შუბლისძარღვგაწყვეტილებო, რამ შეგაძულათ საქართველო?!
პატარა ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ჩემი სკოლის ერთ-ერთ მასწავლებელს ყვირილის დროს შუბლზე ლურჯად ებურცებოდა რაღაც. ნანახი იმდენად ჩამრჩა გონებაში, რომ სახლში მოსულმა მაშინვე გამზრდელ ბებიას მოვუყევი. ბებიაჩემმა შეიცხადა, რა აყვირებს ასე, მტრისას, თუ გაუწყდა, გაფშეკს ფეხსო. ისე შემეშინდა, სარკეში კარგახანს ვითვალიერებდი შუბლს და კმაყოფილი ვიყავი, რომ მე არაფერი მეტყობოდა.
ცოტა რომ წამოვიზარდე, ყური მოვკარი, რომ მამაკაცის ნამარხ უძველეს თავის ქალებს, უმეტესად შუბლის ძვალი ჰქონდათ გახეთქილი, რადგან იმ დროში მხოლოდ თავში სახათქუნებელი იარაღები იყო და ისევ გამახსენდა იმ სახიფათო ძარღვის გაწყვეტა შუბლზე.
ცოტა კიდევ რომ წამოვიზარდე, ნოდარ დუმბაძის მოგონებას გადავაწყდი, თხილი რომ მოიპარა და მოხუცმა დაარიგა, შუბლის ძარღვი აქვს ადამიანს, ის თუ გაუწყდა, მერე ძალიან იოლია ცხოვრებაო. ნეტავ, სიკვდილი რანაირად არის იოლად საცხოვრებელი, _ ერთი კი გავიფიქრე და სათამაშოდ გავიქეცი.
უკვე მოჩიტული ვიყავი, როდესაც ისე გავამწარეთ ჩვენს კლასში დროებით შემოყვანილი მათემატიკის მასწავლებელი, რომ სასწავლო ნაწილს უთხრა, ასეთი შუბლისძარღვგაწყვეტილი ბავშვები, როგორიც VIII3 კლასში არიან, არ მინახავსო. მხოლოდ მაშინღა ჩავეძიე შუბლის ძარღვის გაწყვეტის “საკითხს” და ბებიაჩემის შეცხადება და იმ მოხუცი კაცის შეგონებაც ადვილად დავაკავშირე ერთმანეთთან.
ნამდვილად იოლი იქნება ცხოვრება, როდესაც შუბლის წილი, ყველა ხალხში, ნებისმიერ ეპოქაში სიბრძნის, კეთილშობილების, სათნოების, გულისხმიერების, სინდისის, ნამუსის, მორალის, სამართლიანობის, კანონმორჩილებისა და ადამიანურობის “სადგომში” მათი დამაკავშირებელი ძარღვი გაგიწყდება და ჩვეულებრივი უნამუსო, უსინდისო, მატყუარა და უპირო არსება გახდები _ ფაქტობრივად, მკვდარი ხარ, როგორც ადამიანი, აბა, რა ხარ?
თვალს ვადევნებ, რა დღეში არიან საქართველოს მაოხრებელი გზირები და ვფიქრობ, ამდენი შუბლისძარღვგაწყვეტილი რანაირად ვშობეთ ამ პატარა საქართველოს წიაღში, ან აქამდე როგორ გვიდგას სული.
მართალია “ის” კაცი, ნებისმიერ ქვეყანაში სასურველია, რომ ოპოზიცია იყოს ძლიერი, თუმცა აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენთან ე.წ. რადიკალური ოპოზიცია ოპოზიცია კი არა, აგენტურაა!
ვისგან დავიწყო, ვინ მეტად გამოდგება შუბლისძარღვგაწყვეტილთა ბელადად, ვეღარ დამიწმინდავებია, ოკენისგაღმიდან, “შიგ ევროპიდან”, თუ ჯერ სახლში მოვიკითხო?
საქართველოს პრეზიდენტად დადებული რეზიდენტი-პრეზიდენტისგან ხომ არ დამეწყო, ახლახან ისევ რომ გამოგვენთო, როცა პრეზიდენტი ხდები, ხდები ყველას პრეზიდენტი, აღარა ხარ ვინმეს არჩეული. მასაც აღარ აქვს უფლება, გითხრას, მე აგირჩიე, შენთვის ვირბინე და აბა, რას აკეთებო.
