მნიშვნელოვანი იყო ის, რომ უსისხლოდ გავუშვით ეს სისხლიანი ხალხი!
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საფუძვლიანი იმედი არ მქონდა, არც იმაზე ვფიქრობდი, რომ ვერ მივიღებდით, რადგან იმსახურებდა არა მარტო ხალხი, არამედ ხელისუფლებაც, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.
„ჩემი განწყობა გადაიწონა პოზიტივისკენ, როდესაც ვნახე ირაკლი ღარიბაშვილისა და ჟოზეფ ბორელის პრესკონფერენცია – იქ გამოიკვეთა საბოლოოდ ქართული ხელისუფლების პოზიცია, რომელმაც 2012 წელს უსისხლოდ გაუშვა სისხლიანი, მანიაკური ხელისუფლება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ უსისხლოდ გავუშვით ეს სისხლიანი ხალხი, შემდეგ ამ ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, მიუხედავად არაერთი შეკვეთისა, არ გახსნა მეორე ფრონტი და რაც მთავარია შეინარჩუნა ღირსება და არ დადგა ცალ ფეხზე ევროსტრუქტურების წინ. ეს ყველაფერი ძალიან მკაფიოდ გამოიხატა ამ პრესკონფერენციაზე. საქართველოს ხელისუფლებამ გააზრებული რისკის ფასად, გამოხატული პოზიციით მოიპოვა რეკომენდაცია. ეს არის ქართული ხელისუფლების მონაპოვარი, ქართველ ხალხთან ერთად“, – აღნიშნა მაღრაძემ.