საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ყიამყრალები ანუ 30 ვერცხლად გაყიდული ქალთა სახეები ოპოზიციაში! – საერთო მედია
ნოემბერი 29, 2023

ყიამყრალები ანუ 30 ვერცხლად გაყიდული ქალთა სახეები ოპოზიციაში!

ყიამყრალები
გვესაუბრება ისტორიის
დოქტორი, პროფესორი
ედიშერ გვენეტაძე:
ბატონო ედიშერ, წინა კვირას ოპოზიციონერი ქალების “აღშფოთება” ალუდა ღუდუშაურისა და ირაკლი ბერაიას სიტყვებმა გამოიწვია. თუმცა, თავად ეს ქალბატონები წლებია, პარლამენტარ მამაკაცებს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ და ამაზე პასუხსაც არავინ სთხოვს…
-ქართველი ერი “ვეფხისტყაოსანზე” გაიზარდა. სკოლაში, ალბათ, ყველას დაგვიწერია თემა _ “ქალთა სახეები “ვეფხისტყაოსანში”, სადაც პერსონაჟ ქალებს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავთ, რაც სიყვარულს, მეგობრობას, სიკეთეს, ურთიერთგატანას, ქრისტიანულ ფასეულობებს ეყრდნობა. ამას ვერ ვიტყვით ოპოზიციონერ ქალ პარლამენტარებზე. უცხოელმა პარტნიორებმა პოლიტიკურად დაკოდილი აქაური ოპოზიციონერი მამაკაცების _ ხაბეიშვილების, მელიების, გუბაზ სანიკიძეების, ხაზარაძეების, პატიკო მანჯგალაძეების, ჭიჭიკო ვაშაძეებისგან ხეირი რომ ვერ ნახეს, ფსონი იმ ქალბატონებზე დადეს, რომლებიც მამინაცვლებისგან – დასავლეთელი პარტნიორებისგან მიღებული ფულის სანაცვლოდ ყველაფერს კადრულობენ.
ზნეობისგან დაცლილები თვალისდაუხამხამებლად ასრულებენ პატრონის დავალებას. წითლიძეები, აქუბარდიები და სხვები ახლა ალაპარაკდნენ, შეურაცხყოფა მოგვაყენესო. გავიხსენოთ, წლების განმავლობაში თავად რა ლექსიკას იყენებდნენ. როცა ყურადღებას საკუთარი უფლებების დაცვაზე ამახვილებენ, რატომ ავიწყდებათ როგორი, შეურაცხყოფა მიაყენეს კორძაიამ, ბოკუჩავამ, სამნიძემ და სამადაშვილმა კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს, როდესაც სიტყვით გამოსვლისას ტრიბუნის წინ გაუფინეს ბანერი, სადაც მთელი მსოფლიოს დასანახად ეწერა: რუსკი კარაბლ იდი ნა … ეს ზნეობრივი საქციელია?! ესენი “აშარაშკა” დედაკაცები არიან. “აშარაშკა” ნიშნავს ზნეობისგან დაცლილს, ენაზე რაც მოადგება, ყველაფერს რომ ლაპარაკობს.
ამ ქალებისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ქალი, რომელსაც “ვეფხისტყაოსანი”, “ვეფხი და მოყმე”, “გამზრდელი” წაკითხული აქვს, ისეთ უზნეო საქციელს არ იკადრებს, რასაც ესენი კადრულობენ. ყველაზე დიდი უბედურება, იცით, რა არის? – რასაც ეს ქალბატონები, განსაკუთრებით, 24 თებერვლიდან მოყოლებული, სჩადიან     – სამშობლოს ღიად ღალატობენ. მათ სურდათ, როგორმე საქართველო ომში ჩაერთოთ.
