საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

(ვიდეო) ზურაბიშვილმა აურია!-სკლეროზი თუ დემენცია, რა აწუხებს პრეზიდენტს? – საერთო მედია
სექტემბერი 7, 2024

(ვიდეო) ზურაბიშვილმა აურია!-სკლეროზი თუ დემენცია, რა აწუხებს პრეზიდენტს?

“პ”რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები ერთდროულად გახდებიან.

ამის შესახებ  საქართველოდან უნებართვოდ გაპარულმა დედაკაცმა  LCI-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

წამყვანის შეფასებაზე, რომ „2030 წელი შორსაა უკრაინელებისთვის, საქართველოსთვის კი ეს შეიძლება კიდევ უფრო გვიან მოხდეს“ საქართველოს პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს ერთდროულად მოხდება.

„არა, მე ვფიქრობ, რომ ეს ერთდროულად მოხდება. ეს მოხდება 2030 წელს, 2031, თუ 2029 წელს, არ ვიცი, მაგრამ ეს ჰორიზონტი იქნება მომდევნო, „big bangs“, როგორც ამბობდნენ, მომდევნო წევრები შევლენ დაახლოებით ერთად. ჩვენ ტრიო ვართ, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო და ეს ტრიო ჩვენთან შეიქმნა.

შარლ მიშელის იდეა – 2030 არის ჰორიზონტი, რომელიც გაფართოებისთვის მოიაზრება, ძალიან საინტერესოდ მეჩვენება [შეიძლება ის აღარ იყოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი]. ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნების ეტაპობრივი ასოცირება თემატურად, იმ საკითხებზე, რაშიც ისინი მზად არიან, მაგალითად, საქართველოსთვის ტრანსპორტის, შავ ზღვაზე ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხებზე ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, ხმის უფლების გარეშე, მაგრამ ეს წინასწარი ასოცირება უკეთესად მოამზადებდა კანდიდატებს იმაზე, რაც მათ შესაბამის მომენტში მოელით“, – აღნიშნა  პრანგმა პენსიონერმა.