ეს სიმყრალე უნდა ჩაირეცხოს!-ჩერგოლეიშვილი მიშას დაჯგუფებაზე

“ტაბულას” დამფუძვნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი მიშა ირგვლივ შემოკრებილ დაჯგუფებას ამხელს და მათ გვამებზე ცეკვას აპირებს.
“მიშას უნდა რომ მის გარშემო იყოს გაერთიანებული მთელი ოპოზიცია.
ამიტომ, მას არ ანაღვლებს ერთმანეთს რას ერჩიან მის ქვეშ მოფუთფუთენი.
მთავარია მიშა არ უარყონ.
ამიტომ ელაქუცება მელიას – ერთმანეთში იჩხუბეთ, მე არ მეჩხუბო თორემ კვესიტაძეს ვუბრძანებ ეთერი დაგიბლოკოს და ბოკერიასავით “გაგანულოსო”.
მაგრამ, თან ფული სჭირდება.
ამიტომ მელიას ქებას მალევე შლის ფეისბუქიდან.
ეტყობა კეზერა უთვლის, მაშინ შენ დააფინანსე არჩევნებიო.
ანუ მიშაც ფულის გავლენით მოძრაობს.
ასეთი კორუმპირებული გარემოა.
ეს სიმყრალე უნდა ჩაირეცხოს.
P.S. 2021 წელს კეზერა მელიას უთვლიდა თუ ბოკერიას არ მოაშორებ, არჩევნებს არ დაგიფინანსებო.
მელია, ჯაფარიძე, ელენე … დათანხმდნენ გიგას ამომრჩევლის იგნორირებას და დიდი ფულის გავლენით პოლიტიკური კონფიგურაციის შეცვლას.
ამიტომაა უფალი მაღალი.
კორუმპირებული სპექტრის პოლიტიკურ გვამებზე ვიცეკვებ.”წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.