საქართველო ღაზას პრელუდია უნდა ყოფილიყო. აი, რა დავალებაზე მუშაობდნენ ჩვენი “სანაქებო” ოპოზიციონერი ქალბატონები. ღალატის დამადასტურებელ ერთ ფაქტს აქვე მოგიყვანთ: რა გააკეთა ხატია დეკანოიძემ, რომელიც ახლა ბერაიას მისამართით სასამართლოში ჩივილს ემხრობა?! მოვუწოდებ, მომავალი თაობის საუკეთესო წარმომადგენლებს, თავად ხატია დეკანოიძეს სასამართლოში უჩივლონ. რისთვის? _ მან სიცრუეში დაადანაშაულა ჩვენი ხელისუფლება, სახელმწიფო, თითქოს საქართველოდან რუსეთის მიმართულებით შავი ხვრელი გადიოდა. ანუ, საქართველო რუსებს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა. რაზე იყო ეს განცხადება გათვლილი? -ერთადერთ რამეზე -როგორმე საქართველო ომში ჩართულიყო. რას გამოიწვევდა ყოველივე, ამის წარმოდგენაც არ მინდა. ამდენად, ხატია დეკანოიძე საკუთარი ქვეყნის შეგნებული მოღალატეა. ახლა გავიხსენოთ, რას ამბობდა ყოფილი ზვიადისტი და ამჟამად მიშას თავგადაკლული ქომაგი ეკა ხერხეულიძე – რუსული თვითმფრინავები უკრაინას საქართველოს გავლით ბომბავენო. უბედურება ის არის, რომ სამშობლოს ღალატზე ხელს ფულის გამო აწერენ. მეტიც, ყველას გვახსოვს, ღარიბაშვილის მიმართ როგორ გამოხატავდნენ პროტესტს წითლიძეები – პლაკატებზე პრემიერის სახელი შეურაცხყოფილი ფორმით ეწერა. დიახ, ეს პლაკატები იმ ხალხს ეჭირა, რომლებიც დღეს თავიანთი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ! მამაკაცების უფლებები არ ირღვევა?! ეს ქალები სამარცხვინოები არიან. ქვეყანაში, სადაც ქალის მანდილს ორი დაპირისპირებული ვაჟკაცის შერიგება შეეძლო, ამ ქალებმა ყველა ღირებულება წაბილწეს. ესენი პირიქით იქცევიან _ მუშაობენ იმაზე, რომ აქ მტერი შემოიყვანონ. მიმაჩნია, რომ ეს ოპოზიციონერი ქალბატონები _ წითლიძეები, აქუბარდიები, სამადაშვილები, სამნიძეები, დეკანოიძეები და სხვანი კაბაში გამოწყობილი თანამედროვე შადიმან ბარათაშვილები და ყორღანაშვილები არიან, რომლებიც მტრებს მოუძღვოდნენ, რათა საქართველო აეწიოკებინათ, ბავშვები აკვანშივე მოეხრჩოთ და სისხლის მდინარეები დაეყენებინათ.
თქვენ გაიხსენეთ, რა პლაკატი ეკავა წითლიძეს. ცოტა ხნის წინათ მან მდინარაძეს პარლამენტში მონა და ჩმორი ეძახა. ეს არ არის მამაკაცების უფლებების დარღვევა?
– დიახ, ეს არარაობა მდინარაძეს ბოლო ხმაზე უკიოდა, ჩმორი ხარო. გახსოვთ, რა ამბავში იყვნენ გამჭირვალობის კანონის მიღების დღეებში, რომელიც რუსულ კანონად შერაცხეს. კაცებს პირდაპირ ეუბნებოდნენ: გააჯვით, გაეთრიეთ, იდი ნა …ო. კომიტეტის სხდომაზე კორძაიას ნერვები არ ეყო და ნინო წილოსანს ბოლო ხმაზე უკივლა, გაჩუმდიო და მაგიდაზე ხელი დაარტყა. სამნიძემ ირაკლი ზარქუას მიმართა, თავს ვიკავებ, რომ არ შეგაგინოო. რომელი ერთი ჩამოვთვალო. წითლიძემ პარლამენტის კიბეებიდან მიაძახა დაჩი ბერაიას, შეგეწერა, დაჩიო. ამ ადამიანების ზნეობრიობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამ ხალხის არსებობა სირცხვილია იმ ქვეყანაში, სადაც კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი იყვნენ, რომელთა სიბრძნემ და გამჭრიახობამ დიდებულ ფეოდალთა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აჯანყების მშვიდობიანად დასრულება განაპირობა.