ეს ქალი ჩამოსხმული შუშურიკაა, თუ თავს იშუშურიკებს?
ამ ქალს, ვფიქრობ, დაბადებისთანავე არ ჰქონდა შუბლის ძარღვი…
კაცმა რომ თქვას, არც უნდა იყოს გასაკვირი, ჯერ მისი მაკაროვა ბაბო რას საქმიანობდა და მერე ნიკა გვარამიამ რეები “გაუიასნა”. ეტყობა, გენეტიკურად სჭირს შუბლისძარღვგაგლეჯილობა…
ერთი ამ კელი დეგნანის ნაქონ ცოცხს დამიხედეთ, ამ ნაცფუფალას!
საპრეზიდენტო ბილბორდებზე ეს რა ხალხი გამოსახეს, საპრეზიდენტო ქალი სად არისო, _ ხალხს უკვირდა და ახლა ამაზე იშტერებს თავს, ვითომ არ იცოდა, რომ არავის უნდოდა ამ ფრანგული ბაღლინჯოსა თუ ჩოქელას საქართველოს თავზე აცოცება.
ერთი ისღა დარჩა, საკუთარი ნათქვამი “არა და არასოდეს” გადაიხიოს “პრიჩოზე” და თავისი დიდი ბებიის ღირსეული შვილთაშვილი იქნება. ხელის მოწერა ისე უყვარს, ოღონდ უბრძანონ უცხოელმა ბოსებმა (ამ შემთხვევაში, ევროპელმა) და თვალჟუჟუნა ღიმილით მოაწერს, ისეთი მონგრეული სახით კი არ მოიმარჯვებს კალამ-კალმისტარს, როგორც “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანაზე მოაწერა. რა სახით აწერდა, თითქოს ღამე ერთად გაათიეს მან და თეონა აქუბარდიამ და ვახტანგურად უჯლაყუნებდნენ “ტელეგრეიკის არაყს”, “პახმელიაზე” კი, რაც არ უნდოდა, ის გააკეთებინეს.
ყველა მათგანი ერთმანეთზე უარესი შუბლისძარღვგამობრდღვნილია, მაგრამ სიტყვამ მოიტანა და მათი გაცალკევება როგორ იქნება, _ ჰოლანდიური ჯიშის თავქოჩორა ქათმად გადაქცეული გვარამია მივადევნოთ. ამ ჩვენის უგავლენო გავლენის აგენტის შეწყალებულს, ჯერ იმის უნდა რცხვენოდეს, რომ ციხიდან იმ ქალის შეწყალებულზე გამოკაკანდა, რომლის ნაწყალობევ “სვაბოდაზეც” უარს ამბობდა და საკუთარი გადაფურთხებული ალოკა, ხოლო შემდეგ იმის, რომ საკუთარი ინტელექტი ისე ფუჭად გალია, რომ “ჯულიეტოვნას” მეწყვილედღა მოიხსენებენ “ჩაჯვისთან” ერთად.
რა დააყიყლიყოვა, არც დავინტერესდებოდი, ოროიდე საგულისხმო სიტყვა რომ არ ეთქვა: “სტატუსის მონიჭება ქვეყნის გამარჯვება და “ქართული ოცნების” და რუსეთის სასჯელი იქნება და ისე არ უნდა გავდღაბნოთ სიტუაცია და დავეხმაროთ პროპაგანდას, რომ მათ გამარჯვებად გავაყიდინოთ. სტატუსის საკითხის გადავადება ვერც ოპოზიციიის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული (თავი რომ მოიკლას პროპაგანდამ, მაინც) და ვერც რევოლუციურ სიტუაციას შექმნის _ მხოლოდ დემოკრატიული არჩევნების როლს და აუცილებლობას გამოკვეთავს და გააძლიერებს. აი, არჩევნების გაყალბება კი, რა ვითარებას შექმნის და რას მოიტანს, ეს უკვე სხვა საკითხია და 2024 წელს მივუბრუნდეთო”.
