან, რომ აღნიშნული რიტორიკა სასტიკად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას; რომ ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთებას.
  პრემიერმა ვეღარ დამალა შუბი ხალთაში, იძულებული და ვალდებული გახდა ეღიარებინა, რომ სამწუხაროდ, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ე.წ. პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევითა და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, ცალკეულ აქტივობებს ახორციელებს და საკუთარ შეფასებებს აკეთებს საერთაშორისო საკითხებზე, რის გამოც უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს; რომ სწორედ მისი მხრიდან კონსტიტუციური ნორმების საჯარო და უხეში დარღვევა გახდა მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ინიცირების მიზეზი; რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც პრეზიდენტი არ ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას _ ეს მანდატი მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს ე.წ. პრეზიდენტის განცხადება ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოსა და მისი ლიდერის მიმართ.
პრემიერმა სინანული გამოხატა რეზიდენტი-პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ მისი გამიზნული მავნებლობა გავლენას არ იქონიებს საქართველო-ჩინეთის პოზიტიური ურთიერთობის შემდგომ განვითარებაზე.
“ალბათ, არაფერია ერთმანეთზე ისე პირდაპირ დამოკიდებული, როგორც პიროვნების ზნეობაზე _ მისი ერის ბედ-იღბალი, მოქალაქის ზნეობაზე _ მისი სახელმწიფოს ავ-კარგი და პირუკუ.
ზნეობა ის შინაგანი ძალაა, რომლის წყალობითაც პიროვნება საქციელსაც იწესრიგებს, რომლის წყალობითაც თავის პირად მოთხოვნილებებს ერის და სახელმწიფოს საჭიროებებს უთანხმებს.” ამ უზნეოს ზნეობა ვინ მიაშავა!..
ჩინეთის ელჩი გაგებით მოეკიდა ბატონი პრემიერის განმარტებას. აშკარა იყო, რომ მან კარგად იცის რას უმკლავდება ქვეყანა სინდის-ნამუსდაცურებული ე.წ. პრეზიდენტის სახით და “ჩინეთის წილი” სირცხვილი აგვარიდა, მაგრამ ეს რომ ბოლო მავნებლობა არ იქნება მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ხომ ვიცით?
მაინც რამდენ თუმნად გაიხადა რეზიდენტმა პრეზიდენტმა?
სანამ ომი გამოუცხადებია რომელიმე ქვეყნისთვის და საერთაშორისო გაუგებრობაში ჩავუგდივართ, რამენაირად დაუხშეთ საინფორმაციო ღრუ ამ ვიგინდარა ქალს!
რითი დაფრინავს ეს კუდიანი, ცოცხზე ხომ არ არის გადამჯდარი – არ მიეცეს აფრენის უფლება არცერთ ბორტს, რომელშიც ეს გველკუა იჯდება!
გარდაუვალი იძულებაა ვადის ამოწურვამდე ვუთმინოთ?!
ამას ვის გადავეყარეთ!

“საერთო გაზეთი”
ზურა ოშხერელი