გახარია გვარამიას ახალი პარტნიორი ხდება!
როგორც მოსალოდნელი იყო, გვარამიამ გახარია (თვალთხარია) თანამოაზრედ და შესაძლო პარტნიორად ოფიციალურად გამოაცხადა.
“გახარიას ვუყურებ, როგორც სიტუაციურ მოკავშირეს, თან ვხედავ, რომ პროდასავლური ამომრჩევლის არჩევანი არის გახარია – განაცხადა ნიკა გვარამიამ 29 სექტემბერს, “ფორმულას” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში” სტუმრობისას განაცხადა.
გვარამიას თქმით, მას აქვს კითხვები გახარიასთან, თუმცა მას შემდეგ, რაც შეიცვლება ხელისუფლება და ქვეყანა იქნება უსაფრთხო პოლიტიკურ ველზე.
მისი განცხადებით, ამ ეტაპზე, გახარია ოპოზიციისთვის სიტუაციური მოკავშირეა და მუდმივად მის პოლიტიკურ წარსულზე საუბარი არაფრისმომცემია, მითუმეტეს არსებულ ვითარებაში, როდესაც ოპოზიციას ერთიანობა სჭირდება.