ლაკონიელი ყმაწვილი ლაკონიურად ლაკონურად ამბობს, ნაკერავზე რომ ვიხეოდით და გვერდსა თუ ზურგსუკან ჩვენი უცხოელი “მეგობრები” გვედგნენ, მაშინ ვერაფერი მოვახერხეთ, ახლა ვეღარ ვაქლიავებთ ხალხს, პირიქით, ჩვენებიც კი გაგვირბიან და რევოლუციურ სიტუაციას ნაღდად ვერ შევქმნით, მაგრამ რაცხას გავახერხებთ 2024 წლისთვის, გაყალბების კამპანიას უნდა მივაწვეთო. მიაწექით ხოლმე ზოგჯერ და ხანდისხან, მა როგო გინდათ, უეკლოდ ვარდი ვის მოუკრეფიან?
რისი იმედი აქვს, ნეტავ, უკვდავმა ბელადმა რომ თქვა, ვინც პარლამენტარი არ ყოფილა, ისინი უნდა წამოიწიონ წინა პლანზეო და მის ტრანგალეტკაზე უნდა შეფრთხიალება? ურჩევნია, ის ყავისფერი შარვალი მოიძიოს, ძაან ზმანზე რომ აყენებდა, ერთი ფუთი რომ ჩაესვარა, დაიტევდა კიდეც და ფერსაც არ შეეტყობოდა…
ამ ქათმუშკას ბარემ მის უკრაინელ მეგობრებს მივაბამ, იქ რომ იყო, ხომ რაღაც ჯილდო გადასცეს უკრაინის რაღაცის რაღაცისთვის, ხალხი რომ იცინოდა, ტიპი ციხეში იჯდა, რა წვლილი შეიტანაო. ამათ წვლილებისას რას გაიგებ, ვისი წვლილი ვისაშია, თვითონ ვეღარ გაურკვევიათ.
რას ყაყანებდა ის უსამშობლო, ვითომ ქართველი რუს-უკრაინელი, მოჩიტულ ზღარბს რომ ჰგავს?
რას მიმართავდა საქართველოს ხელისუფლებას, თუ ევროკავშირში მართლა გინდა, აგენტების კანონს არ დაარეგისტრირებო. უკრაინაში კანონის ავტორს პარლამენტიდან გააგდებდნენო?
ახლა რას ყაყანებს ანონსად, რა კანონპროექტი ლობირების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ ინფორმაცია თავიანთი დონორების შესახებო? ამანაც იქით დაახვიოს, ამ ფულისტმა ზღურბლმა, არესტოვიჩს დაედევნოს გალკაში!..
უკრაინულ მხარეს აღარ განვავრცობ, თავისი გასჭირვებიათ, თავიანთივე მსგავსმა შუბლისძარღგაწყვეტილებმა ისე ბოლომდე ამოუპუტეს შუბლის ძარღვი, რომ საკუთარი სამშობლო, ამხელა უკრაინა, მიწასთან გაასწორებინეს, ახალი სამხედრო ტექნიკის გამოსაცდელ პოლიგონად მიართვეს ვეშაპებს და მათი კიჟინით, მეგობარ საქართველოსაც მოგვაძულეს თავი…
ეს ტიპი, რომ გამომდგარა, “კანდიდატის სტატუსს თუ მოგვცემენ, ეს მაგარი ამბავი იქნება, მაგრამ ეს უკრაინასთან და მოლდოვასთან ჩვენს ჩამორჩენას ვერ აღმოფხვრისო,” _ ბენზინგასამართი სადგურის უშუბლო მშიერი ვირთხა (მერაბ მეტრეველი) რომ გამოვარდისფრდა, რითი ჩამოვრჩით დსთ-ში გაჯგიმულ მოლდოვას და მოკლულ-გაპატრახებულ უკრაინას, საქართველოს 26 000 რჩეული ვაჟკაცი რომ არ შევწირეთ ზვარაკად მავანთა გეგმებს და რუსული ავიაგამანადგურებლების სამიზნედ არ ვაქციეთ: თბილისი, ბათუმი, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი და ყველა ის მიდამო, სადაც სამხედრო ნაწილებია განლაგებული? გაუგია სიტყვები, განგებას შემთხვევით ჟურნალისტის სტატუსი უთხლეშია და ჰგონია, თუ სიტყვებს რამენაირად დაალაგებს, რაღაც აზრიანს ამბობს… ვეღარ განავრცო, რა ხეირი ნახეს “პრადვინუტებმა” და სადაც სიტყვები გაუთავდა, იქაც ჩამოჯდა.