1624 წლის 26 სექტემბერს გაუგონარი გმირობა გამოიჩინა ქეთევან დედოფალმა, როცა მან ქრისტეს სარწმუნოება არ უარყო, ქვეყანას არ უღალატა და ამისთვის ცოცხლად დაწვეს. მისმა გმირობამ დანარჩენი ქართველობა გააერთიანა და 1625 წლის 25 მარტს, ხარებას, ქართველებმა გიორგი სააკაძის მეთაურობით მტერს მუსრი გაავლეს და საქართველო გადაარჩინეს. კოლექტიური ნაცები ამას ვერასდროს გაიგებენ, რადგან ისინი ქრისტიანები არ არიან. მეტიც, ისინი ქრისტიანობას ხმალამოღებული ებრძვიან. ამ ფრთის ერთ-ერთი წარმომადგენელი, “ტვ პირველის” ჟურნალისტი ეკა მიშველაძე დღისით, მზისით პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გამოვიდა და განაცხადა, პატრიარქი დააპატიმრეთო. სხვები რას იძახდნენ, გახსოვთ? _ მღვდლები გაპარსეთო. ხელისუფლებაში თუ მოვიდნენ, ალბათ, ეკლესიების ნგრევასაც დაიწყებენ. ისინი ისეთ ქართველ ქალებს არ მიეკუთვნებიან, როგორებიც თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი იყვნენ. დარწმუნებული ვარ, არცერთ მათგანს ფილმი “მაია წყნეთელი” არ უნახავს. მათში ქართველი არ არსებობს. ისინი ვერ განიცდიან ქართულ ენას. მათთვის ქართული აკვანიც დასაცინია, ქართული სუფრაც, სამზარეულოც. დარწმუნებული ვარ, არცერთ მათგანს დედისგან იავნანაც არ აქვს მოსმენილი.
როცა ამ ქალების “თავდადებაზე” ვსაუბრობთ, ისიც გავიხსენოთ, როგორ დასდევდნენ ელისო ბოლქვაძეს ნაცების აქტივისტები და მონას ეძახდნენ ადამიანს, რომელმაც საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოს გააცნო. სწორედ ამიტომაც სძულთ, ებრძვიან, რადგან ბოლქვაძის სახით ქართულ ნიჭიერებასთან აქვთ საქმე. თავად კი უნიჭოები არიან, რომელთაც ვერაფერი ღირებული ვერ შექმნეს, გარდა ყიყინისა, აშარაშკობისა და გაუცნობიერებელი ქმედებებისა, რითაც საზოგადოებას თავს ამახსოვრებენ. სინამდვილეში, რა არის მათი მოქმედების მთავარი ლაიტმოტივი და როგორ შევლენ საქართველოს ისტორიაში? _ როგორც ყიამყრალი დედაკაცები, ასე თუ დაწერთ, კარგი იქნება, რომლებიც თავისი მყრალი ენით ამყრალებენ ქვეყანას. პრეზიდენტმა, სინამდვილეში კი რეზიდენტმა ზურაბიშვილმა, აშშ-იდან მომიტინგეებს მოუწოდა, სამართალდამცავები ცოცხლად დაწვითო. რომელმა მათგანმა განაცხადა პროტესტი? ესენი, თავის პრეზიდენტიანად, ისეთივე მოღალატეები არიან, რომელთა ღალატის შედეგადაც 1795 წელს ერეკლე მეფემ კრწანისთან მარცხი განიცადა. დიახ, ისინი არაფრით განსხვავდებიან იმ კლასიკური მოღალატეებისგან, რაც საქართველოს ისტორიას ლაიტმოტივად გასდევს. ეს ოპოზიციონერი ქალები საქართველოს ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერებიან, როგორც ყორღანაშვილი, ბარათაშვილი და ის ქალბატონი, რომელმაც დასავლეთ საქართველოში მეფეებს ცოლები გააშვებინა და მათ თავად ეტენებოდა. გახსოვთ, წითლიძე, გამჭირვალობის კანონის უკან გაწვევის მერე, როგორ მიმართავდა მამაკაც დეპუტატებს, შეგეწერათ, ბიჭებოო. მერე უკვირთ, არჩევნებს რატომ ვერ ვიგებთო. ვერც ვერასდროს მოიგებენ, რადგან ქალი მამაკაცის ცნობიერებაში კდემამოსილების სიმბოლოა. მათნაირი დედაკაცები კი პარლამენტს არ სჭირდება.
