საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ყველანაირი ზნეობისგან დაცლილ ოპოზიციას რა გაქვთ სალაპარაკო? – საერთო მედია
აპრილი 13, 2024

ყველანაირი ზნეობისგან დაცლილ ოპოზიციას რა გაქვთ სალაპარაკო?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირმა ზავრადაშვილი რადიკალურ ოპოზიციას  ახლო წარსულს ახსენებს და  უზნეოებად მოიხსენიებს.

“ყველანაირი ზნეობისგან დაცლილ ოპოზიციას რა გაქვთ სალაპარაკო? „ქართული ოცნების“ დროს დაიწყო ოკუპანტების მიერ ადამიანთა გატაცება და მკვლელობები? შეგახსენოთ?
2009 წელის 7 თებერვალს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ზურაბ ბოხუას, როცა იგი რუსეთის საოკუპაციო ძალის საგუშაგოს გვერდის ავლით ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა. აღნიშნული ინციდენტი არცერთი ტელევიზიის მიერ არ გაშუქებულა. არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმეც კი, მკვლელების დასჯას ვინ ჩივის.
2011 წლის 18 მაისს საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ, ჩოლთოს ხეობაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს სოფ. ჭალოვანში მცხოვრებ 5 ახალგაზრდა მამაკაცს. სროლის შედეგად 2 დაიჭრა. ერთ-ერთი მათგანის – 17 წლის გიორგი ლომსაძის მდგომარეობა მძიმე იყო. სისხლის სამართლის საქმე არც ამ შემთხვევაში აღძრულა.
2011 წლის 09 აპრილს ოკუპირებული გალის რაიონის სოფ. დიხაზურგაში საკუთარ საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ გალისა და სოხუმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა უკანონოდ დააკავეს ნიკა ჯოჯუა და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართლებით. 11 აპრილს ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ ნიკა ჯოჯუა გარდაიცვალა გალის საავადმყოფოში. ნიკა ჯოჯუას ნაწამები და სავარაუდოდ გაკვეთილი გვამი იმავე დღეს გადაასვენეს მის საცხოვრებელ სახლში. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მხოლოდ 2023 წლის აგვისტოში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენის მიზნით, საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“.
2010 წლის 21 ივნისს გალის რაიონის სოფელ სიდაში ე.წ. აფხაზმა პოლიციელებმა სასტიკად სცემეს ბესიკ ანჯაფარიძეს, რომელიც იმავე დღეს გარდაიცვალა გალის საავადმყოფოში.
ათეულობითაა ასეთი ტრაგიკული ინციდენტი, მაგრამ ნაცებს და დღეს უკვე მათზე უარეს „ლელოებსა“ და გახარიებს ეს არ აინტერესებთ.
უზნეოებო, „ჯერ გვამიც არ გაციებულაო“, ეს გამოთქმა მაინც არ გაგიგიათ? ასეთი რა დუჟი გაქვთ მომდგარი, ასე როგორ გინდათ ქვეყნის აყირავება, რომ მიცვალებულის პატივისცემაც აღარ გახსოვთ?
თქვენს მომხრეებს თუ აბოლებთ, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ ხალხი ბრძენია და ძალიან კარგად ხვდება, რომ თქვენ ისევე გაღელვებთ ოკუპანტების მიერ მოკლული ადამიანი და მთელი ქვეყანა, როგორ მე – ბურკინა ფასოს პოლიტიკური წყობა. ფარისევლებო, საპროტესტო აქციებით მარცხდება ოკუპაცია? თქვენ რომ იყოთ ხელისუფლებაში, რას იზამდით? – აგინებდით რუსეთს და წითელ ხიდთან მივარდებოდით, თბილისიდან 40 კილომეტრის მანძილიდან გამოსროლილი „ისკანდერისგან“ თავის დასაღწევად? ჯერ არ გაგიკეთებიათ თუ რა??
ისე, მოკავშირე თქვენ გყოლიათ, თუ გყოლიათ – ყველაზე მეტად როცა გიჭირთ, საქართველოსთვის რაღაც დადებითი რომ უნდა გადაწყდეს, ზუსტად მაშინ მოდის რუსეთი თქვენს დასახმარებლად და „სატოპკეს“ გიწევთ.     არაუშავს, ღმერთი მაღალია და ეგეთი უზნეობით, სინდისისგან დაცლილობით რა შედეგსაც მოიმკით, არავის გაუყოთ.წერს ირმა ზავრადაშვილი.