ტვინის ასეთი პრიმიტიული ნაჟური რომ აქვთ, იმიტომაც დასდევენ ერთმანეთს და ხან პოლიტიკურ “ჟოპასტენკობანას” თამაშობენ და ხან “თვალხუჭობანა-გაშეშობანას” ნაზავს… შუბლის ძარღვი აღარ აქვთ და გზააბნეული ფაროსანებივით ხმამაღალი ზუზუნით უბერავენ…
ეს ვიოლა და ურსულა დეიდებიც რა კაი “მასალები” არიან, ხან ჭრიან და ხან კერავენ, მაგრამ კარგად კი აბოლებენ ამბიციურ არარაობებს. ერთი რომ დააბოლეს, მისდით და მისდით ულევი შუბლები ძარღვის ამოსაკვეთად. თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების ცვენა გაქვსო, დაუსკვნიან, დაატრენინგებენ წამლად, კრუასანის საყიდელ ფულს მისცემენ ევროპული კურსით და წკაპ! აღარ არის შუბლის ძარღვი!
შემეცოდაღა ზელენსკი! ისეთი გამოლენჩებული იდგა დეიდა ურსულას გვერდით, მგონი, არც ესმოდა, რას ამბობდა ყურებამდე გაღიმებული, არადა, პოლიტიკოსი გინეკოლოგი დეიდა საქვეყნოდ ამბობდა, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინამ შესანიშნავ შედეგს მიაღწიაო. ზელენსკის თუ ტვინი შეტრიალებული არ აქვს და შუბლის ძარღვი ამოკვეთილი, არ უნდა ეკითხა, მე შენი მაშები კი დავღეჭე, რა შედეგს მიაღწია უკრაინამო?
ის მეორე დეიდა კიდევ, ვეტერინარია თუ აგრონომი, კარგად კი გვიმღეროდა გაზეპირებულ ჰანგზე, მივესალმები რუსული კანონის გაწვევასო და სწორედ მას შემდეგ დაიწყეს ევროპარლამენტში ლაპარაკი “ფარას” მიღების შესახებ. გაიგე ახლა ამ ტვინის გამოიმასქნების დასტაქრებისა რამე, გარდა იმისა, რომ შუბლის ძარღვი რა არის, არც არასდროს გაუგიათ!..
იუკნევიჩიენეები, კუბილიუსები და მისთანები ერთი ჯოგია, ყველას ჩამოთვლას რა აზრი აქვს, ზოგი საბჭოთა უშიშროების ხაზით გახდა “შიგ ევროპელი” და ზოგი თავისივე ქვეყნის იმავე დანიშნულების სახელმწიფო ორგანოდან. ასე რომ, მათ იმთავითვე საკუთარი ნება-სურვილით ჰქონდათ ამოკვეთილი შუბლის ძარღვი…
ესენი ჯანდაბას, მაგრამ ვინმე ლელა ჯეჯელავა ვინღაა, ავტორიტეტად რომ დასვეს და მის სიტყვებს დააფრიალებენ, “ოცნების” ხელისუფლება არის ბარიერი საქართველოსა და ევროპას შორისო.” ამხელა ქალია, ფასონადაც არსად მომიკრავს თვალი, აქამდე მარსზე ცხოვრობდა, ალბათ, მაგრამ შუბლის ძარღვის ამოკვეთის პროცედურას, ნეტა, მარსზეც აკეთებენ?
ფრიად დამაბნეველი ამბავია, რომ ვიღაცები ვიღაცების დახმარებით სადღაციდან ამოიწვერებიან და რატომღაც საკუთარი თავი ეზმანებათ შუშა კიტრად, ასე რანაირად უწყდებათ შუბლის ძარღვი, ჯადო-შელოცვაც კეთდება ვიღაცის შუბლიდან მის გაქრობაზე?
აგერ თვალნათელი მაგალითი _ გახარია-თვალთხარიას ნაუცბათევად შეკოწიწებული პარტია!
მართალია, ვერ გავიგე, ის პატარა გოგონა ვინ არის, მაგრამ “ფლაგებდახეული” გახარიას გუნდელი რომ ყოფილა, გავიგე. რათა, შვილო, რათა! ჯერ წინ გაქვს ცხოვრება, შუბლის ძარღვის გარეშე ცხოვრება რამ და ვინ გაფიქრებინა! “საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს, ოღონდ ამას ვერავინ მიიწერს!” _ გვითხრა მოღიმარმა.
