“ნაციონალური მოძრაობა” დასრულებულია!

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ენმ-ს დაღმასვლაზე თვითგანადგურების რეჟიმში გადასვლის რეჟიმზე სოციალურ ქსელში წერს:
“ბოლო დროს ენმ-ს უნტერ-ოფიცრები აცხადებენ, რომ პარტიის ლიდერი არის უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი. ეს უკანასკნელი ამას არც უარყოფს, და თუ მთელი წელიწადნახევარი ხალხს და მათ შორის ენმ ამომრჩევლებს ატყუებდა, რომ ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს და მთლიანად უკრაინაზეა გადართული, ეხლა ცდილობს თან ძალიან სულელურად, ქართულ პოლიტიკას ისევ შემოეტენოს
ხაბეიშვილის როლი პარტიაში პრაქტიკულად განულებულია და რამდენ ხანს დატოვებენ თოჯინა-თავმჯდომარედ, მგონი თავადაც არ იცის, მაგრამ კმაყოფილია, რადგანაც “ქურქუმალ ვაითში” ჩაეწერება რომ ენმ-ს თავმჯდომარე იყო.
ნიკანორ მელია კი ენმ-დან ბოლო მოსავალის აღებას ცდილობს.
რომც მოხდეს სასწაული და მიშას ე.წ. “მანიფესტს” ხელი მოაწერონ, ისე საჩვენებლად და ბელადის საამებლად, დაღმასვლას ვერაფერი შეაჩერებს.”