– როცა ბერაიას და ღუდუშაურის მიერ გაჟღერებულ შეურაცხყოფებზე ვსაუბრობთ, რატომ გვავიწყდება, როგორ მოიხსენიებდა პრეზიდენტს გვარამია. მან არ უნდა აგოს პასუხი?
-სანამ პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებულ უცენზურო სიტყვებზე ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, რა უქნა გვარამიამ ერთ-ერთ აქციაზე ქალბატონ მთვარისა ნავერიანს. მან ის პირდაპირ ეთერში სცემა და არავის, პრეზიდენტიდან დაწყებული, ამ აშარაშკა დედაკაცებით დამთავრებული, ხმა არ ამოუღია. ნავერიანის დაცვა მათ ინტერესებში არ შედიოდა. ნავერიანი ქალი არ არის?! თუ რადგან ეგრეთ წოდებული ელიტური წრის წარმომადგენელი არ გახლავთ, მისი უფლებები არ უნდა დავიცვათ?! საქართველოს ისტორიაში ყოვლად გაუგონარი ფაქტი მოხდა: გვარამიამ პირდაპირ ეთერში სისხლისფრად შეღებილი ხსნარით სავსე ჭიქა გამოცალა და განაცხადა, ასე დავლევ ზურაბიშვილის სისხლსო. ამაზე რეაგირება ვინმეს ჰქონდათ?! – არა, რადგან ამ ქალებისთვის გარედან მათ პატრონებს ნებართვა არ მიუციათ, ამ ქცევაზე ხმა ამოეღოთ და გაეპროტესტებინათ. ისინი 30 ვერცხლზე არიან გაყიდულები და უფლებების დარღვევაზე ხმას მხოლოდ დაკვეთის შემთხვევაში იღებენ.
ყველაზე საშინელი სენი ქალში, ჩაშვების ინსტიტუტია. ევროპა მოიარეს საკუთარი ქვეყნის ჩაშვებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნისო. როცა დაინახეს, რომ დიდი ალბათობით ამ არაფრისმთქმელ სტატუსს გვაძლევენ, ახლა ერთმანეთის ჩაშვება დაიწყეს. აი, ეს არის მათი კოლექტიური სახე. ასეთი წინადადებით შემოვდივარ: ეს ადამიანები ყოველ მიზეზგარეშე სასკოლო სახელმძღვანელოებში შევიტანოთ. მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, როგორი არ უნდა იყოს ქართველი ქალი, დედა, მეუღლე, და და ასე შემდეგ. რაც შეეხება ზურაბიშვილს, იგი ამ ქალების კოლექტიური სახეა. მან არ იცის საქართველოს ისტორია, ქალის როლი სამშობლოში. დარწმუნებული ვარ, მას არ წაუკითხავს ფრაზა “გამზრდელიდან”: “სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად არ გამიზრდიხარ”; მან, ასევე, არ იცის, როგორ მივიდა სამძიმარზე ვეფხის დედასთან მოყმის დედა; დიახ, არაფერი გაუგია იდეალური ქართველი გმირი ქალის – სანათას შესახებ; არ იცის, ვინ იყო ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა; მისთვის უცნობია ქართველი დედის ფენომენი, რომელიც ერთი ხელით აკვანს არწევდა, მეორეში კი ხმალი ეჭირა. ასეთი ქალის ქვეყნის პრეზიდენტად არჩევა, რაშიც წვლილი მეც მიმიძღვის, უდიდესი შეცდომა იყო. იგი ქართველობისგან აბსოლუტურად დაწრეტილია. ამიტომაც ვერ გაიგო, რა უთხრა გვარამიამ, როცა მას სამი ასოთი მოიხსენიებდა. მისთვის სულ ერთია, პირშიც რომ შეაფურთხო და კოკით თავს ლაფი დაასხა, რადგან მისთვის მთავარი ხელფასი და შვილების კეთილდღეობაა, საქართველოს, მის სამშობლოს რა დაემართება, სრულებითაც არ ანაღვლებს. აი, ეს არის ქართველი ოპოზიციონერი ქალების სახე.

“საერთო გაზეთი”
თამარ შველიძე