ამ გოგონას ნათქვამი არ მქონდა გააზრებული და ვინმე კახა ქემოკლიძემ გამოანათა: “2024 წელს “ქართული ოცნება” ერთპიროვნულ მმართველობას დაასრულებს. “ქართულ ოცნებას” ეს 2020 წელს გაუჭირდა, არჩევნებში, რომლის ფლაგმანი გახარია იყო, მას ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა.” ამ კაცს თუ საკუთარი ნათქვამის მართლა სჯერა, უბრალოდ, მებრალება, სხვა შემთხვევაში კი, აბა, ამასა ჰყოლია ჩაწყობილი შუბლის ძარღვის “ნასახლარზე” ნაცბაღლინჯოს კვერცხები…
ვარაუდში ვიყავი და ოზურგეთის მერობის ყოფილი კანდიდატი, ვინმე გია ცეცხლაძე გამოხტა პოლიტიკურ სარბიელზე, გახარიას პარტიას ვტოვებო. მაღვალაკის პარტიაში შესვლა როდის გვკითხა, გამოსვლა რომ მოგვახსენა?
“მთავარმა თაღლითმა და მოღალატემ, გიორგი გახარიამ, არაერთ ადამიანს აუბნია თავ-გზა, დრომ და ფაქტებმა კი აჩვენა, რომ ჩვეულებრივი მოღალატე და მატყუარაა… ყველას გვარწმუნებდა, რომ მისი პროექტი “ზევით”, ბიძინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული”, _ ასო-ნიშნებით აგრგვინდა გია ცეცხლაძე. არავინ ჩაეძია: თქვენ ჩემის ერთგულო, იმ “ზემოთამ” განცხადება რომ გააავრცელა, ხმები მომდის, რომ ასეთი კულუარული ინფორმაციაა, მაგრამ არ დაიჯეროთ, სიცრუეაო, მაშინ სად ბრძანდებოდით, ან აქამდე, ან ახლა რა ხდება თქვენს თავს, ფარსაგი ხომ არაფერია, “მატარებელი-2024” რომელი ლიანდაგიდან გადის, იმის გაგებაში არ დაგაგვიანდესო…
ეს ჯანდამწვარი წყევლამაისტერი მურმან დუმბაძე რაღას გადაგვეკიდა, ამ ხნის კაცს მაინც რა ძალა დაადგა, რომ შუბლის ძარღვი საკუთარი ნებით ამოიდღლიზა ბეშუმელი ექიმბაშის კარაბადინით? იმიტომაც დადის მცირეაზიური მთის მიწის კურდღლის ყაღივით გამომშრალი და: “არ გვეკუთვნის! თუ მაინც მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, 20/30 გარანტირებულია რაც კატასტროფა იქნება!” _ შკვირავს ხელებს.
გვარამიამ რომ აღიარა, ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა, რაღაცები მეჩვენებოდაო და კრებსითმა ნანუკა ჟორჟოლიანებმა ბანი მისცეს, ჩვენც გვქონდა ასეთი შემთხვევებიო, ვიფიქრე, ეტყობა, გადამდებია-მეთქი და შევკრთი, ხომ არ მეჩვენება _ ხათუნა სამნიძე და ხატია დეკანოიძე ერთმანეთს აჰყვნენ და სულ თითი იქნიეს მომთხოვნი ტონით, “შემიძლია დავადასტურო, რომ პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს კანდიდატის სტატუსზე ოპოზიციის არაერთგვაროვანი გზავნილებიო”; “ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან საერთაშორისო პარტნიორებთან და ხელს უშლიან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესსო” და ა.შ. _ გამოვიდნენ აგერ და თქვან ხმამაღლა იმ ჩემისებმა, ვინც არიან, თუ კაი ტიპობაზე თავს დებენ. იმ ქურთი მეეზოვის ანეკდოტისა არ იყოს, შორენა კი არა, შათლახია ეგაო _ ერთდროულად შათლახიც იყო და კაი ტიპიც, სად გაუგიათ, გადარევთ ჩემი გამჩენი!
არა, ესენი შუბლისძარღვგაწყვეტილები არ არიან, შუბლის ძარღვი ადგილზე აქვთ, უბრალოდ, პოლიტიკური ჩანგალისტები არიან, სპეციალურ ჯიშად გამოყვანილი ვირთხები. გგონიათ, ახლა ცივი მჭადი ჭამეს და გონება გაეხსნათ? ნურას უკაცრავად!
გავიხედე და თვალებს არ დავუჯერე!
საქართველოში არსებული 200-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციები მიმართავენ ევროკომისიას: “საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის ობიექტურად შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს”.
აი, ძმებო, ამას ჰქვია კომპასდაკარგული და საჭემოგლეჯილი გემი შტორმში!
ეს კი ასეა, მაგრამ ამდენი მოღალატე რომ ჰყავს ერს, იმას მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებსო, ასე გვითხრა კოწიამ და რომ არ მინდა დაჯერება, როგორ დავეთანხმო…
კარგი, 200 თუ არა, 170 ასო-ც რომ იყოს, ცოტაა? ეს ვირის პირიდან გავარდნილი შუბლისძარღვგაწყვეტილები!
ნაცსექტის ლობისტმა ძალად ევროპულმა არარაობამ, კუბილიუსმა, გასაგებად უთხრა საქართველოს მავნებლებს, რომ მთავრობის ქმედებები ფასდება და არა ხალხისა, მაგრამ უწიგნურ რეგვენებს არ შესდით უტვინო თავში, ვერ იაზრებენ განმარტებულს, გამოქლიავებული მავნებლები არიან. ასე თუ არ არის, რას დაუჩემებიათ, ხალხი მიიღებს სტატუსს და არა ხელისუფლებაო?
კი, მაგრამ ესენი იგივენი არ არიან, ამავე წლის 8 ოქტომბერს იმავე ევროკავშირს რომ “შეახსენეს”, საქართველომ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 შეასრულა, ისიც საეჭვოდ და არ მიანიჭოთ სტატუსი, სანამ სააკაშვილს ციხიდან არ გამოუშვებენ; რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებენ; სანამ “სისტემურ ანომალიებს” არ მოაგვარებენ; სანამ არ შეამცირებენ საარჩევნო ბარიერს 2%-მდე და არ დაუშვებენ წინასაარჩევნო ბლოკების შექმნასო? ახლა “პლასტინკას” ატრიალებენ, ვითომ ჩვენმა სიმრავლემ გაჭრა თუ კოსტაისავით ბზრიალებენ, “თქვენიანი ვარ მე, თქვენიანიო?”
უცხო ქვეყნის ე. წ. ელიტური, მდიდარი და გავლენიანი აგენტურული გაერთიანების დასახელებები ასე თუ ისე, ყველამ ვიცით, მაგრამ დანარჩენებს გადავხედე ყასიდად და რა ვნახე, არ ვიცი, რეალურად არიან ნჯო-ები, თუ იღადავა ვიღაცამ?
“ყვარლის ევროკლუბი” (“ყვარლის მთების ევროკლუბი” მაინც დაერქმია ნათლიას, მაგრამ ილიასთან ასოცირება რაღა ევროპა იქნებოდა); ფონდი “ტასო”; “მესხ დემოკრატთა კავშირი”; “პეპა პლუსი” (მაგ სახელწოდების მგონი, ზოომაღაზიაა ჩემს უბანში) და ა.შ. და ამგვარი გაუგებრობები.
ზოგადად, რა დანიშნულება აქვთ ამ ასო-ებს, გარდა იმისა, რომ უცხო ქვეყნის აგენტურაა და მხოლოდ ქვეყნისთვის საზიანო მოქმედებითა თუ საუბრით არიან დაკავებული, წლებია, მაინტერესებს, პასუხს კი ვერავინ მცემს.
ჭეშმარიტება ერთია _ კანდიდატობის სტატუსს იღებს კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები. რადგან ის ხელისუფლება ხალხის არჩეულია და წარმოადგენს ხალხს ისინი (ხელისუფლება და ხალხი) თანაბრად იმსახურებენ ყველაფერს. მოინდომეს ახლა ახალი უკრაინული განზომილებები, “ქართველი ხალხი კარგია, მთავრობა არ უვარგაო”. ვის არ უვარგოდა მშვიდობისმოყვარე მთავრობა, უკრაინაში ახლა არკვიონ…
“ქართული ოცნების” გუნდისა და, კონკრეტულად, პრემიერ ირაკლი ღაბიშვილის დამსახურებაა, რომ ამ შემთხვევაში, კონკრეტულად, ევროპაში, სხვანაირად დაუწყეს ყურება იმ საქართველოს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ერთი ჩვეულებრივი ხელგაშვერილი ქვეყანა იყო და “მე”-ობის ნიშან-წყალი წაშლილი ჰქონდა, ფული მიეცა ვინმეს და ფოთის პოლიცმეისტერს ვინ დააცდიდა გახდას ათ თუმნად, ყველა ერთად იშვლეპდა.
ახლა უკვე სხვა სახით წარსდგა მსოფლიოს წინაშე საქართველო _ ეროვნული ინტრესების დამცველ-გამტარებლად და საკუთარი სუვერენიტეტისთვის დიპლომატიური გზებით მებრძოლად, ურთიერთობებში კი, მხოლოდ თანასწორობის პრინციპის გათვალისწინების მოსურნედ, რაც ამავდროულად, მის გვერდზე მდგომი საზოგადოების დამსახურებაა და არა ყველანაირი ხლამისა…
ქალბატონებმა, სამნიძემ და დეკანოიძემ კოლეგების ვინაობა არ დაასახელეს, ნამუსზე შეაგდეს “ენასლიკინა კაცები” და თვითონაც ნამუსიანებად გამოჩდნენ, მაგრამ რეალურად, საკონსტიტუციო ორგანოს წევრებს ბრალი დასდეს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაში. პირდაპირ ვერ დაუმტკიცებს კაცი, რომ სხვა ქვეყნის ინტერსებით მოქმედებდნენ, თორემ სსკ 319-ე მუხლი ესადაგებათ, 8-იდან 10 წლამდე პატიმრობას რომ ითვალისწინებს.
სლოვაკეთის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ მისი მთავრობა “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის მომზადებას აპირებს. “არაკომერციული ორგანიზაციების ეპოქის ბატონობას ბოლო მოეღება!” _ განაცხადა ფიცომ. საუბარია იმ “რუსულ კანონზე”, რომლის გამოც მარტში კინაღამ მთელი რუსთაველი დაანგრიეს და პოლიციელებს ცოცხლად დაწვას უპირებდნენ პრეზიდენტისგანაც წაქეზებულები, რომელიც იმ აშშ-იდან ამხნევებდა ახალგაზრდებს და სახელმწიფო გადატრიალებისკენ უბიძგებდა, რომელ აშშ-შიც 1938 წელს მიიღეს სწორედ ის კანონი.
ფიცოს თქმით, ყველა უცხოური დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს კლასიფიცირებული როგორც უცხოური აგენტი. ახალმა პრემიერმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აღარ იქნება საგარეო ინტერესების რუპორი და სლოვაკეთის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს.
სლოვაკეთზე (ან სხვაზე) ნაკლები რითი ვართ? ხომ გაირკვა, რომ “ფარა” რუსული კი არა, ამერიკული კანონია, ახლა რა გვიდგას წინ, რომ ისეთივე სიმკაცრით დაედოს თითი უცხო ქვეყნების ყველა აგენტს?
მრავალგზის მაქვს ნათქვამი და გავიმეორებ, სანამ არ დავინახავ, რომ აღსრულდა, – ყველას და ყველაფერს ის სახელი უნდა დარქვას, რაც რეალურად არის!
პოლიტიკური დაკვეთებისა და რევერანსებისთვის აღარ სცალია საქართველოს!
კმარა შუბლისძარღვგაწყვეტილი ძღვენიჭამიების პარპაში საქართველოში!
ვინაიდან საქართველოს მტერს ერთი თავი აქვს, დანარჩენები მასზე მიკრული ტკიპები არიან, მხოლობით რიცხვში მიმართვა ეკუთვნით:
“ფარისეველო, გაუტანელო,
სხვასთან თავმხრელო,
შინ ორმოს მთხრელო,
ნაგავის მყრელო,
შენ ჭრელო გველო,
რამ შეგაძულა, სთქვი,
საქართველო!”
“საერთო გაზეთი”
ზურა ოშხერელი